აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ღორის შენახვის სისტემები, მისი გავლენა პროდუქტიულობაზე

მეღორეობაში ფართოდ გამოიყენება მოგებულ ნეზვების ერთ ფართე შენობაში შენახვა, სადაც ყოველ ნეზვს ცალ-ცალკე აქვთ მოწყობილი ბუნაგი თავისი გოჭებისთვის და ყოველთვის ახლოს არის თავის ბუნაგთან. ამ დროს საღოღეში დამყარებულ იერარქია-ყველა ნეზვს თავისი ადგილი აქვს და ემორჩილება დომინენს.

 საღორეში რამდენიმე ადგილას დგას ავტოსაკვებური კონცენტრირებული საკვები, სადაც ყოველთვის არის მასში საკვები და ნეზვი ნებისმიერ დროს მიდის და ჭამს. ნეზვს თავისუფალი გადაადგილების საშუალება აქვს.

ამ მეთოდის უპირატესობა და დადებითი მხარე იმაში გამოიხატება, რომ მაქსიმალურად შეიძლება გამოვიყენოთ ღორის მერძეულობა, გოჭები შეიძლება ავსხლიტოდ არა 40-50 დღის ასაკში, არამედ 80-90 დღის ასაკში. ამდროს ნეზვი მაკეა და თანაც ძუძუს აწოვებს გოჭებს, თუმცა თანდათან ამცირებს მერძეულობას და ფაქტიურად გოჭები თვითონ ანებებნ თავს წოვას, რითაც თავიდან ვიცილებთ ასხლეტვის სტრესს.

ოჯახური სისტემით შენახვისას ოჯახში 6-7 ნეზვზე მეტი არ უნდა იყოს. ამ მეთოდს მაწოვარიი ნეზვების დაგრილების მეთოდსაც უწოდებენ.

ნეზვების ჯგუფური მოგების მეთოდი

ამ მეთოდით ნეზვების შენახვისას აუცილებელია, რომ ჯგუფში გაერთიანებულ ნეზვების მოგება უნდა მოხდეს თითქმის ერთდროულად (3-4 დღის პერიოდში).

ნეზვებს საკვები ეძლევათ ნებაზე, მუდმივად. საერთო განყოფილებაში მოწყობილი უნდა იყოს გოჭებისათვის საკვები ფართობი, სადაც ნეზვები ვერ შევლენ.

აქ გოჭებს 10-12 დღიდან ეძლევათ დამატებითი საკვები, რაც აუცილებელია, რადგან როდესაც ნეზვი ადრე ასხლეტვამდე გრილდება ის მერძეულობას ამცირებს და გოჭები რომ არ ჩამორჩნენ წონაში აუცილებელია მათი დამატებითი კვება ადრეული ასაკიდან.

მნიშვნელოვანია! თუ ნეზვების მოგება მოხდა დიდი განსხვავებული პერიოდებით ადრე მოგებული გოჭები ახალმოგებული გოჭების შევიწროვებას დაიწყებენ ასაკში სხვაობის გამო. ასევე შეიძლება ადრე მოგებულმა ნეზვმა ახალმოგებული გოჭი შეჭამოს.

საყურადღებოა! კერატი ღამით ყოველთვის უნდა იყოს ცალკე, რათა თვითონაც დასვენებული იყოს და დაგრილების შემდეგ დაასვენოს ნეზვი. კეტარს სჭირდება დოლფარში 6მ2 ფართობი, ხოლო სერანზე — 8მ2.

საძოვრული და ბანაკური შენახვა

მეღორეობაში ფართოდ გამოიყენება ღორის გარეთ შენახვა ანუ ბანაკური და საძოვრული შენახვა. ღორის ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ამ სისტემის გამოყენება ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

საზაფხულო ბანაკი უკეთესია მოეწყოს ძირითადად საღორიდან 600-700 მეტრის დაშორებით. რითიც მაქსიმალურად მოვახდინოთ ძირითადი საღორიდან წყალგაყვანილობის, ელექტრო მომარაგების, საკვებსაამქროს და სხვა დამხმარე ნაგებობების გამოყენება.

საქართველოს უმეტეს რეგიონებში ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე შესაძლებელია ღორის ყველა ასაკობრივი ჯგუფის გადაყვანა ძირითადი სადგომიდან მსუბუქი ტიპის ბანაკებში, რომელიც შენდება შემაღლებულ ქარისაგან დაცულ ადგილას. ტერიტორიას ღობავენ და ყოფენ ბაზებად. ყოველ ბაზაში უნდა მოვაწყოთ ცალმხრივად დახურული ფარდული, სადაც ღორები თავს შეაფარებენ ქარს, წვიმას და შუადღის მცხუნვარე მზეს. აქვე ვაწყობთ საკვებურებსა და საწყურებლებს.

დაიმახსოვრეთ! საძოვარზე ღორი უნდა გავუშვათ დილით საკვების მიცემამდე, რადგან საკვების მიცემის შემდეგ საძოვარს ცუდად იყენებს. ამ სისტემით შენახვისას იზოგება საკვები და მოზარდი იზრდება ჯანმრთელი.

საყურადღებოა! ღორის ადგილობრივი პოპულაციები ხასიათდებიან საკვების ნაკლები მოთხოვნით და ხორცის მაღალი ხარისხით.

მნიშვნელოვანია! ღორის ყოველ ასაკობრივ ჯგუფს ულუფის 25-30% შესაძლებელია შეუცვალოთ მწვანე საკვებით, რომელიც კერატს შეიძლება მივცეთ 6-8კგ, სალათ და მაკეობის პირველ ნახევარში მყოფ ნეზვებს 10-12კგ. მწვანე საკვებით უზრუნველსაყოფად საჭიროა საზაფხულო ბანაკთან ახლოს მოეწყოს მწვანე კონვეიერი ან ხელოვნური საძოვარი, რომელიც დაყოფილი იქნება ცალკეულ ნაკვეთებად ელექტრო მავთულით. საძოვარზე ღორი შეიძლება ვამყოფოდ ერთნახევარი ორი საათი. სასურველია დილითა და საღამოთი. უნდა ვერიდოთ შუადღით ღორის გარეთ ყოლას, ერთ სულს დღეში 102 ფართობი სჭირდება, მოზარდს კი 1.5-22.

ღორის მომთაბარე შენახვა

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის 20% მომთაბარე მეღორეობაზე მოდის. საქართველოს ტერიტორიის 1/3 მთაგორიანია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ფოთლოვანი ტყითაა დაფარული, უპირატესად გავრცელებულია ნაყოფის მომცემი მცენარეები: მუხა, წიფელი, წაბლი, ზღმარტლი, კუნელი და სხვა რომელთა საერთო ფართობი 1.2 ათას ჰექტარზე მეტია და ნაყოფის წლიური მოსავლიანობა 0.5 მლნ. ტონაზე მეტია. ტყის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირსეულობით, ეკოლოგიური სისუფთავით და საუკეთესო ხარისხის ხორცის მოცემით. მომთაბარე მეღორეობისათვის წინასწარ ტარდება ადგილას შერჩევა სადაც უნდა ავაგოთ მსუბუქი ტიპის საღორე, რომელიც დაყოფილი იქნება  რამოდენიმე განყოფილებად.

მოზრდილებისთვის, ზრდასრულებისთვიის, მაწოვარა ნეზვებისათვის და ძუძუთა გოჭებისათვის. აგრეთვე უნდა იყოს ოთხი მომსახურე პერსონალისთვის, საკვებისთვის და ინვენტარისთვის. ღორი ტყეში შეიძლება ვამყოფოთ გვიან შემოდგომამდე და ხშირად გვიან დაზამთრებამდე, თოვლის მოსვლამდე.

ტყის ნაყოფების გამოყენებასთან ერთად ღორი დინგით  „ამუშავებს“ ნიადაგს და ამ დროს ნაყოფის ნაწილი იფარება მიწით, რითაც ხელს უწყობს ტყის განახლებას.

კოლტში კერატი მუდმივად უნდა იყოს და ნებისმიერ დროს მოხდეს ნეზვის დაგრილება. მომთაბარე პირობებს ღორის ყველა ჯიში ვერ იტანს მას კარგად ეგუება ჩვენი ხალხური სელექციით გაუმჯობესებული კახური ღორი, მაგრამ კახური ღორი დაბალპროდუქტიულია და კარგ შედეგს იძლევა მისი ასევე მომთაბარე პირობებს კარგად შეგუებულ მანგალიტურ ღორთან შეჯვარება. ნაჯვარი მაღალ პროდუქტიულია.

დაიმახსოვრეთ! მომთბარე მეღორეობაში უმჯობესია ნამატის მიღება დაიგეგმოს ადრე გაზაფხულზე და ადრე შემოდგომაზე.

წყარო: agriedu.ge