კაკლის ინტეგრირებული დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან
კაკლის ძირითადი მავნებელი მწერები
ვაშლის ნაყოფჭამია/Carpocapsa pomonella Z.
აღწერილობა. მავნებლის მატლის სიგრძე დაახლოებით 18 მმ-ს შეადგენს. ასეთივე ზომისაა პეპელაც.
მატლის სხეული დაფარულია წვრილი ნაცრისფერი ლაქებით, რომლებზედაც თითო ბეწვია.
ზურგის მხრიდან იგი ვარდისფერია, ქვემოდან უფრო ღიაა, მკერდის ფარი კი მოყვითალო ფერისაა.
პეპელას წინა ფრთები მუქი-ნაცრისფერია, გარდიგარდმო გასდევს ტალღისებრი, შავი და თეთრი
ხაზები. ფრთის წვერო მოყავისფროა, სამი ბრინჯაოსფერი მბრწყინავი ზოლითა და მუქი-მურა
თვალის ფორმის ლაქებით.
ზიანი. მავნებლის მატლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობენ ნაყოფების
ზედაპირზე, შემდეგ ხვრეტენ ნაყოფის კანს და იწყებენ რბილობის ღრღნას. მატლი ნაყოფის
რბილობში იკეთებს კამერებს და ხვრელებს.
მსხლის წითელი ფარიანა/Epidiaspis leperii (betulae) Sign.
ფარიანას სხეული კვების დაწყებამდე ვარდისფერია, შემდეგ კი წითლდება. მისი ფარი
მომრგვალო ფორმისაა, ბრტყელი და ნაცრისფერი.
ზიანი. მასობრივი გამრავლებისას იქმნება მავნებლის კოლონიები, კულტურათა ღეროებზე,
ტოტებსა და ყლორტებზე. კოლონიაში არსებული მავნებლები წოვენ მცენარის წვენს, რის
შედეგადაც დაზიანებულ ადგილებში მცენარეზე ყალიბდება სხვადასხვა ფორმის წანაზარდები,
ჭკნება დაზიანებული ყლორტები და მავნებლით ძლიერი დასახლების შემთხვევაში
მოსალოდნელია მცენარის სრული გახმობა.
ბრძოლა/წამლობები:
♦ ხის ღეროსა და დედა-ტოტების ჩამოფხეკა და დაწვა.
♦ ზეთოვანი პრეპარატული ფორმის მქონე ინსექტიციდების შესხურება.
მავნებლის წინააღმდეგ წამლობებისთვის მავნებლის გავრცელების მიხედვით გამოიყენება:
ქლორპირიფოსის, სპიროტეტრამატის, დიმეთოატის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა
მოქმედ ნივთიერებათა შემცველი პრეპარატები.
ვაშლის, ანუ კუნელის დიდი ცრუფარიანა/Palaeolecanium bituberculatum Targ.
აღწერილობა. დედალი მავნებელი მკრთალი ყავისფერი შეფერილობისაა და ახასიათებს
ნაცრისფერი ან მოყავისფრო ლაქები და ზოლები, ზედა მხრიდან კი გარდიგარდმო წიბოები და
ჩაზნექილი ლაქები. იგი ოვალური ფორმისაა.
ცრუფარიანა სიგანეში 4-6,5 მმ-ია, სიმაღლეში – 2,5 მმ-მდე.
ზიანი. მავნებლის მატლები წოვენ მცენარის ფოთლებიდან წვენს და ტოვებენ ექსკრემენტებს
ფოთლების ზედაპირზე. ფოთლის ზედაპირი იფარება მუქი ფერის ნადებით. ამ სახით დაზიანებულ
ფოთოლს უმცირდება საასიმილაციო აპარატი და შედეგად მცირდება პროდუქტიულობა.
ბრძოლა/წამლობები:
♦ დაზიანებული ფოთლების მოცილება და განადგურება.
საჭიროა ადრე გაზაფხულზე ზეთოვანი პრეპარატების გამოყენება. ასევე, ვეგეტაციის პერიოდში
მავნებლის გავრცელების მიხედვით გამოიყენება: ქლორპირიფოსის, სპიროტეტრამატი, დიმეთოატი
და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი პრეპარატები.
კულტურათა.
არაფარდი ქერქიჭამია/ Xyleborus (Anisandrus) dispar F.
აღწერილობა. დედალი მავნებლის სხეული მოწაბლისფრო-შავია. ფეხები და ულვაშები ყვითელი
აქვს. ზედა ფრთებს გასდევს მსხვილი წერტილებისაგან შემდგარი მწკრივები დედლისათვის
დამახასიათებელია ძლიერ ამობურცული წინა ზურგი.
მამალი მავნებლის სხეული დაფარულია გრძელი ბეწვით, მისი წინა ზურგი თითქმის ბრტყელია და
ოდნავ მომრგვალებული.
დედალი ხოჭოს სხეულის სიგრძე 3-3,5 მმ-ია.
მამალი ხოჭოს სხეულის სიგრძე 2 მმ-მდეა.
ზიანი. მავნებლის ხოჭოები ღრღნიან ხე-მცენარეთა მერქანს, რაც განსაკუთრებით საზიანოა
ახალგაზრდა ნარგაობებისათვის.
ბრძოლა/წამლობები:
♦ მავნებლის მიერ დასუსტებული ხე-მცენარეების მინერალური ნივთიერებებით
გამოკვება.
♦ მავნებლის მიერ დაზიანებული ტოტების მოცილება და განადგურება.
ეფექტურია მავნებლის მიერ დაზიანებულ ადგილების სხვადასხვა ინსექტიციდების ხსნარებში
დასველებული ბამბით დამუშავება, ან ინექცია ქერქის ქვეშ. ინექციისათვის შესაძლებელია
გამოყენებული იქნას ციპერმეტრინის, ალფა-ციპერმეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის
მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ინსექტიციდების ხსნარები.
ხეხილის წითელი ტკიპა/Panonychus ulmi Koch.
აღწერილობა. მავნებლის მატლი ვარდისფერია და აქედან გამომდინარე იგი ადვილი შესამჩნევია
ფოთლებსა და ყვავილებზე.
ტკიპას სხეული წითელია, მისი სიგრძე 0,32 მმ-მდეა. ტკიპა ოვალური ფორმისაა, წითელი, მუქი
გვერდითი ლაქებით.
ზიანი. მავნებლის მიერ დაზიანებულ ფოთლის ფირფიტებზე, ძარღვების გასწვრივ
თავდაპირველად ჩნდება ღია-ყვითელი ფერის ლაქები. დროთა განმავლობაში ფოთოლი იღებს
მონაცრისფრო შეფერილობას. ტკიპებით ძლიერ დასახლების შემთხვევაში ფოთოლი შესაძლოა
დაჭკნეს.
ბრძოლა/წამლობები:
აუცილებელია შესაბამისი წამლობების განხორციელება – კაკლის ვეგეტაციის ეტაპების და
მავნებლის განვითარების ციკლის გათვალისწინებით.
წამლობებისათვის გამოყენება:
ფენპიროქსიმატის, პირიდაბენის, ტებუფენპირადის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა
მოქმედ ნივთიერებათა შემცველი აკარიციდები.
კაკლის ბუგრი/Chromaphis juglandicola Kalt
აღწერილობა. ბუგრის სხეული და ულვაშები ღია-ყვითელი ფერისაა. აქვს ულვაშები, წითელი
თვალები და მოკლე კუდი.
ზიანი. მავნებელი იკვებება ფოთლის წვენით. დაზიანებული ფოთოლი სუსტდება და უჩნდება მუქი
ფერის დაზიანებული ადგილები. ასეთი ფოთლები ადვილად შესაძლოა დაზიანდეს მზის
ზემოქმედების შედეგად.
ბრძოლა/წამლობები:
♦ დაზიანებული ფოთლების მოცილება მცენარეებიდან.
მავნებლის წინააღმდეგ წამლობისათვის გამოიყენება: დიმეთოატის, იმიდაკლოპრიდის,
ქლორპირიფოსის, ალფა-ციპერმეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ
ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.
ხეხილის წითელი ტკიპა/Parthenolecanium persicae F.
აღწერილობა. მავნებლის მატლი ვარდისფერია და აქედან გამომდინარე იგი ადვილი შესამჩნევია
ფოთლებსა და ყვავილებზე.
ტკიპას სხეული წითელია, მისი სიგრძე 0,32 მმ-მდეა. ტკიპა ოვალური ფორმისაა, წითელი, მუქი
გვერდითი ლაქებით.
ზიანი. მავნებლის მიერ დაზიანებულ ფოთლის ფირფიტებზე, ძარღვების გასწვრივ
თავდაპირველად ჩნდება ღია-ყვითელი ფერის ლაქები. დროთა განმავლობაში ფოთოლი იღებს
მონაცრისფრო შეფერილობას. ტკიპებით ძლიერ დასახლების შემთხვევაში ფოთოლი შესაძლოა
დაჭკნეს.
ბრძოლა/წამლობები:
აუცილებელია შესაბამისი წამლობების განხორციელება – კაკლის ვეგეტაციის ეტაპების და
მავნებლის განვითარების ციკლის გათვალისწინებით.
წამლობებისათვის გამოყენება:
ფენპიროქსიმატის, პირიდაბენის, ტებუფენპირადის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა
მოქმედ ნივთიერებათა შემცველი აკარიციდები.
როზა ლორთქიფანიძე – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო ავალიშვილი – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
შოთა ლამპარაძე – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ნოდარ ბერიძე – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ნიკოლოზ სულხანიშვილი – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი