გარგარის ხის სწორად გასხვლის წესი და მნიშვნელობა
გარგარის ხეების გასხვლა მათ გასაჯანსაღებლად და უხვი მოსავლის მისაღებად აუცილებელია.
სხვა ხეხილის მსგავსად, გარგარსაც სჭირდება სათანადო მოვლა-ყურადღება, რათა ვარჯი ნორმალურად განივითაროს დიდი ხნის განმავლობაში უხვი, ჯანსაღი მოსავალი მოგვცეს.
მცენარის რეგულარული და სწორად გასხვლა ხელს უწყობს ჯანსაღი სანაყოფე ტოტების სწრაფ ზრდას, ვარჯის მზის სხივებით და ჰაერით უხვად უზრუნველყოფას, რაც მცენარისათვის ზრდა-განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
გარგარის ხეების გასხვლის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს. სწორად დაგეგმილი და შესრულებული გასხვლა აძლიერებს ხეხილს, ეხმარება ხეს გაუძლოს მკაცრი ზამთრის პირობებს.
გარგარის ხეები სიცივის მიმართ მგრძნობიარეა, განსაკუთრებით ერთწლიანი ყლორტები ზიანდება ყინვის გამო, ამიტომ მებაღეებმა რეგულარულად უნდა მოაშორონ ხეს ძველი ტოტები და ხელი შეუწყონ ახალი ჯანსაღი, ძლიერი ვარჯის ჩამოყალიბებას.
გარგარის ხეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზაფხულო გასხვლა, ამიტომ ზაფხულის დასაწყისში, როგორც წესი, ივნისში, ძლიერი ერთწლიანი ყლორტები უნდა განახევრდეს, ხოლო სუსტი ტოტები მაქსიმალურად უნდა შეეცალოს არაუმეტეს მესამედით. ეს სტიმულს მისცემს ჯანსაღი სანაყოფე კვირტების წარმოქმნას და ხელს შეუწყობს ვარჯის დაბალანსებული სტრუქტურის შენარჩუნებას.
გარგარის ხეებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სწორად გასხვლას.
სასხლავად საჭიროა კარგად მომზადებული, ალესილი სასხლავი ხელსაწყოების გამოყენებას, რათა გასხლული ტოტი მაქსიმალურად გლუვი და დაუზიანებელი დარჩეს.
სწორად გასხლული გარგარის ხე წლების განმავლობაში მოგემსახურებათ და მოგამარაგებთ ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო ხილით.
გისურვებთ წარმატებას და აქვე შემოგთავაზებთ გარგარის ხის სწორად გასხვლის ნახაზს.