აგრარული განათლებადარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

აზიმინა (კარაქის ხე) კომერციულად საინტერესო კულტურაა

აზიმინა ტროპიკული მცენარეა, რომლის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. დაახლოებით 100 წლის წინათ შემოიტანეს ევროპაში და  დროთა განმავლობაში  ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

დღესდღეობით აზიმინას დაახლოებით 70 სახეობა არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან სიცივისადმი გამძლეობით, მოსავლის აღების პერიოდით და ნაყოფის ზომით განსხვავდება.

მცენარე სუბტროპიკულ ადგილებში ხარობს, თუმცა, შეუძლია ტემპერატურის ხანმოკლე ვარდნასაც გაუძლოს -30-35° С – მდე. ამინდის ცვლილებისადმი მსგავსი გამძლეობიდან გამომდინარე, აზიმინას ნარგავები უკრაინასა და რუსეთის ცენტრალურ ზონაშიც გაიზარდა.

აზიმინა ჯვარედინად დამტვერვადი მცენარეა, რომელიც 3 კვირის განმავლობაში ყვავის (აპრილი – მაისი). ყვავილებს საკმაოდ მძაფრი სუნი ახასიათებთ, რითიც დასამმტვერად მწერებს იზიდავს.

როგორც ფემერები აღნიშნავენ, აზიმინას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, სხვა კაკლოვან კულტურებთან შედარებით, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მდგრადობაა. ნერგით გახარების შემთხვევაში, პირველ მოსავალს 3-4 წელში ისხავს, თესლით გახარების შემთხვევაში კი – 5-6 წელში. მოსავლის პერიოდი სექტემბერ-ოქტომბერია, ნაყოფი არათანაბრად მწიფდება, ადვილად იშლება და ძირს იყრება.

აზიმინას გაშენება უმჯობესია ოდნავ მჟავე ან ნეიტრალურ ნიადაგზე. შეიძლება ასევე გაიზარდოს ქვიან ნიადაგზე. გამოკვება და დროულად მორწყვა – ზაფხულში ყოველკვირეულად, ხელს უწყობს ნერგის ფორმირებას და ზრდას. შემოდგომით, მოსავლის აღების წინა პერიოდში მცირდება მორწყვის საჭიროება და აღარ სჭირდება გამოკვება.

„აზიმინას ნერგის პირველი ნაყოფის მიღების დასაჩქარებლად მიზანშეწონილია, გაზაფხულზე წვერის დასაწყისში გადაჭრათ და სხვა ნერგზე დაამყნოთ. ნამყენი ნერგი უფრო სწრაფად იძლევა ნიშანს. მცენარის გადაჭრა საძირეს ნაყოფიერებაზე არ იმოქმედებს, თუმცა, ფერმერს მკაფიო წარმოდგენა ექნება ნერგის პოტენციალის შესახებ“ – ამბობს ფერმერი ვასილ მიკიტასი.

სასარგებლო თვისებები

აზიმინა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. აზიმინა ალკალოიდებს შეიცავს, ამიტომ მედიცინაში როგორც ანტიოქსიდანტი გამოიყენება.

ხილი მდიდარია ფრუქტოზითა და საქაროზით, ამინომჟავებით, ვიტამინებით (განსაკუთრებით A და C ვიტამინები) კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, რკინითა და მაგნიუმით. ამ ნივთიერებების ხშირი მიღება ხელს წყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

ფარმაცევტულ პროდუქტებში აზიმინას პრეპარატები გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო. მისი ექსტრაქტები გამოიყენება იმუნური სისტემის გასაუნჯობესებლად, დამცავი თვისებების გასაზრდელად და სტრესის უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.

აზიმინასგან ამზადებენ კენრძებს, რისთვისაც ნაყოფი უნდა გაითალოს და გამოვიყენოთ ნაყოფის თესლი. აზიმინასგან ამზადებენ კოქტეილებს, დესერტებს, საკონდიტრო ნაწარმს, ნაყინს, სოუსებს, კრემებსა და მურაბებს. გამოიყენებენ კენკრასთან, ხორცთან, თხილთან და იოგურტთან ერთად.

აზიმინას საბაზრო პოტენციალი

აზიმინას ბაზარი, მათ შორის არც აშშ-ში, ჯერ არ არსებობს მსოფლიოში, რადგან მცირედ არის გაშენებული და ძირითადად მცირე ფერმერები საცდელად, არაკომერციული მიზნებით აშენებენ. ამის მიუხედავად, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, დიდი ძალისხმევა დაიხარჯა აშშ-ში, იტალიასა და ავსტრალიაში ამ მცენარის გენოფონდის კოლექციების შესასწავლად და შესაქმნელად.

ეს გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ აზიმინას გაშენება ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ნიშა შეიძლება იყოს, რასაც ჯიშების სწორი შერჩევა, კულტივირების ტექნოლოგიის დაცვა და ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებები სჭირდება. დღეს აზიმინა სამოყვარულო კულტურაა, რომელზე მოთხოვნა ონლაინ სავაჭრო პლათფორმებზე თანდათან იზრდება.