ხეხილის სანერგე მეურნეობის მოწყობა (რეკომენდაციები)

საქართველოში უძველეს დროიდან ხეხილის სარგავ მასალას ნერგს უწოდებდნენ, ხოლო მეურნეობას ან მეურნეობის ნაწილს, სადაც ხეხილის აღზრდას აწარმოებდნენ, სანერგე უწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს დიდი ყურადღება ექცეოდა, მან განვითარება ჰპოვა XX საუკუნის პირველ ნახევარში. მანამდე, XIX საუკუნის ბოლოდან, აღსანიშნავია გორის მაზრის რამოდენიმე სოფელში მოღვაწე მეხილეთა საქმიანობა, რომლებმაც სათავე დაუდეს სანერგე მეურნეობების ჩამოყალიბების საქმეს. კერძოდ, ცნობილმა მებაღემ ისაია ფურცელაძემ, რომელსაც კარგად მოწყობილი სანერგე მეურნეობა ჰქონდა სოფელ მერეთში, ასევე ნიკო კეცხოველმა, რომელსაც აგრეთვე კარგად მოწყობილი სანერგე მეურნეობა ჰქონდა სოფელ ტყვიავში, სიმონ ხეთაგუროვმა, რომელსაც აგრეთვე ხეხილის სანერგეები ჰქონდა სოფელ ნიქოზსა და კასპში, ძმებმა ავსარქისოვებმა, რომლებსაც შესანიშნავი სანერგე მეუ¬რნეობა ჰქონდათ სოფელ სკრაში. აღნიშნულმა სანერგეებმა გადამჭრელი როლი შეიტანეს არა მარტო მეხილეობის სარგავი მასალით უზრუ¬ნველყოფის, არამედ ხეხილის სანერგის აგროტექნიკის დამუშავებისა და სრულყოფის, აგრეთვე კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.

შემდეგში, მეხილეობის განვითარების ტემპის გადიდებასთან ერთად  გაიზარდა როგორც ხეხილის სანერგეთა რაოდენობა, ისე ცალკეულ სანერგეებში მორიგი მინდვრით დაკავებული ფართობები.

ყოველივე ამან ხელი შეუწყო მაღალი ხარისხის ნერგების წარმოებასა და შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.

სანერგის დანიშნულება

სანერგე _ ასე ეწოდება ნაკვეთს, რომელიც არის დათესილი ან დარგული ახალგაზრდა სხვადასხვა მერქნიანი, კენკროვანი, ბალახისმაგვარი მცენარეებით. რომლის დანიშნულებაა აწარმოოს მაღალღეროიანი ტყის კულტურები, ხეხილოვანი ან სხვა ხეები. სანერგე არის ნათესარებით და კალმებით, ვეგეტატიურად ნამრავლი საძირეების, ნამყენი ნერგის აღზრდის ნაკვეთი.

სანერგეების წარმოქმნა განაპირობა ტყიდან წამოღებული თვითნათესი და ამონაყრებიდან გაშენებულმა დიდი რაოდენობით გაუაზრებელმა ნარგაობამ. რაც იყო პირველი მიზეზი სანერგეების შექმნისა, რომელიც შემდგომ იგი გარდაიქმნა მრეწველობის ერთ-ერთ შტოდ.

მეხილეობის განვითარება დაკავშირებულია სანიმუშოდ მოწყობილი ხეხილის სანერგეებზე. სანერგის დანიშნულებაა ხეხილის ბაღების გასაშენებლად მაღალხარისხოვანი, სტანდარტული, ჯანსაღი სარგავი მასალის აღზრდა, ჯიშობრივი შემადგენლობის სწორი დარაიონება.

მეხილეობის განვითარება დგას სამ წერტილზე: საძირე, ჯიში და ნარგაობის სხვლა-ფორმირებაზე. აღნიშნული სამი შემადგენელი ნაწილი თუ მეცნიერულად სწორად არის შერჩეული, დადებითი შედეგი უზრუნველყოფილია.

ხეხილის სანერგის ამოცანას წარმოადგენს:

  1. ნერგის ჯურობრივი და ჯიშობრივი შემადგენლობის სიწმინდე.
  2. ნერგის ხარისხი და ნერგზე ფასწარმოქმნა.

საქართველოში 1991 წლამდე მოქმედებდა ხეხილის 23 სახელმწიფო სანერგე მეურნეობა. სარგავი მასალის შეძენა მხოლოდ სანერგე მეურნეობაში შეიძლებოდა, რადგან ნერგის ჯიშობრივ და სტანდარტულ მონაცემებზე მკაცრი ზედამხედველობა იყო დაწესებული.

ამჟამად ხეხილის ნამყენი ნერგის რეალიზაცია მიმდინარეობს მოუწესრიგებლად. სარგავი მასალის აღზრდა გადავიდა კერძო პირების ხელში, რომლებიც ყოველგვარი კონტროლის გარეშე, თავიანთი ნება-სურვილით აწარმოებენ ნერგებს. ნამყენი ნერგის ყიდვა-გაყიდვა ხშირად მიმდინარეობს მოუწესრიგებლად შარაგზებზე. ნერგის მეპატრონე არ იძლევა გარანტიას ჯიშურ სიწმინდეზე, ცნობილი არ არის ნერგის მეპატრონის ვინაობა და მას არა აქვს პასუხისმგებლობა გაყიდულ სარგავ მასალაზე.

კატეგორიულად უნდა აეკრძალოს ფერმერთა სანერგე მეურნეობებს შარაგზაზე ნამყენი ნერგით ვაჭრობა. ნერგის შეძენა უნდა მოხდეს სანერგე მეურნეობაში საბუთის გამოწერით და ნერგის მეპატრონის ხელმოწერით, რომელიც პასუხს აგებს ნერგის სიჯანსაღეზე, ხარისხსა და ჯიშიანობაზე.

სანერგის მეპატრონე უნდა ადგენდეს კატალოგს ნამყენი ნერგის ჯიშის კონკრეტული ზონის დასახელებით. აქვეყნებდეს განცხადებას სანერგის მისამართის მითითებით. ამჟამად, ხეხილის სანერგე მეურნეობის მოწესრიგება შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია შეიქმნას სანერგის მფლობელთა კავშირი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სანერგე მეურნეობების სპეციალიზაციას ხეხილის გასაშენებელი ზონების მიხედვით, რათა ხეხილის ბაღების გაშენების მსურველებმა შეიძინონ სასურველი კულტურის, ჯიშის სტანდარტული მაღალი ხარისხის ნამყენი ნერგი. ამასთანავე რეკომენდებულია სანერგე მეურნეობის ერთმა მეპატრონემ აწარმოოს თესლოვანი კულტურების ჯგუფის ნერგები, მეორემ კურკოვნების ჯგუფის, მესამემ კაკლოვანების ჯგუფის, მეოთხემ მშრალი სუბტროპიკული კულტურების და მეხუთემ კენკროვნების ჯგუფის ნერგები.

სანერგის მფლობელებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ ნერგის წარმოების რაოდენობა მოსახლეობის მოთხოვნილების მიხედვით. სანერგის მფლობელთა კავშირი ნერგის მწარმოებლებთან შეთანხმებით არეგულირებს წარმოების რაოდენობას ვინ რამდენი ნერგი უნდა გამოიყვანოს, რომ მოხდეს ნამყენი სარგავი მასალის რეალიზაცია და სანერგის მეპატრონემ არ განიცადოს ზარალი გაუსაღებელი პროდუქციის გამო.

ხეხილის ბაღის გამშენებელმა ერთი წლით ადრე უნდა მიმართოს სანერგის ფირმას, მეპატრონეს წერილობითი განცხადებით რა კულტურის, რომელი ჯიშის, რომელ საძირეზე და რომელ ზონაში სურს ხეხილის ბაღის გაშენება. სანერგის მეპატრონემ უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელი. სანერგე მეურნეობის აგრონომებმა და პასუხისმგებელმა პირებმა კარგად უნდა იცოდნენ მათ სანერგეში გამოყვანილი სარგავი მასალის, ჯიშის ბიოლოგიური და სამეურნეო ღირსებები და ნაკლოვანი მხარეები, აგროწესებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა მყიდველს გაუწიოს პროფესიონალური რჩევა-დარიგება. ხეხილის მუდმივ ადგილზე დარგვისა და შემგომი მოვლისათვის.

ხეხილის სანერგე მეურნეობის და ბაღის გაშენების პროექტირება

ხეხილი, როგორც მრავალწლიანი კულტურა, მოითხოვს ბაღის გაშენების და სანერგე მეურნეობის დაპროექტებას, რომ არ იქნეს დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომები. პროექტის შედგენისათვის საჭიროა წინასწარ შესწავლილი იქნეს სანერგის მოწყობის და ბაღის გასაშენებელი ტერიტორია, ნიადაგები, მიკროკლიმატი, რელიეფი. ბუნებრივი მცენარეული საფარი. პროექტში აღნიშნული უნდა იყოს ფართობი, საძირე, ჯიში და ნამყენი ნერგის წარმოების მოცულობა. ხეხილის სანერგის და ბაღის გასაშენებლად პირობების დადებით გადაწყვეტილების შედეგად პროექტი წარედგინება სანერგის და ბაღის მეპატრონეს.

პროექტში მოცემული უნდა იყოს სანერგის ტიპი, სანერგისათვის საჭირო ფართობი, სანერგის განყოფილებათა ურთიერთშეფარდება, თესლბრუნვის სქემა, ტერიტორიის ორგანიზაცია, თავისი საზღვრებით, ნიადაგის რუქა, სარწყავი არხები და გზები. ტერიტორია ნაწილდება კვარტლებად და თარგებად. სასურველია შეირჩეს ქარებისაგან დაცული ადგილი. სანერგის და ბაღის გაშენებამდე 4-5 წლით ადრე გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი 25-300C დაბლა არ უნდა ეცემოდეს. თუმცა აღნიშნული ტემპერატურა ძლიერ აზიანებს კლონურ საძირეებზე ნამყენ ნერგებს.

ხეხილის სანერგისათვის საუკეთესოა ალუვიური ქვეთიხნარი, სილნარევიანი, ჰუმუსით მდიდარი შავმიწები, წაბლა, მდელოს ყავისფერი სტრუქტურიანი ნიადაგები. ნაკვეთის დაქანება არ უნდა აღემატებოდეს 30-50, სანერგე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარწყავი და სასმელი წყლით. სასურველია სანერგე მოეწყოს სატრანსპორტო გზასთან ახლოს, რაც ხელსაყრელია როგორც სანერგის მეპატრონის, აგრეთვე ნერგის შეძენის მსურველისათვის.

სანერგის მოწყობა

ხეხილსანერგის მეპატრონემ, ფერმერმა, უნდა განსაზღვროს წინასწარ რა ტიპის სანერგე სურს რომ მოაწყოს.

არის დროებითი და მუდმივი სანერგეები.

დროებითი სანერგეები ფუნქციონირებენ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გარკვეული ხნით სარგავი მასალის საწარმოებლად.

მუდმივი ეწოდება სანერგეს, რომელიც ათეული წლობით მოქმედებს, რაც არის დადებითი ფაქტორი სანერგეში დასაქმებული კადრის აღზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

შანერგეს აუცილებელია უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიის სპეციალური შენობა; სამყნობი სახელოსნო, ზამთრის მყნობის ჩასატარებლად, ასევე თესლის გადა¬სამუშავებელი და გასაშრობი საამქრო, კალმების თესლის სტრატიფიკაციის ოთახი; დახურული გრუნტის ნისლწარმომქმნელი დანადგარი-შენობა, საფუმიგაციო ოთახი, სარგავი მასალის შესანახი საკანი. ყოველი სანერგე მეურნეობის მფლობელი თვითონ განსაზღვრავს რა შენობა-ნაგებობა სჭირდება ადგილობრივი პირობების და ნერგის გამოყვანის ტექნოლოგიის გათვალისწინებით. ერთი ჰექტარი სანერგის ფორმირების, ორწლიანი ნამყენი ნერგის მისაღებად საჭიროა სულ ცოტა – 24 ჰექტრამდე სასარგებლო მიწის ფართობი.

ეს განაპირობებს ნერგის ჯიშობრივ სიწმინდეს, საძირეთა სადედის ცოდნას და წარმოდგენა იქმნება ზონების მიხედვით ჯიშების დარაიონებაზე. ეს ხელს შეუწყობს შრომის ნაყოფიერების გაზრდას და სარგავი მასალის ხარისხის გაუმჯობესებას.

კერძო ფირმების და ოჯახური სანერგეების გაჩენამ მთლიანად შეცვალა სანერგე მეურნეობის დანიშნულება, დაქუცმაცდა, დანაწევრდა სახელმწიფო სანერგეები. ამიტომ შეიცვალა მათი სტრუქტურა. გაუქმდა ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ხეხილსანერგეები. ამჟამად მოქმედებს პატარა ფართობებზე კომპლექსური ხეხილსანერგეები, რომელიც აწარმოებს ხეხილის რამოდენიმე კულტურის სარგავი მასალის გამრავლებას, თუმცა არც ეს არის სრულყოფილი, რადგან სანერგეები არ მოქმედებენ ცალკეული ზონისათვის საჭირო სარგავი მასალის წარმოებისათვის.

სანერგის მფლობელმა შესაძლებელია შექმნას სპეციალიზებული ხეხილის სანერგე კულტურათა ჯგუფების მიხედვით, ბუნებრივი პირობების თავისებურებათა გათვალისწინებით.

ხეხილის სანერგე მეურნეობა მოითხოვს განსაკუთრებულ აგროტექნიკას ნამყენი ნერგის აღზრდისათვის, ცალკეულ ნაკვეთებსა და სტრუქტურას. სანერგის ორგანი¬ზატორებმა უნდა შექმნან სხვადასხვა დანიშნულების განყოფილებები.

 

მიწის ნაკვეთი ხეხილის სანერგე მეურნეობის ორგანიზება/ჰა

სანერგის ნაკვეთები განსაზღვრული ფართობი, ჰა თესლბრუნვის მინდვრის მოცულობა თესლბრუნვის ფართობი, ჰა. ქარსაფარი ზოლის, სარწყავი კვლების და გზების ფართობი, საერთო ფართობი
1 ფორმირების განყოფილება 1 5-6 5-6 2 13-15
2 სათესი სკოლა 0,4 3 1,2 0,8 5,4
3 კლონური საძირეების სადედე 1 0,25 1,25
4 საკალმე (საჯიშე) სადედე 2-4 0,2-0,5 2,2-4,5
5 სათესლე სადედე ბაღი 0,8-1,5 0,1-0,15 0,9-1,20
6 ჩითილების აღზრდის ფართობი 0,4 0,4
7 ზამთრის მყნობის ნაკვეთი 0,3 0,2 0,6 0,015 1,115
8 ნისლის შემქმნელი დანადგარი 0,2 0,2
99 მწვანე დაკალმების მინდორი 0,2 0,05 0,25
110 ნერგის მისამარხი ნაკვეთი 0,2 0,2

შენიშვნა:

  1. გასამრავლებელი განყოფილება, საძირეთა გამრავლების ნაკვეთი ანუ ა) სათესი სკოლა, სადაც ითესება თესლი და მიიღება ნათესარი საძირეები. აღნიშნულ ნაკვეთს ეწოდება სათესი სკოლა;

ბ) საძირეთა სადედე, სადაც საძირეებს ვეგეტატიურად ამრავლებენ.

  1. ფორმირების განყოფილება, სადაც ტარდება მყნობა და ნამყენის აღზრდა. ეს განყოფილება შედგება ორი ნაკვეთისგან:

ა)     პირველი წლის მინდორი _ საძირეებზე სანამყენე ნაკვეთი;

ბ)    მეორე მინდორი _ ერთწლიანი ნამყენი ნერგის აღზრდის ნაკვეთი;

ც)    მესამე წლის მინდორი ერთწლიანი ნამყენის ფორმირების ანუ ვარჯის ჩასახვის ნაკვეთი.

  1. სადედე განყოფილება:

ა) შედგება სათესლე სადედე ბაღისაგან, სადაც მზადდება თესლი საძირეების მისაღებად;

ბ) საკალმე სადედე ბაღი _ სადაც იჭრება კალამი ე.ი. საკვირტე მასალა.

აუცილებელია სადედეები მოეწყოს სანერგეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო რაოდენობის კვირტით, დაცული იყოს ჯიშების სიწმინდე. კალმის დამამზადებლები კარგად უნდა ცნობდნენ და ერკვეოდნენ ჯიშებში, რომ გამორიცხული იყოს გაუგებრობა.

 სანერგისათვის ნიადაგის მომზადება

სანერგისათვის გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს არასასურველი ნარჩენებისაგან, გაკორდებული ნიადაგი საძირეებისათვის უნდა მოიხნას 30_40 სმ სიღრმეზე ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს პირველ ნახევრამდე. ხვნის წინ შეტანილი უნდა იყოს ნაკელი 40 ტ/ჰა, ფოსფორი 40 კგ/ჰა და კალიუმი 30 კგ/ჰა. განოყიერებისათვის სასურველია გამოყენებულ იქნას მწვანე სასუქი-სიდერატები, რისთვისაც გაზაფხულზე უნდა დაითესოს პარკოსნები, ხოლო ზაფხულში ჩაიხნას. ორი წლის განმავლობაში ითესება სათოხნი კულტურები, მესამე წლიდან ფართობი გამოიყენება სანერგისათვის.

თუ ნიადაგი გაკორდებულია, მისი ათვისება ერთი წლით ადრე უნდა იყოს გათვალისწინებული. კორდი სანერგისათვის საუკეთესო წინამორბედია. შანამყენე მინდორზე ნიადაგი უნდა მოიხნას ივლის-აგვისტოში საპლანტაჟე გუთნით 50-60 სმ სიღრმეზე, მოხვნის წინ შეტანილი უნდა იქნეს ნაკელი 25-30 ტონა, 40 კგ ფოსფორი და 30 კგ კალიუმი ჰექტარზე გადაანგარიშებით.

ხეხილოვანი კულტურების თესლის თესვის და საძირეების დარგვის წინ უნდა მოხდეს ნაკვეთში ნიადაგის კულტივაცია ფართე მოდების განის კულტივატორით 12-15 სმ სიღრმეზე და შემდეგ იგი დაიფარცხოს.

დამუშავებული ნიადაგის დროს საჭიროა მოიხნას სანერგის პირველი მინდორი 30-35 სმ სიღრმეზე. რაც სრულებით საკმარისია ნათესების ნორმალური ზრდისათვის.

თესლი და საძირე გაფხვიერებულ ნიადაგში უნდა მოთავსდეს.

ფორმირების განყოფილებაში წარმოდგენილია მეორე და მესამე წლის ნამყენი ნერგი, მომავალი ვარჯის ჩასახვის და ფორმის მიცემისათვის აუცილებელია სადედე ნარგაობები გაშენდეს სანერგეებთან, რომ უზრუნველი იყოს საჭირო რაოდენობის კვირტით ან კალმით, დაცული იყოს ჯიშური სიწმინდე. სამყნობი მასალის დამამზა¬დებლები კარგად უნდა ცნობდნენ და ერკვეოდნენ ჯიშებში, რათა გამორიცხული იყოს გამოუსწორებელი შეცდომა და გაუგებრობა. აუცილებელია შემოღებული იქნეს სანერგის წიგნი.

ხეხილის საძირეების და ნერგის სტანდარტი

ხეხილის სანერგე მეურნეობა ვალდებულია დაიცვას ნათესარების, კლონური საძირეების, დაკალმებით დაფესვიანებული და ნამყენი ნერგის ხარისხობრივი მაჩვე¬ნებლები, რომელიც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ სტანდარტის სახელწოდებით.

აღნიშნულისათვის ხეხილსანერგის აგროღონისძიებები მიმართული უნდა იყოს საძირეების და ნერგის ხარისხობრივი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად.

სანერგის პატრონმა წინასწარ უნდა იცოდეს სარგავი მასალის სტანდარტი გამოსახული ხარისხობრივ მაჩვენებლებში.

ხეხილსანერგეების მოწყობა

ხეხილსანერგეების მოწყობა მიზანშეწონილია იმ რაიონებში და სოფლებში, სადაც სახელმწიფო სანერგე მეურნეობები ფუნქციონირებდნენ, რადგან იქ ჯერ კიდევ არსებობს ტრადიცია ნამყენი ნერგის წარმოებისა. ხეხილის ჯიშების ცნობადობისა. ხეხილსანერგეებში კულტურისა და ჯიშების შემადგენლობის შერჩევა და მათი ხვედრითი წონის მართებული დადგენა უნდა ეფარდებოდეს სანერგე მეურნეობის მომსახურების ზონაში მეხილეობის მოთხოვნებს. ქვემოთ მოტანილია იმ სანერგე მეურნეობების ჩამონათვალი, რომლებიც ემსახურებოდნენ ნერგის წარმოებასა და რეალიზაციას საქართველოს მეხილეობის ზონებში.

  1. თბილისის სახელმწიფო ხეხილსანერგე #1 მდებარეობდა სამგორში, თბილისის ზღვასთან. სანერგე მეურნეობა ემსახურებოდა თბილისის გარეუბნის, საგარეჯოს, თიანეთის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის რაიონებს;
  2. თბილისის სახელმწიფო ხეხილსანერგე #2 მდებარეობდა ქ. თბილისში, ბრძოლის ქუჩა #108 და სანერგე ჰქონდა მცხეთის რაიონის სოფელ ქანდასთან. სანერგე ძირითადად ემსახურებოდა გარდაბნის, მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, კასპის რაიონებს;
  3. ახალციხის სახელმწიფო ხეხილსანერგე მდებარეობდა სოფელ წნისში. სანერგე ემსახურებოდა ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქის და ბორჯომის რაიონებს;
  4. ბებნისის საბჭოთა მეურნეობა-სანერგე ემსახურებოდა მთლიანად საქართველოს;
  5. ცხინვალის სახელმწიფო ხეხილსანერგე ძირითადად ემსახურებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონებს;
  6. წნისის სახელმწიფო ხეხილსანერგე-ძირითადად ემსახურებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონებს;
  7. წნორის სახელმწიფო ხეხილსანერგე მომსახურებას უწევდა სიღნაღის, წითელწყაროს, ლაგოდეხის, ყვარლის, თელავის, ახმეტის, გურჯაანის, კაჭრეთის და სხვა რაიონებს.
  8. ზესტაფონის სახელმწიფო ხეხილსანერგე-მომსახურებას უწევდა ვაზისა და ხეხილის ნერგებით ზემო იმერეთის რაიონებს. მდებარეობდა სოფ. საქარის საცდელ სადგურთან;
  9. ქუთაისის სახელმწიფო ხეხილსანერგე მომსახურებას უწევდა

ქ. ქუთაისის, წყალტუბოს, ტყიბულის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის რაიონებს;

  1. ცხაკაიას სახელმწიფო ხეხილსანერგე ძირითადად მომსახურებას უწევდა ცხაკაიას, ფოთის, ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, გეგეჭკორის, აბაშის, სამტრედიის და სხა. ღაიონებს;
  2. ზუგდიდის სახელმწიფო ხეხილსანერგე-მომსახურებას უწევდა

ქ. ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს, გალის, ონის და მესტიის რაიონებს;

  1. სოხუმის სახელმწიფო სანერგე მეურნეობა –მომსახურებას უწევდა ძირითადად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებს;
  2. ბათუმის სახელმწიფო ხეხილსანერგე მომსახურებას უწევდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებს ხეხილის, ციტრუსის და ვაზის ნამყენი ნერგებით;
  3. მეხილეობის სკრის საცდელი სადგურის, გორის ბაზის ხეხილსანერგე, მომსახურებას უწევდა რესპუბლიკის რაიონებს და ძირითადად შიდა ქართლის რაიონებს;

ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, თელავის, მარნეულის, მუღანლოს, გარეჯვრის-გორის რაიონს ტყვიავის, თერჯოლის, ჩოხატაურის, შემდეგ დაემატა გორის რაიონში-ქინწისის, ქვეშის სახელმწიფო სანერგე მეურნეობები, საგარეჯოს რაიონში-უჯარმის ხეხილ სანერგე მეურნეობა, ბოლნისის რაიონში თამარისის სანერგე მეურნეობაში აღნიშნულ, ყოფილ სახელმწიფო ხეხილსანერგეების ბაზაზე ნაწილობრივ მოწყობილია ოჯახური ხეხილსანერგები კონკრეტული ზონის მომსახურების გარეშე, რაც თვითდინებაზეა მიშვებული.

 

იუზა ვასაძე _ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმდოქტორი, პროფესორი;

/გივი ბადრიშვილი/ _ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი;

ვაჟა კვალიაშვილი _ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.