აგროსიახლეები

კანაფი, იგივე ექსუნჯი ქართულ კულინარიაში

კანაფი საქართველოში ძველი დროიდან მოყავდათ.
კანაფი, სელი და ბრინჯი აღწერილიც კი არის ძველ წყაროებში.

კანაფს ქართულად ექვსუნჯი (ექსუნჯი) ეწოდება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ როგორც სარეწაო, საკვებ, ასევე სარიტუალო და სამედიცინო საშუალებად. მაგალითად ხევსურმა პაპამ მომიყვა თუ როგორ აშრობდა მათი დიდედა კანაფის თავთავს და ძილის წინ აყლაპებდა ბავშვებს, თავის ტკივილის დროსაც ინტენსიურად გამოიყენებოდა კანაფის თესლი. სვანეთმა ბოლო დრომდე შემოინახა ეს ტრადიცია სანამ საბოლოოდ არ აკრძალეს.

კანაფის კაკალს სვანურად ჰქვია „გიმბააშ“, სარიტუალო დანიშნულებესთვისაც გამოიყენებოდა და სეფისკვერსაც ამზადედნენ. სვანურად „ქნააშ, ქუნაშ ეწოდება კანაფისგან დამზადევბულ საჭმელს, რაც ქართლ თარგმანზე „სულისას “ნიშნავს.

კანაფის მარცვლის ფქვილისაგან ამზადებდნენ შეჭამანდს, ურევდნენ ყველში და აცხობდნენ კანაფისა და ყველისგულიან ხაჭაპურებს, როგორც ფეტვრაალი. მიცვალებულისთვის აუცილებლად კანაფიან პურს ლემზირს მოამზადენდნენ ასევე მე 40 დღისთვისაც. კანაფის კაკალს გიმბაშს, ჯერ მოხალავდნენ, დანაყილს გაცრიდნენ იქამდე ზელდნენ სანამ ზეთი არ გამოხდებოდა,ზეთი ცალკე ინახებოდა ხოლო გიმბააშს ჩადებდნე პურის ცომის გუნდაში და და გახურებულ კა ( სვანური ფეჩი ) გამოაცხობდნენ. შემდეგ ზემოდან თავისივე ზეთს წაუსმევდნენ და ასე მიირთმევდნენ მიცვალებულის სულისთვის. ქეშენ ტაბლას სახელწოდებაა სადაც მიცვალებულთათვის სუფრა იყო გაშლილი.

ლელა ჯაფარიძემ სვანმა ქალბატონმა კიდევ ასეთი რამ მომიყვა, სარიტუალოდ კანაფის გიმბაშს (კაკალს) ჯერ გაახმობდნენ, მოხარშავდნენ და რასაც ზემოდან მოიგდებდა იმას მოხდიდნენ ფრთხილად, ამ მოხდილს ზოგჯერ მოდაღულ ხახვს დაამატებდნენ და სანამ ყველა არ დააგემოვნებდა ქელეხი ვერ დაიწყებოდაო.

სევე მსმენია თითქოს კუბდარში და სვანურ სუნელშიც მოიხმრდნენ მაგრამ მე ჩემი ექპედიციის დროს ასეთი რამ არ ჩამიწერია გარდა იმისა რომ სარიტულო და სამედიცინო დანიშნეულება ქონდა. დანრჩენ საქართველოში მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში და ხევსურეთში აქა იქ თუ გაიგონებთ რამეს კანაფზე, ისიც სამედიცინო ან სამრეწველო დანიშნულებისთვის.

ხევსურეთში შატილისკენ გზაზე ვისაც გაგივლით შემჩენუილი გექნებათ ველური კანაფის ბუჩქები.

მსოფლიოში სამი სახეობის კანაფი მოდის: ველური კანაფი ,ჩვეულებრივი კანაფი და ინდური.

კანაფის ზეთს დღემდე მთელს მსოფლიოში მოიხმარენ როგორც კულინარიაში ასევე მედიცინაში

წყარო:   Uncategorized