აგროსიახლეები

საგრანტო კონკურსი პანდემიის პირობებში ფერმერთა მხარდასაჭერად

ევროკავშირი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და FAO  ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის პირობებში ფერმერთა მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებენ.

ევროკავშირის დაფინანსებით, 3.2 მილიონი ლარია გამოყოფილი, წვეთოვანი სარწყავი სისტემების შეძენისა და დამონტაჟების თანადაფინანსებისთვის.

გრანტის მისაღებად, მსურველებს განაცხადის შეტანა 30 ივნისამდე შეუძლიათ. თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ ბოსტნეულისა და კენკრის მწარმოებლებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, 22 მუნიციპალიტეტში საქმიანობენ. ეს მუნიციპალიტეტებია:

ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო და შუახევი.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარს, საირიგაციო სისტემის შეძენისა და მონტაჟის სრული ღირებულების 75% დაუფინანსდება. არაუმეტეს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

როგორ შეგვიძლია მივიღოთ პროგრამაში მონაწილეობა

განცხადების წარსადგენად გთხოვ დააჭიროთ აქ

ვის შეუძლია საგანგებო სიტუაციის საპასუხო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

ეს საგრანტო კონკურსი გახსნილია ნებისმიერი ფერმერისთვის, რომელიც დარეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ და აწარმოებს ბოსტნეულის ნაირსახეობას (კიტრი, ბადრიჯანი, პომიდორი…), ძირებსა და ბოლქვებს (კარტოფილი, ჭარხალი, ბოლოკი…) და კენკრას (მარწყვი, ჟოლო…).

რომელ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ საგანგებო სიტუაციის საპასუხო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
ENPARD-ის მუნიციპალიტეტებში და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში აქტიურ ფერმერებს შეუძლიათ პროგრამაში ჩართვა: ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო, შუახევი.
რა ტიპის ინვესტიციაა მისაღები საგანგებო სიტუაციის საპასუხო პროგრამის ფარგლებში?

საგანგებო სიტუაციაზე საპასუხო საგრანტო პროგრამა გთავაზობთ წვეთოვანი სარწყავი სისტემის ოთხ განსხვავებულ ნაკრებს, რომლებიც შესაძლოა შეირჩეს განმცხადებლის მიერ:

  1. სრული წვეთოვანი სარწყავი სისტემა 1 ჰექტარზე, პლასტმასის ცელოფნის გარეშე, 2 ზონა, მწკრივის სივრცე: 80 სმ, დაშორება წვეთოვნებს შორის: 30 სმ, პირველადი და მეორადი მილების, წყლის ტუმბოს, ქვიშის ფილტრის, 100 ლიტრიანი სასუქის შემრევის, ყველა ფიტინგისა და მონტაჟის ჩათვლით.ჯამური ღირებულება: 8,321 ლარი, აქედან: თანამონაწილეობითი გრანტი 6,241 ლარი (75%), ხოლო განმცხადებლის კონტრიბუცია: 2,080 ლარი (25%).
  2. სრული წვეთოვანი სარწყავი სისტემა 1 ჰექტარზე, პლასტმასის ცელოფნით, 2 ზონა, მწკრივის სივრცე: 80 სმ, დაშორება წვეთოვნებს შორის: 30 სმ, პირველადი და მეორადი მილების, წყლის ტუმბოს, ქვიშის ფილტრის, 100 ლიტრიანი სასუქის შემრევის, ყველა ფიტინგისა და მონტაჟის ჩათვლით.ჯამური ღირებულება: 10,301 ლარი, აქედან: თანამონაწილეობითი გრანტი 7,726 ლარი (75%), ხოლო განმცხადებლის კონტრიბუცია: 2,575 ლარი (25%).
  3. სრული წვეთოვანი სარწყავი სისტემა 3 ჰექტარზე, პლასტმასის ცელოფნის გარეშე, 2 ზონა, მწკრივის სივრცე: 80 სმ, დაშორება წვეთოვნებს შორის: 30 სმ, პირველადი და მეორადი მილების, წყლის ტუმბოს, ქვიშის ფილტრის, 100 ლიტრიანი სასუქის შემრევის, ყველა ფიტინგისა და მონტაჟის ჩათვლით.ჯამური ღირებულება: 13,350 ლარი, აქედან: თანამონაწილეობითი გრანტი 10,013 ლარი (75%), ხოლო განმცხადებლის კონტრიბუცია: 3,337 ლარი (25%).
  4. სრული წვეთოვანი სარწყავი სისტემა 3 ჰექტარზე, პლასტმასის ცელოფნით, 2 ზონა, მწკრივის სივრცე: 80 სმ, დაშორება წვეთოვნებს შორის: 30 სმ, პირველადი და მეორადი მილების, წყლის ტუმბოს, ქვიშის ფილტრის, 100 ლიტრიანი სასუქის შემრევის, ყველა ფიტინგისა და მონტაჟის ჩათვლით.ჯამური ღირებულება: 19,527 ლარი, აქედან: თანამონაწილეობითი გრანტი 14,645 ლარი (75%), ხოლო განმცხადებლის კონტრიბუცია: 4,882 ლარი (25%)”.
ყველა ნაკრები მოიცავს შემდეგ ძირითად აღჭურვილობებს:

სურათები მხოლოდ ილუსტრაციისთვის არის წარმოდგენილი და აღჭურვილობა შესაძლოა განსხავებული ფორმისა თუ ფერის იყოს, მარაგში ხელმისაწვდომობის მიხედვით.

ყოველ განმცხადებელს შეუძლია ნაკრების არჩევა პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ოთხი ვარიანტიდან.

მომწოდებლის სია:

FAO-მ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეარჩია უფლებამოსილი მომწოდებლები, რომლებიც მოიცავს:

  • “GDM Company – ჯიდიემ კომპანი”
  • “Ltd Antgeo – შპს ანტჯეო“

საგრანტო ხელშეკრულების დამტკიცებისთანავე და ფერმის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, FAO დაამტკიცებს შერჩეული მიმწოდებლებისგან ერთ-ერთს, რომ მიაწოდოს და დაამონტაჟოს აღჭურვილობა გრანტის მიმღების ფერმაში. შერჩეული მიმწოდებლები ყველა გრანტის მიმღებს სთავაზობს მსგავს ნაკრებებსა და პირობებს.

რამდენი იქნება თანამონაწილეობრივი გრანტი საგანგებო სიტუაციის საპასუხო პროგრამის ფარგლებში?

მხოლოდ ამ საგანგებო სიტუაციის საპასუხო პროგრამის ფარგლებში, თანამონაწილეობრივი გრანტი წვეთოვან სარწყავ სისტემებზე შეადგენს სრული ინვესტიციის ღურებულების 75%-ს, დღგ-ს, ტრანსპორტაციისა და მონტაჟის ჩათვლით. საგრანტო ლიმიტი იქნება 5,000 დოლარის ეკვივალენტი ლარში. ბენეფიციარმა უნდა დაფაროს განმცხადებლის კონტრიბუცია, რომელიც ინვესტიციის 25%-ის ეკვივალენტი უნდა იყოს.

მაგალითად: თუ თქვენ ბრძანდებით ფერმერი რომელსაც მოჰყავს კიტრი და სურს 6,666 აშშ დოლარის (ეკვუივალენტის ლარში) ღირებულების წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა, თქვენ შეგიძლიათ განაცხადის შემოტანა თანამონაწილეობრივ გრანტზე. შერჩევის შემთხვევაში FAO დაფარავს ინვესტიციის სრული ღირებულების 75%-ს (5,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს), თქვენ კი დაფარავთ თანამონაწილეობრივ კონტრიბუციას – 25%-ს (1,666 აშშ დოლარის ეკვივალენტს).

რა არის გრანტის მაქსიმალური თანხა და დასაშვები გრანტის რაოდენობა საგანგებო სიტუაციის საპასუხო პროგრამის ფარგლებში?

პროგრამა გასცემს ერთ გრანტს თითო განმცხადებელზე/ოჯახზე, მაქსიმუმ: 5,000 დოლარის ეკვივალენტს ლარში.

რჩევის პროცედურა

FAO-ს სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, საგანგებო სიტუაციის საპასუხო პროგრამა დაფუძნებულია “პირველობის პრინციპზე“. თუმცა, კოოპერატივის წევრ ფერმერებს მიენიჭებათ უპირატესობა. ეს უპირატესობა ევროკავშირის მიერ საქართველოში  კოოპერატივების დახმარების მუდმივი მხარდაჭერის შედეგია.  

განმცხადებლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და ატვირთონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, რათა მათი განაცხადი ჩაითვალოს სრულად. პირველი განმცხადებელი რომელიც დააკმაყოფილებს ყველა პირობას იქნება პირველი სიაში რომელსაც მიეწოდება მოწყობილობა.

ყველა ბენეფიციარს ექნება ვალდებულება ჩაერთოს FAO-ს ტექნიკური დახმარების პროგრამაში, რომელიც დაეხმარება მათ სარწყავი სისტემის გამოყენების საუკეთესო გზების ათვისებაში.

გადახდის პროცედურა

იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი შეირჩა ბენეფიციარად, მას გაუფორმდება საგრანტო ხელშეკრულება FAO-სთან. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბენეფიციარი გადარიცხავს თავის თანამონაწილეობრივ კონტრიბუციას (25%-ს) პირდაპირ მომწოდებელთან. თანხის მიღების შემდგომ მომწოდებელი დაამონტაჟებს სისტემას პირდაპირ ბენეფიციარის ფერმაში. მას შემდეგ რაც მონტაჟის დასრულება დამოწმდება ბენეფიციარის მიერ, დარჩენილი თანხა დაიფარება FAO-ს მიერ მომწოდებელთან. 

რა არის საბოლოო განცხადების მიღების საგანგებო სიტუაციის საპასუხო პროგრამისთვის?

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.

საკონტაქტო ინფორმაცია
 
ოფისი
მუნიციპალიტეტები
საკონტაქტო პირი
საკონტაქტო ინფორმაცია
1
თბილისი
ყაზბეგი
დუშეთი
ბორჯომი
ახალციხე
ასპინძა
გიგა მაისურაძე
595 180 080
gmaisuradze@cnfageorgia.org
თეთრიწყარო
მარნეული
ბოლნისი
წალკა
დმანისი
გარდაბანი
გოჩა ლობჟანიძე
599  952 521
globjanidze@cnfageorgia.org
2
ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ყვარელი
გურჯაანი
ნატო დაქიშვილი
599 530 319;
ndakishvili@cnfageorgia.org
3
დედოფლისწყარო
დედოფლისწყარო
სიღნაღი
გიორგი გონაშვილი
591 09 10 52
ggonashvili@cnfageorgia.org
4
ახალქალაქი
ახალქალაქი
ნინოწმინდა
მახარე მაცუკატოვი
596 57 77 88
mmatsukatovi@cnfageorgia.org
5
ქედა
ხულო
შუახევი
მზიური გაბაიძე
599 02 02 51
mgabaidze@cnfageorgia.org
ქედა
ხელვაჩაური
გიორგი მემარნე
595 40 84 08
gmemarne@cnfageorgia.or

 საგრანტო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.faogrants.ge ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტზე მითითებულ რეგიონულ კოორდინატორებს.