“ღვინის” სინონიმები – რას უწოდებდნენ ღვინოს უძველესი ქართველები
როგორც ცნობილია ღვინის წარმოება და სიტყვა „ღვინო“ ქართული წარმოშობისაა და ალბათ არაა გასაკვირი, რომ ქართულ ენაში ღვინოს უამრავი სინონიმი აქვს.
ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ჩვენს დროში უკვე დავიწყებული სინონიმია – „პილატეს ცრემლები“. როგორც ცნობილია, ქრისტეს ჯვარზე გაკვრის შემდეგ, რომის პროკურატორი პილატე ღვინოს მიეძალა და, ერთ-ერთი ვერსიით, სიცოცხლე მან ლოთობაში დაასრულა.
ასევე ქართული ღვინის სინონიმებია:
ზედაშე – საეკლესიო ღვინო;
თხელა – წყალ-წყალა ღვინო;
დგვიფი;
ჟოქო;
შალამურა;
წყალკვინტელა – უწყლო ღვინო;
შუმი – უჭაჭო ღვინო;
არმუჯი – წყალნარევი;
შუაღვინო;
მაჭარი – ახლადდადუღებული;
შამანი – ჭაჭის მეორედ ნაწური;
ახტაშუირა – შუშხუნა ღვინო;
მახალი;
ბოღლიწო – ღვინოში ჩაბუჟბუჟებული პური;.
ნუნუა – ღვინო ბავშვენის ენაზე და სხვა…
ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში კი ვკითხულობთ:
დასხდეს, შეიქმნა პურობა,
გაამრავლებდეს მახალსა. (შოთა).
კუპრსავით სქელი ლალის ფერი კახური ავსებდა ჯიხვებს. (ალექსანდრე ყაზბეგი).
ბევრი ბოღლიწოს ჭამამ… ბავშვი დააოსა. (ნიკო ლორთქიფანიძე).
წყარო: allwine.ge