გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში 20 000 ცალამდე სხვადასხვა ჯიშის ვაზის ნერგი დაიმყნობა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება “ ქვეპროგრამის ფარგლებში, გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ვაზის მყნობის პროცესი დაიწყო.
სანერგე მეურნეობაში მიმდინარე ვაზის მყნობის პროცესს აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე ადგილზე გაეცნენ.
მიმდინარე წელს გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში 20 000 ცალამდე სხვადასხვა ჯიშის ვაზის ნერგის წარმოება იგეგმება.
ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ივნისის თვიდან შესაძლებლობა ექნებათ გვარა – ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში შეიძინონ, როგორც საღვინე, ასევე სასუფრე ჯიშის ვაზის ნერგები.