იტალიური მასკიო გასპარდოს დამაქუცმაცებლები სიმინდის გადაჭრილი ღეროებისთვის
სიმინდის გადაჭრილ ღეროებში ინტენსიურად მრავლდებიან სხვადასხვა მავნებლები, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან სიმინდის შემდეგი წლის მოსავალს. ამის გარდა, სიმინდის გადაჭრილი ღეროები პრობლემებს ქმნის ნიადაგის დამუშავება-მომზადების პროცესშიც.
იტალიური მასკიო გასპარდოს დამაქუცმაცებლები, ყველა ზემოაღნიშნულ პრობლემას აგვარებს და პირიქით, დადებით ფაქტორებად გადააქცევს _ დაქუცმაცებისას ზიანდებიან მავნებლები, დაქუცმაცებული მასა სწრაფად ლპება და ერევა ნიადაგს ბუნებრივი ნეშომპალის სახით, რითაც უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა და ნაყოფიერება.
+995 599 29 09 88 mob.
+995 032 290 50 00 office