მე და ჩემი სოფელიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია

  ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძი _ ეროვნული ცომეული ნაწარმი, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან.
 სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური არსებობს: იმერულიაჭარულიმეგრულიგურულისვანურირაჭულიხევსურული.

იმერული ხაჭაპური განსაკუთრებით ცნობილია.

ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ.

ხაჭაპურის შიგთავსი, როგორც წესი, შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს.

ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.

2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებით, „ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იმავე წელს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“, სადაც სხვა ქართულ კერძებთან ერთად ხაჭაპურიც წარადგინეს.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით 2020 წლის 27 თებერვალი გამოცხადდა „ხაჭაპურის ეროვნულ დღედ“, რათა აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ფასეულობის მატარებელი პროდუქტის მნიშვნელობა და ასევე ხელი შეუწყოს მის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.