აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ხახვისთვის ნიადაგის მომზადება უხვი მოსავლის საფუძველია

ხახვისათვის ნიადაგის ხარისხს და მისი სტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ხახვი საუკეთესოდ ვითარდება ფხვიერ, კარგად წყალგამტარ ნიადგში, სადაც ფესვებსა და ბოლქვებს გაფართოების საშუალება აქვთ.

ნიადაგის არასწორი მომზადება ხშირად მცენარის სუსტი განვითარების, ბოლქვის დეფორმაციისა და დაბალი მოსავლიანობის მიზეზია.

შემოთავაზებულ სტატიაში განვიხილავთ იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რომლებიც ნიადაგის ოპტიმალურად მომზადებაში დაგეხმარებათ.

ნიადაგის ტიპები და შერჩევა

ხახვისთვის საუკეთესოა: მსუბუქი და საშუალო მექანიკური შედგენილობის, კარგი წყალგამტარი და ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები.

გაითვალისწინეთ, რომ მძიმე თიხნარი აფერხებს ნიადგი წყალ გატარებს, რაც იწვევს ბოლქვის ლპობას, ხოლო ზედმეტად ქვიშიანი ნიადაგი სწრაფად კარგავს ტენს, რის გამოც ორგანული სასუქების (კომპოსტი, ნაკელი) დამატება აუცილებელია.

ნიადაგის მომზადების ეტაპები

  1. გაიტანეთ ნაკვეთიდან სარეველები, წინა კულტურის ნარჩენები. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების რისკს.
  2. მიწა მოხანით ღრმად (დაახლოებით 20-30 სმ). ეს აფხვიერებს ნიადაგის მყარ ფენებს, რაც ხელს უწყობს ფესვების განვითარებასა და ზედმეტი წყლის გაწოვას.
  3. მიწის დიდი ბელტები დაშალეთ. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი და ერთგვაროვანი. ხახვის ბოლქვი გაცილებით უკეთ ვითარდება წმინდა სტრუქტურის ნიადაგში, ვიდრე უხეშ ბელტებში.
  4. საბოლოო მომზადებამდე ნიადაგში შეიტანეთ კარგად გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი. არასოდეს გამოიყენოთ ახალი (გაუდამწვარი) ნაკელი.
  5. ხახვისთვის იდეალურია შემაღლებული კვლების მოწყობა. ეს აუმჯობესებს დრენაჟს, ფესვების აერაციას და გამორიცხავს წყლის დაგუბებას.

ნიადაგის pH და მნიშვნელობა

ხახვი უპირატესობას ანიჭებს ოდნავ მჟავე ან ნეიტრალურ ნიადაგს (pH 6.07.0). ზედმეტად მჟავე ან ტუტე ნიადაგი აფერხებს საკვები ნივთიერებების ათვისებას და ბოლქვის ზრდას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნიადაგის სწორი მომზადება:

  • უმჯობესდება წყლის მოძრაობა;
  • მცირდება ბოლქვის ლპობის რისკი;
  • ხელი ეწყობა ბოლქვის სწორად ფორმირებას;
  • ძლიერდება ფესვთა სისტემა;
  • იზრდება სასუქების გამოყენების ეფექტიანობა.

შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა აიცილოთ:

  • ხახვის დარგვა დატკეპნილ, ჭარბწყლიან  (დაგუბებულ) ნაკვეთებზე;
  • ორგანული ნივთიერებების შეტანის უგულებელყოფა;
  • ცუდად დაუმუშავებელ ნიადაგზე დარგვა.

ნიადაგის საფუძვლიანი მომზადება ხახვის უხვმოსავლიანობისა და ხარისხის გარანტიაა.

მიაქციეთ ყურადღბა: კარგად მომზადებული მიწა ნიშნავს ჯანსაღ მცენარეს და, შესაბამისად, მეტ მოგებას ფერმერისთვის.

ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას ნიადაგის დასამუშავებლად, რადგან სწორედ ეს ეტაპი განსაზღვრავს თქვენი შრომის საბოლოო შედეგს!