აგროსიახლეები

იაპონელმა მეცნიერებმა ტბილი, თვიდამმტვერავი წიწიბურას ახალი სახეობა შექმნეს

წიწიბურას, რომელიც სასურსათო კალათაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს,  ჯიშების გენომის მაღალი სიზუსტით გაშიფვრა  ამ კულტურის მოსავლიანობის გაზრდის იმედს იძლევა.
რადგან ვარაუდობენ, რომ  2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 9,7 მილიარდს მიაღწევს, ხოლო ამჟამინდელი მსოფლიოს სასურსათო უშიშროება სამ ძირითად კულტურაზე – ბრინჯზე, ხორბალზე და სიმინდზეა დამოკიდებული, ნაკლებად გავრცელებული საკვები კულტურების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

ამ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენომის  ზუსტი თანმიმდევრობის ტექნოლოგიებით გაშიფვრა, მომავალ  თაობებს საშუალებას მისცემს ეფექტიანად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი გაეროს გაცხადებული მიზნის: „შიმშილის აღმოფხვრის“ , „ჯანმრთელობის და კეთილდღეობის“, მოხმარებისა და პასუხისმგებლობიანი წარმოებისა და მოხმარებისკენ.

კიოტოს უნივერსიტეტის აგრარიკოს მკვლევართა ჯგუფმა წიწიბურას გენომის უაღრესად ზუსტი თანმიმდევრობა, ქრომოსომურ დონეზე გაშიფრა. ეს,  როგორც მკვლევრები აცხადებენ:  წიწიბურას გენომის ევოლუციისა და კულტივირების საიდუმლოს ამოსახსნელად, საკვანძო ნაბიჯია.

წიწიბურას გენის, ჩვეულებრივი ტრადიციული ტექნოლოგიისგან დამოუკიდებელი მეთოდით რედაქტირების შედეგად, მკვლევრებმა  წიწიბურასი თვითგამნაყოფიერებელი ახალი ჯიში შექმნეს.

ამ ბურღულეულის ახალი ჯიშის მარცვლებს მოჩის მსგავსი მოტბო გემო და  წებოვანი ტექსტურა.

მოჩი იაპონური დესერტია, რომელიც სპეციალური ჯიშის წებოვანი ტკბილი ბრინჯისგან მზადდება.