აგრარული განათლებადარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ხე­ხი­ლო­ვან მცე­ნა­რე­თა ას­აკ­ობ­რი­ვი ციკ­ლუ­რო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ოდ­ე­ბი

ას­აკ­ობ­რი­ვი ციკ­ლუ­რო­ბის თე­ორ­ი­ის არ­სი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: ბი­ოლ­ოგ­ი­უ­რად მობერება, ე.ი. სა­სი­ცოც­ხლო პო­ტენ­ცი­ალ­ის დაქ­ვე­ით­ე­ბა მთლი­ან­ად ორ­გა­ნიზ­მი­სა და მი­­სი შე­მად­გე­ნე­ლი ორ­გა­ნო­ებ­ის თვი­სე­ბაა, რომელიც ციკ­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, წყდე­ბა ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ებ­ით, ანუ გა­ახ­ალ­გაზრ­და­ვე­ბის პრო­ცე­სე­ბით, მაგ­რამ გა­ახ­ალ­გა­ზრ­და­ვე­ბა ორ­გა­ნოს არ­ას­დროს არ აბ­რუ­ნებს საწ­ყის ახ­ალ­გა­ზრ­­დულ მდგო­მა­რე­ობ­ამ­დე, იგი მხო­ლოდ ან­ელ­ებს ასა­კო­ვნობის ტემპს.

პროფესორი შოთა გო­ლი­ა­ძე მერ­ქნი­ან ხე­ხი­ლო­ვან მცე­ნა­რე­თა ინ­დი­ვი­დუ­ალ­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­სი­ცოც­ხლო ციკლს სამ ძი­რი­თად პე­რი­ოდ­ად ჰყოფს: ახ­ალ­გაზრ­დო­ბის, მსხმო­ი­არ­ობ­ის და მო­ბე­რე­ბის.

ახ­ალ­გაზრ­დო­ბის პე­რი­ო­დი იწ­ყე­ბა თეს­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბი­დან და გრძელ­დე­ბა პირ­ველ მსხმო­ი­არ­ობ­ამ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში გაძ­ლი­ერ­ებ­ულ­ად იზრ­დე­ბა მცე­ნა­რის მი­წის­ზე­და ნა­­­წი­­ლე­ბი და ფესვ­თა სის­ტე­მა.

მსხმო­ი­არ­ობ­ის პე­რი­ო­დი იწ­ყე­ბა ყვა­ვი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მო­მენ­ტი­დან და გრძელ­დე­ბა უხვ რე­გუ­ლა­რულ მო­სავ­ლი­ან­ობ­ამ­დე. ამ პე­რი­ოდ­ის და­საწ­ყის­ში მცე­ნა­რეს კვლავ აქვს ზრდი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, მაგ­რამ შემ­დგომ ზრდის ენ­ერ­გია თან­და­თან ნელ­დე­ბა, ჩონ­ჩხის ტო­ტე­ბის უკ­ან­ას­კნე­­­ლი ნა­ზარ­დე­ბი სუს­ტდე­ბ­ა, ხო­ლო შემ­მო­სა­ვი ტო­ტე­ბი თან­­და­თან წყვე­ტს ზრდას და კვდე­ბა.

ამ პე­რი­ოდ­ში აგ­რო­ტექ­ნი­კის ამ­ოც­ან­აა: ვარ­ჯის შემ­დგო­მი მოვ­ლა-ფორ­მი­რე­ბა, ჩონ­ჩხის ტო­ტე­ბის პე­რი­ოდ­უ­ლი გას­­ხვლა-ფორმირება, ბაღ­ში ნი­ად­აგ­ის მოვ­ლის გაძ­ლი­ერ­ე­ბა.

სი­ბე­რის პე­რი­ო­დი იწ­ყე­ბა ჩონ­ჩხის ტო­ტე­ბის ზრდის შე­წ­ყვე­ტით და შემ­მო­სა­ვი ტო­ტე­ბის ხმო­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში მცე­ნა­რე კარ­გავს პლას­ტი­კუ­რო­ბას, არ­ახ­ელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი­სად­მი გამ­ძლე­ობ­ის უნ­არს, მსხმო­ი­არ­ო­ბა მცირ­დე­ბა, ზამ­­თარ­გამ­ძლე­ო­ბა სუს­ტდე­ბა, გამ­ხმა­რი ტო­ტე­ბის ნაც­ვ­ლად წარ­მო­იშ­ო­ბა ახ­ა­ლი, ძლი­ე­რი ყლორ­ტე­ბი ან ფეს­ვის ყე­ლის ამ­ონ­აყ­რე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ჭი­როა მო­ბე­რე­ბუ­ლი ტო­ტე­ბის მო­ცი­ლე­ბა (გას­ხვლის ჩა­ტა­რე­ბა), მო­სავ­ლის ნორ­მი­რე­ბა და ნი­ად­აგ­ის მოვ­ლის გაძ­ლი­ერ­ე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბის უკ­ან­ას­კნე­ლი პე­რი­ოდ­ის და­სას­რულს, ხეხილოვანი მცენარე კარ­გავს სა­მე­ურ­ნეო ღი­რე­ბუ­ლე­ბას, სა­ჭი­როა მისი ამ­ოძ­ირ­კვა და ახ­ლის დარგვა.

ხეხილოვნი მცენარეების ზრდის ფა­ზე­ბი

ხე­ხი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი ყო­ველ­წლი­ურ­ად გა­ივ­ლის ზრ­დის გან­საზღვრულ ფე­ნო­ლო­გი­ურ ფა­ზებს (ფე­ნო­ფა­ზებს), რო­­გო­რი­ცაა: კვირ­ტე­ბის (კოკ­რე­ბის) წარ­მო­შო­ბა, ყვა­ვი­ლო­ბა, გა­მო­ნას­კვა, მსხმო­ი­არ­ო­ბა, ფო­თოლ­ცვე­ნა და მოს­ვე­ნე­ბა.

ფე­ნო­ფა­ზე­ბის გავ­ლის პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს მცე­ნა­რის სტა­დი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი. ფა­ზე­ბი გარ­კვე­უ­ლი თან­მიმ­დევ­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თი­თო­ე­უ­ლი ფა­ზა ქმნის წი­ნა­პი­რო­ბას მომ­დევ­ნო ფა­ზისთვის, ამ­ას­თან, მკვეთ­რი საზ­ღვა­რი ფა­ზებს შო­რის არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა მცე­ნა­რის ზრდის ფა­ზე­ბი ერ­თნა­ი­რი თამ­ნიმ­დევ­რო­ბით არ ხა­სი­ათ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, თხი­ლი, კა­კა­ლი და ნუ­ში ყვა­ვი­ლო­ბას ფოთ­ლე­ბის გაშ­ლამ­დე იწ­ყებს, ხურ­მა და ბრო­წე­უ­ლი კი სრუ­ლი შე­ფოთ­ვლის შემ­დეგ.

რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ოდ­ე­ბი, ისე ფე­ნო­ფა­ზე­ბი, თან­მიმ­დევ­რო­ბით იც­ვლე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად ახ­ალ­გაზრ­დო­ბის პე­რი­ო­დი იც­ვლე­ბა მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ით, ეს უკ­ან­ას­კნე­ლი კი სი­ბე­რის პე­რი­ოდ­ით. კვირ­ტის გამოჩენის ფე­ნო­ფა­ზა იც­ვლე­ბა ყვა­ვი­ლო­ბის ფე­ნო­ფა­ზით, შემ­დეგ ნა­ყო­ფის გა­მო­ნას­კვით და ბო­ლოს ნა­ყო­ფის დამ­წი­ფე­ბით.

აქ­ტი­უ­რი ვე­გე­ტა­ცი­უ­რი ზრდის ფა­ზა ით­ვა­ლის­წი­ნებს ხე­ხი­ლის მცე­ნა­რის რო­გორც მი­წის­ზე­და ნა­წი­ლე­ბის, ისე ფესვ­თა სის­ტე­მის ზრდის მთა­ვარ პე­რი­ოდს. ჩვე­ულ­ებ­რივ, ფესვ­თა სის­ტე­მის ზრდა მი­წის ზე­და ნა­წილ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო ად­რე იწ­ყე­ბა და გვი­ან მთავრ­დე­ბა.

აქ­ტი­უ­რი ვე­გე­ტა­ცი­ის ზრდა გუ­ლის­ხმობს მცე­ნა­რის ახ­ა­ლი ორ­გა­ნო­ებ­ის წარ­მოქ­მნას, მის სი­მაღ­ლე­ში და სიმ­სხო­ში მა­ტე­ბას. ვე­გე­ტა­ცია ყლორ­ტე­ბის ზრდით იწ­ყე­ბა.

მცე­ნა­რის სის­ქე­ში ზრდა წარ­მო­ებს კამ­ბი­უმ­ის უჯ­რე­დე­ბის და­ყო­ფი­სა და მა­თი ზო­მა­ში მა­ტე­ბის შე­დე­გად. კამ­ბი­უ­მი მო­თავ­სე­ბუ­ლია ლა­ფან­სა და მერ­ქანს შო­რის, რო­გორც ზრდის წერ­ტი­ლი, ის­იც იზრ­დე­ბა, მრავლ­დე­ბა და ლა­ფ­ნის ან მერ­ქნის ელ­ემ­ენ­ტე­ბი­დან დი­ფე­რენ­ცირ­დე­ბა. კამ­ბი­უმ­ის ზრდის პე­რი­ო­დი ხან­მოკ­ლეა და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ფოთ­ლე­ბის აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბას­თან.

ყვავილობა-დანასკვების ფენოფაზა

 ყვა­ვი­ლო­ბას წინ უს­წრებს საყ­ვა­ვი­ლე კვირ­ტე­ბის ჩა­სახ­ვი­სა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის ფე­ნო­ფა­ზე­ბი. საყ­ვა­ვი­ლე კვირ­ტე­ბის ჩა­სახ­ვა ფო­თოლ­მცვე­ნ სუბ­ტრო­პი­კუ­ლ მცენარეებში ვე­გე­ტა­ცი­ის ბო­ლოს, მოს­ვე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ა­ში გა­დას­ვლამ­დე ეწ­ყე­ბათ. წარ­მოქ­მნი­ლი საყ­ვა­ვი­ლე კვირ­ტე­ბი იზ­ამ­თრე­ბენ სა­ფარ­ქვეშ და გა­ზაფ­ხულ­ზე ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის დად­გო­მი­სას გა­იშ­ლე­ბი­ან ყვა­ვი­ლის ან თა­ნაყ­ვა­ვი­ლედის სა­ხით.

ციტ­რუ­სის გვარ­ში შე­მა­ვა­ლი სა­ხე­ობ­ე­ბი საყ­ვა­ვი­ლე კვირ­­ტე­ბის ჩა­სახ­ვის მი­ხედ­ვით სამ ჯგუ­ფად იყ­ო­ფა: რე­მონ­­ტა­ტუ­ლი, ად­რე­უ­ლი და ნაგ­ვი­ან­ე­ვი. რე­მონ­ტა­ტულ ჯგუფს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ის­ე­თი სა­ხე­ობ­ე­ბი და ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­ლი­წად­ში სულ ცო­ტა 2-3-ჯერ ყვა­ვი­ლო­ბენ. ას­ეთ მიდ­რე­კი­ლე­ბას ავ­ლენს ლი­მო­ნის ზო­გი­ერ­თი ჯი­ში, ციტ­რო­ნი, უფ­რო იშ­ვი­ათ­ად მან­და­რი­ნი­სა და ფორ­თოხ­ლის ზო­გი­ერ­თი ჯი­შიც.

საყ­ვა­ვი­ლე კვირ­ტე­ბის ად­რე­უ­ლი ჩა­სახ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ფორ­თო­ხა­ლი და ბი­გა­რა­დია, ხო­ლო ნაგ­ვი­ან­ე­ვი წარ­მო­შო­ბით მანდარინი და გრე­იპ­ფრუ­ტი. მაგ. მან­და­რინ­ზე და გრე­იპ­ფრუტ­ზე კვირ­ტე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა თე­ბერ­ვალ-მარ­ტში იწ­ყე­ბა, ამ­იტ­ომ მა­თი საყ­ვა­ვი­ლე კვირ­ტე­ბი გა­ზაფ­ხუ­ლის ნაგ­ვი­ან­ე­ვი ყინ­ვე­ბი­სა­გან იშ­ვი­ათ­ად ზი­ან­დე­ბა. მან­და­რინს აქვს კი­დევ ერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვი­სე­ბა: საყ­ვა­ვი­ლე კვირ­ტე­ბი გა­ნი­ვი­თა­როს რო­გორც ძი­რი­თად, ისე და­მა­ტე­ბი­თი კვირ­ტე­ბი­დან, მი­სი სა­ნა­ყო­ფე ტო­ტე­ბი ძლი­ერ და­მოკ­ლე­ბუ­ლი და თით­ქმის შე­უმ­ჩნე­ვე­ლია.

სხვა­დას­ხვა ხე­ხი­ლის ყვა­ვი­ლო­ბის ვა­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მა­გა­ლი­თად, ნუ­ში ზო­გი­ერთ წელს ზამ­თარ­ში ყვა­ვი­ლო­ბას ძალ­ზე ად­რე იწ­ყებს, ხო­ლო ზო­გჯერ ზამ­თარ­ში ყვა­ვი­ლობს. სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ხურ­მა, ბრო­წე­უ­ლი და კინ­კა­ნი პი­რი­ქით, ზაფ­ხუ­ლის და­საწ­ყის­ში ყვა­ვი­ლო­ბენ. ზე­თის­ხი­ლი ყვა­ვი­ლო­ბას შუა ზაფ­ხულ­ში იწ­ყებს, იაპ­ონ­უ­რი ზღმარ­ტ­ლის ანუ მუშ­მუ­ლას ყვა­ვი­ლო­ბა და ნა­ყო­ფის გა­მო­ნას­კვა კი ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ციტ­რუ­სოვ­ნე­ბი ყვა­ვი­ლო­ბას მა­ის­ის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იწ­ყე­ბენ. სხვებ­ზე ად­­რე ყვა­ვი­ლობს ფორ­თო­ხა­ლი, შემ­დეგ მან­და­რი­ნი, გრე­იპ­ფრუ­ტი და ლი­მო­ნი.

ხე­ხილ­მა, რომ ნა­ყო­ფი გა­ნი­ვი­თა­როს, ჩვე­ულ­ებ­რივ, სა­ჭი­როა მი­სი დამ­ტვერ­ვა და გა­ნა­ყო­ფი­ერ­ე­ბა. ყვა­ვი­ლის დამ­ტვევრ­ვის მი­ხედ­ვით ხე­ხილს ორ ჯგუ­ფად ყო­ფენ: თვით­დამ­ტვე­რა­ვი და ჯვა­რე­დი­ნდამამ­ტვე­რიანებელი. სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ხე­ხი­ლის უმ­ეტ­ეს­ო­ბა ჯვა­რე­დინ­დამ­ტვე­რავ მცე­ნა­რეთა ჯფუფს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა, ხო­ლო ციტ­რუ­სოვ­ნე­ბი ნა­ყოფს იძ­ლე­ვი­ან, რო­გორც თვით­დამ­ტვერ­ვით, ისე ჯვა­რე­დინ­დამ­ტვერ­ვით. ზო­გი­ერ­თი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ხე­ხი­ლის მცე­ნა­რე კი ნა­ყო­ფის შექ­მნი­სათ­ვის სრუ­ლე­ბით არ სა­ჭი­რო­ებს დამ­ტვერ­ვას და გა­ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ას. გა­ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ის გა­რე­შე ნა­ყო­ფის წარმოქმნისთვის მოვ­ლე­ნას პარ­თე­ნო­კარ­პია ეწ­ოდ­ე­ბა. ას­ეთ ნა­ყო­ფს ივ­ით­არ­ებს ხურ­მის ზო­გი­ერ­თი ჯი­ში, ლეღ­ვი, ციტ­­რუ­სოვ­ნე­ბი და სხვა. პარ­თე­ნო­კარ­პუ­ლი ნა­ყო­ფი უთ­ეს­ლო­ა.

ნა­ყოფის გა­მო­ნას­კვის, გან­ვი­თა­რე­ბის და მომ­წი­ფე­ბის ფა­ები

 ეს ფე­ნო­ფა­ზა იწ­ყე­ბა გა­ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ის მო­მენ­ტში და გრ­ძელ­დე­ბა ნა­ყო­ფის მომ­წი­ფე­ბამ­დე. ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ხილ­ზე ყვე­ლა ყვა­ვი­ლი და გა­მო­ნას­კვა რო­დი იძ­ლე­ვა ზრდას­რულ ნა­ყოფს, რად­გა­ნაც სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით, ად­გი­ლი აქვს ნას­კვე­ბის ცვე­ნას. სუბ­ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­ზე აღ­ნიშ­ნა­ვენ ნას­კვე­ბის ცვე­ნის 3 პე­რი­ოდს: პირ­ვე­ლი ცვე­ნა ყვა­­­­ვი­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე, მე­ო­რე _ ივ­ნის­ში და მე­სა­მე _ ივ­ლის­ში. სა­ბო­ლო­ოდ, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი და მომ­წი­ფე­ბუ­ლი ნა­ყო­ფის რა­ოდ­ენ­ო­ბა სა­შუ­ალ­ოდ 5-10 %-ს აღ­წევს. გან­საზ­ღვრუ­ლი რა­ოდ­ენ­ობ­ით ყვა­ვი­ლე­ბი­სა და ნას­კვე­ბის ცვე­ნა ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა. იგი ხელს უწ­ყობს ხე­ხი­ლის ზედ­­მე­ტი ნას­კვე­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ნას­კვე­ბის ცვე­ნას მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს: ცუ­დი კლი­მა­ტუ­რი პი­­რო­ბე­ბი, არ­ასა­კმა­რი­სად კვე­ბა, მავ­ნე­ბელ-და­ავ­ად­ებ­ე­ბი და სხვა.

ციტ­რუ­სოვ­ნე­ბი ნა­ყოფს 1-3 წლი­ან ნა­ზარ­დებ­ზე იძლევა, დაწ­ყე­ბუ­ლი, მე­სა­მე რი­გის ტო­ტე­ბი­დან, უკ­ან­ას­კნე­ლი რი­გის ტო­ტე­ბამ­დე. უფ­რო ად­რე მწიფ­დე­ბა ვარ­ჯის პე­რი­ფე­რი­ებ­ზე და ზე­და ნა­წილ­ში მა­ღა­ლი რი­გის ტო­ტებ­ზე მსხმოიარე ნა­ყო­ფი.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი