გეოგრაფიული აღნიშვნის არსი
აგროპროდუქტების წარმოებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ისეთ პროდუქტებს, რომელთა ხარისხი და რეპუტაცია დაკავშირებულია მათი წარმოების გეოგრაფიულ არეალთან. ასეთი პროდუქტების დასახელებებად, როგორც წესი, იყენებენ შესაბამისი ადგილის გეოგრაფიულ სახელებს – ე.წ. გეოგრაფიულ აღნიშვნებს, რომლებიც წარმატებით გამოიყენება მათი ბრენდირებისა და ბაზარზე რეალიზებისათვის.
დღესდღეობით მსოფლიოში 10000-მდე გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნული სხვადასხვა პროდუქტია ცნობილი, რომელთა საერთო მოცულობა თითქმის 100 მლრდ. აშშ დოლარს აღწევს.
ისეთი სახელები, როგორებიცაა: შამპანური, კონიაკი, პარმასანი, როქფორი, ბორდო, დარჯელინგი და სხვა დიდი ხანია საყოველთაოდაა ცნობილი მსოფლიოში, ბოლო ათწლეულებში ხდება მზარდი რაოდენობის ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების აღიარებაც, რომლებიც უკვე სარგებლობენ პოპულარობით მომხმარებელთა შორის.
წარმოშობის ადგილის გეოგრაფიული სახელით საქონლის მონიშვნის ტრადიცია სათავეს შორეული წარსულიდან იღებს. მეწარმის ბუნებრივი სურვილი, ასეთი გზით მიანიშნოს საქონლის თვისებებზე, განპირობებულია სწორედ ამ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის სპეციფიკურობით, იქ არსებული ბუნებრივი პირობებითა (ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი მჩანაწერის ნახვაახასიათებლები) და ადამიანის ფაქტორით (ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიცია, ცოდნა და გამოცდილება). ამ მიზნით გამოყენებული დასახელება შეიძლება იყოს ქვეყნის რაიმე ადგილის (მაგ., ქინძმარაული), სოფლის (მაგ., როკფორი), ქალაქის (მაგ., ჰავანა), რეგიონის (მაგ., ბურგუნდი) და თავად ქვეყნის (მაგ. კოლუმბია) დასახელებაც კი. ამავე მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნეს, აგრეთვე, სხვა ისეთი აღნიშვნებიც, რომლებიც შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან ასოცირდება (ტეკილა, ფეტა, სულგუნი და სხვ.).
გეოგრაფიული აღნიშვნა, სასაქონლო ნიშნის მსგავსად, გამოიყენება ერთი პროდუქტის მეორე პროდუქტისაგან განსასხვავებლად. მაგრამ, თუ სასაქონლო ნიშანი გვაძლევს საშუალებას ერთი მწარმოებლის საქონელი განვასხვავოთ მეორის საქონლისგან, გეოგრაფიული აღნიშვნა მიუთითებს არა საქონლის მწარმოებელზე, არამედ საქონლის წარმოშობის ადგილზე.
საზოგადოდ, გეოგრაფიული აღნიშვნა შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი სახის საქონლის მოსანიშნად, თუმცა, სადღეისოდ ის ყველაზე ფართოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის გამოიყენება. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ჩვეულებრივ, გააჩნია მახასიათებლები, რომელთა ფორმირება ძირითადად ხდება განსაზღვრული ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს ფაქტორების და წარმოების ტრადიციებზე დაფუძნებული ადგილობრივი წესების ზეგავლენით.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებასა და ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებში ჩვენ გვხდება გეოგრაფიული აღნიშვნის განსხვავებული დეფინიციები, უცვლელი რჩება მისი ძირითადი არსი, რომელიც შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:
გეოგრაფიული აღნიშვნა წარმოადგენს გეოგრაფიული ადგილის სახელს ან რაიმე ამ ადგილზე მიმანიშნებელ სხვა დასახელებას, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები განპირობებულია წარმოების ადგილისათვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით..
გეოგრაფიული აღნიშვნის არსიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის ფორმირებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი სამი ძირითადი წინაპირობა:
♦ განსაკუთრებული ხარისხის, რეპუტაციის, ან სხვა მახასიათებლების მქონე პროდუქტი;
♦ პროდუქტის წარმოების ზუსტად განსაზღვრული გეოგრაფიული არეალი;
♦ პროდუქტის ხარისხის, რეპუტაციის, ან სხვა მახასიათებლების ნათლად გამოკვეთილი კავშირი მოცემულ გეოგრაფიულ არეალთან.
განასხვავებენ გეოგრაფიული აღნიშვნის ორ ნაირსახეობას:
„ადგილწარმოშობის დასახელებასა“ და „გეოგრაფიულ აღნიშვნას“.
„ადგილწარმოშობის დასახელების“ შემთხვევაში, პროდუქტის ხარისხი, ძირითადად ან მთლიანად განპირობებული უნდა იყოს მოცემული გეოგრაფიული ადგილით, მაშინ, როცა „გეოგრაფიული აღნიშვნისთვის“ მოთხოვნა პროდუქტის მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ ადგილს შორის კავშირთან მიმართებაში ნაკლებად მკაცრია და მხოლოდ რეპუტაციის არსებობაც კი საკმარისი შეიძლება იყოს მისი ასეთად აღიარებისათვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში, პროდუქტის დამზადების ყველა ეტაპი უნდა ხორციელდებოდეს ამ პროდუქციის წარმოშობის ერთსა და იმავე გეოგრაფიულ საზღვრებში, ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში, საკმარისია, თუნდაც, ერთი, მაგრამ პროდუქტის განსაკუთრებულობის განმსაზღვრელი ეტაპის განხორციელება მოცემულ გეოგრაფიულ არეალში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის მისათითებლად, გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების გარდა, გამოიყენება, აგრეთვე, ე. წ. „წარმოშობის ადგილის მითითება“. ასეთია საქონელზე დატანებული წარწერა, რომელიც მისი დამზადების ადგილს უჩვენებს. მაგ.,: „დამზადებულია საქართველოში“, „დამზადებულია საფრანგეთში“ და ა.შ.
წარმოშობის ადგილის გამოყენების შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა გააჩნია თუ არა პროდუქტს რაიმე გამორჩეული მახასიათებლები და დაკავშირებულია თუ არა მისი მახასიათებლები წარმოშობის ადგილთან. აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ „წარმოშობის ადგილის მითითება“ კიდევ უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს, როგორც გეოგრაფიულ აღნიშვნას, ისე ადგილწარმოშობის დასახელებასაც (წარმოშობის ადგილის მითითება; გეოგრაფიული აღნიშვნა; ადგილწარმოშობის დასახელება.).
გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქტი, მისი გამორჩეული ხარისხის, თვისებებისა და რეპუტაციის გამო, ხშირად ხდება არაკეთილსინდისიერი კონკურენტი მეწარმეების სამიზნე. არასათანადო გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქტი, მისი გამორჩეული ხარისხის, თვისებებისა და რეპუტაციის გამო, ხშირად ხდება არაკეთილსინდისიერი კონკურენტი მეწარმეების სამიზნე. არასათანადო წარმოშობის ადგილის მითითება გეოგრაფიული აღნიშვნა ადგილწარმოშობის დასახელება გეოგრაფიული აღნიშვნის არსი 12 სამართლებრივი დაცვის პირობებში, უხარისხო და მიმსგავსებულ ნაწარმზე გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, ილახება გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქტის და მისი მწარმოებლის რეპუტაცია, ხოლო გამყალბებელი იღებს დაუმსახურებელ შემოსავალს. სწორედ ამიტომ, ქვეყნების უმრავლესობაში შექმნილია შესაბამისი ინსტიტუციური და სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებით ხდება გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა და, საჭიროებისამებრ, მათზე უფლებების განხორციელება.
წყარო: „გეოგრაფიული აღნიშვნები ხარისხი და განვითარება“
დავით გაბუნია, მერაბ კვიმსაძე, ეკა გაბუნია