აგროსიახლეები

გეოპოლიტიკა და ახალი ტარიფები საფრთხეს უქმნის ბრიტანულ სოფლის მეურნეობას

ევროკავშირის მიერ რუსეთის სასუქებზე დაწესებული ტარიფების ზრდის ფონზე, ბრიტანეთის აგროწარმოების მთავარმა უწყებამ ფერმერები მკაცრად გააფრთხილა: „იმოქმედეთ ახლვე, თორემ გაისად სასუქის დეფიციტს ვერ ავცდებით“ – წერს ბრიტანული აგროპორტალი Farming UK.
ბრიტანეთის სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონფედერაცია (Agricultural Industries Confederation, AIC) ფერმერებს აფრთხილებს,  სასუქის მომწოდებლებთან წინასწარ გააფორმონ კონტრაქტები, რადგან ორგანიზაციის განცხადებით, გეოპოლიტიკური ზეწოლა, რუსულ მინერალურ სასუქებზე ევროკავშირის მიერ ტარიფები ზრდა ქმნის რისკს, ფერმერებისთვის, თუ შეკვეთები დაგვიანებით გაფორმდება, სასუქების მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს. 

AIC-ის სასუქების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯო გილბერტსონმა, აღნიშნა, რომ „ადრეული დაგეგმვა გადამწყვეტია“. მისი თქმით, მომწოდებლებს სჭირდებათ მკაფიო ინფორმაციები ფერმერების მოთხოვნაზე, რათა სწორად დაგეგმონ კონტრაქტების მოცულობა და პროდუქციის ტრანსპორტირება.

თუ ევროკავშირის შიდა მწარმოებლები საკუთარ ბაზრებს მიანიჭებენ უპირატესობას, ბრიტანეთში სასუქის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შეიზღუდება — აღნიშნულია განცხადებაში.

AIC ფერმერებს მოუწოდებს, შეკვეთები რაც შეიძლება ადრე გააფორმონ, რათა მომწოდებლებს ჰქონდეთ საკმარისი დრო დაგეგმვისთვის, პარტნიორების მოსაძებნად და დროული მიწოდებისთვის. აგრეთვე, ფერმერებს ურჩევენ მჭიდრო კომუნიკაცია შეინარჩუნონ დისტრიბუტორებთან, თვალ-ყური ადევნონ ბაზრის ტენდენციებსა და ლოგისტიკურ პროცესებს, ასევე 2026 წლის გაზაფხულის სეზონზე საჭირო მარაგი წინასწარ მოიმარაგონ.

AIC-ის განცხადებით, პროაქტიული დაგეგმვა ახლა მხოლოდ სასუქის მიწოდების პრობლემების თავიდან ასაცილებლად კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ბრიტანეთის სასურსათო უსაფრთხოების დაცვის სტრატეგიული ნაბიჯიცაა.

წყარო: Farming UK