აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

პომიდვრის მოთხოვნები, ვეგეტაციის სხვადასხვა დროს, კლიმატური პირობების მიმართ

ტემპერატურა მთავარი კლიმატური ფაქტორია, რომელიც პომიდვრის ზრდა-განვითარებაზე ყველაზე მეტად მოქმედებს.
ოპტიმალურ ტემპერატურად დღისით +22-26ºC, ხოლო ღამით +14-17°C გრადუსი მიიჩნევა. ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ, ასევე კრიტიკულმა ტემპერატურამ, შეიძლება დააზიანოს მცენარე მისი განვითარების სხვადასხვა ფაზაში.

ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცენარის ნუტრიციულ სტატუსზე, შესაბამისად – მოსავლის რაოდენობასა და ნაყოფის ხარისხზე.

მცენარის ნუტრიციული სტატუსი ირღვევა, თუ ტემპერატურა ღამით +10ºC და დღისით +18°C გრადუსზე დაბლა იკლებს. ასევე, როცა ტემპერატურა ღამით +22°C და დღისით +32ºC გრადუსზე მაღალია. ოპტიმალური ფარდობითი ტენიანობა 65-85 პროცენტია. მაღალი ტენიანობა კარგ წინაპირობას ქმნის დაავადებების გავრცელებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტემპერატურის როლი ნაყოფის ფერის ფორმირებაში: ლიკოპინი, რომელიც აძლევს პომიდორს წითელ ფერს, +30°C გრადუსის ზემოთ აღარ წარმოიქმნება; ხოლო ß კაროტინი, რაც აძლევს პომიდორს ყვითელ შეფერილობას, წარმოიქმნება +40°C გრადუს ტემპერატურამდე. ყველაზე კარგი შეფერილობის პომიდორი +20-24°C გრადუსი ტემპერატურის დროს მიიღწევ.

ცხრილში მოცემულია შეჯამებული ინფორმაცია პომიდვრის განვითარებისათვის

ოპტიმალური, მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურის შესახებ.

ტემპერატურის მინიმალური, ოპტიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე
მცენარის განვითარების საფეხურები ტემპერატურა (C0)
მინიმალური ოპტიმალური მაქსიმალური
აღმოცენება 11 16-29 34
ვეგეტაციური ზრდა 18 21-24 32
ნაყოფის გამონასკვა (ღამე) 10 14-17 22
ნაყოფის გამონასკვა (დღე) 18 23-26 32
წითელი პიგმენტების, ლიკოპინის გამომუშავება 10 20-24 30
ყვითელი პიგმენტის, ß კაროტინის გამომუშავება 10 21-32 40
სიცივისგან დაზიანება 6