აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ხეხილის სხვლის წესები

 ხეხილის გასხვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ხეხილოვანი მცენარეების ზრდის სიძლიერეზე (ასუსტებს, ან აძლიერებს მას), მსხმოიარობაში შესვლის დროზე, მოსავლის რაოდენობაზე, ნაყოფის ხარისხზე, მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ყინვაგამძლეობაზე, ბაღში თანამედროვე მანქანა-იარაღების გამოყენებაზე.

სხვლის სწორად ჩატარებისთვის საჭიროა, მსხვლელმა კარგად იცოდეს მცენარის მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებები (კვირტის გაღვიძების და ტოტების წარმოქმნის უნარი, ჩონჩხის, ნახევრად ჩონჩხის და შემმოსავი ტოტების განლაგების თავისებურებები). აღნიშნული თავისებურებების გათვალისწინებით, მსხვლელი თითოეულ ხეს უნდა მიუდგეს ინდივიდუალურად.

სხვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ კულტურის და ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებები.

გასხვლის წესები

არსებობს გასხვლის ორი ძირითადი წესი: დამოკლება და გამოხშირვა. დამოკლების დროს ჭრიან ტოტის გარკვეულ ნაწილს, ნაწილი კი ხეზე რჩება. გამოხშირვის დროს ტოტი იჭრება ძირში ე. წ. „რგოლზე“.

4 ხეხილის სხვლა- ფორმირება

ტოტის დამოკლება ხელს უწყობს გვერდითი კვირტებიდან ძლიერი ტოტების განვითარებას და ტოტის დარჩენილი ნაწილის გამსხვილებას, ვარჯის უკეთ ფორმირებას და მის კომპაქტურობას. დამოკლების შემდეგ განვითარებული გვერდითი ტოტები ქმნიან ხშირ ვარჯს, რის გამოც მისი განათების პირობები უარესდება. ვარჯის უკეთ განათების მიზნით საჭირო ხდება ხისთვის ზედმეტი ტოტების მოცილება, ანუ ვარჯის გამოხშირვა. ამრიგად, სხვლის ორივე წესის ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს ჯანსაღი, კომპაქტური ვარჯის შექმნას, სანაყოფე ტოტების უხვად განვითარებას, მოსავლის გაზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას.

ტოტების გამოხშირვა შესასრულებლად მარტივია, რადგანაც ტოტების მოჭრა ხდება მთლიანად. გაცილებით რთულია — დამოკლება, რადგანაც უნდა გადავწყვიტოთ, თუ რა სიგრძის ნაწილი მოვაჭრათ ტოტს. მოჭრილი ნაწილის სიგრძის მიხედვით არჩევენ: სუსტ, ზომიერ და ძლიერ დამოკლებას. სუსტი დამოკლების დროს ჭრიან ყლორტის 1/5-1/6, ზომიერი დამოკლების დროს 1/3-1/4 და ძლიერი დამოკლების დროს 1/2-3/4 ნაწილს.

ხალგაზრდა მცენარეებში ძლიერი დამოკლება იწვევს ძლიერ ვეგეტატიურ ზრდას, სანაყოფე ორგანოების დაგვიანებით განვითარებას და ხის მსხმოიარობაში გვიან შესვლას. სუსტი დამოკლება კი ხელს უწყობს ხეხილის ნორმალურ ვეგეტატიურ ზრდას და სანაყოფე ორგანოების ნორმალურ წარმოქმნას.

პინცირება

პინცირებას, ანუ წვერების წაწყვეტას, ატარებენ იმ ყლორტებზე, რომელთა ძლიერი ზრდაც არ არის საჭირო. პინცირების ჩატარება ხდება შემდეგი წესით: 15-25 სმ სიგრძის ყლორტს მოაწყვეტენ წვერს, 2-3 განუვითარებელი ფოთლით, რის შედეგად მისი ზრდა დროებით ჩერდება. ზრდის განახლების შემთხვევაში, ამ ოპერაციას ხელმეორედ ატარებენ. ყლორტის ზრდის რეგულირებასთან ერთად, პინცირება აჩქარებს მის გამერქნებას და ხელს უწყობს გვერდითი კვირტების განვითარებას.

 ტოტების დახრას მიმართავენ ხეხილის ვარჯის ფორმირების დროს. ტოტის დახრის გაზრდილი კუთხე ანელებს ტოტის ზრდას, ხელსუწყობს მისი ყლორტებით შემოსვას, აჩქარებს გენერაციული კვირტების დიფერენცირებას, ფოთლის აპარატის ფორმირებას, აუმჯობესებს განათების ხარისხს.

ტოტების დახრა

ტოტის დახრის ოპტიმალური კუთხე (50-600) არ იწვევს ზრდაში მკვეთრ დარღვევას, ხელს უწყობს ხის ვარჯშის ბიოლოგიური წონასწორობის შექმნას, ტოტის მთელ სიგრძეზე სანაყოფე წარმონაქმნების ზომიერ განლაგებას და ნაყოფის გამონასკვის მაღალ ხარისხს.

ტოტების დახრას ატარებენ, უპირატესად, გაზაფხულსა და ზაფხულში. დახრილ ტოტებს ამაგრებენ შტამბზე, შპალერის მავთულზე, ან პალოებზე.

შემორგოლვა

შემორგოლვა (კანის ზოლის მოცილება). ზოგჯერ ხეხილოვანი მცენარე დიდხანს არ მსხმოიარობს, ასეთ შემთხვევაში მიმართავენ კანის შემორგოლვას, რაც შემდეგში მდგომარეობს: შტამბს, ან ტოტს დანით შემოსერავენ და მთლიანი რგოლის სახით ააცლიან 5-6მმ სიგანის კანის ზოლს. გაშიშვლებულ ადგილს ფარავენ ბაღის მალამოთი, პეტროლატუმით, ან შეახვევენ საიზოლაციო ლენტით. ტოტის შემორგოლილი ნაწილის ზევით, ხდება პლასტიკური ნივთიერებების ადგილობრივ დაგროვება, ზრდის პროცესის შენელება და სტიმული ეძლევა საყვავილე კვირტების ჩასახვას. შემორგოლვა უნდა ჩატარდეს ყლორტების ინტენსიური ზრდის პერიოდში.

ნაჭდევების გაკეთება. ბაღის ან სამყნობი დანით კვირტის ზემოთ, ან ქვემოთ კეთდება ნახევარმთვარისებური ნაჭდევი, რომელიც ჭრის გამტარ კონებს, რის შედეგადაც იზღუდება ყლორტში წყლის და საკვები ელემენტების გადაადგილება.

სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

გასხვლის ვადები. პრაქტიკაში არსებობს გასხვლის სამი ვადა: შემოდგომა-ზამთრის, გაზაფხულის და ზაფხულის. საქართველოს მეხილეობის ძირითად რაიონებში სხვლის ჩატარების საუკეთესო ვადაა ფოთოლცვენიდან 20-25 დღის შემდეგ და გრძელდება გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე. ამ პერიოდში მცენარე იმყოფება მოსვენების პერიოდში. წვენთა მოძრაობა შენელებულია. საკვები ნივთიერებები ლოკალიზებულია ფესვებში, შტამბსა და ჩონჩხის (დედა) ტოტებში, ამიტომ სხვლის დროს მცენარის საკვები ნივთიერებების მარაგი ნაკლები რაოდენობით იკარგება.

შემოდგომა-ზამთრის სხვლა შეიძლება ჩავატაროთ მთელი ზამთრის განმავლობაში, თუ ხელს არ შეგვიშლის კლიმატური პირობები (წვიმა, ძლიერი ქარი, — 50-ზე დაბალი ტემპერატურა). პირველად ისხვლება თესლოვანი, შემდეგ კურკოვანი კულტურები. ხეხილის ზრდის და მოსავლიანობის რეგულირებისთვის, გასხვლის გარდა მიმართავენ, პინცირებას, ტოტების დახრას, შემორგოლვას, ნაჭდევების გაკეთებას და სხვ.

მწვანენ გასხვლალ

მწვანე გასხვლა ტარდება ვეგეტაციის პირველ ნახევარში (15 ივნისამდე), რომლის მიზანი მცენარეების ზრდის შემცირებაა.მწვანე გასხვლის ტექნიკა შემდეგში მდგომარეობს, ერთწლიანი ტოტების სუსტად (ტოტის — 1/3-ის), ან საშუალოდ (ტოტის — 2/3-ის) დამოკლება და ტოტების ამოჭრა. ძირითადად გამოიყენება — ატმის, გარგარის და თესლოვნების კულტურებისთვის. ატმის მწვანე სხვლით მცირდება ხის ზრდის სიმაღლე, რაც იწვევს მოსავლიანობის გადატანას ქვედა პერიფერიულ (გვერდით) ტოტებზე. გარგრის მწვანე გასხვლით ხდება ტოტების მეორე ზრდის ინიცირება. თესლოვანებში ტარდება მეწლეობის ეფექტის შემცირების მიზნით.

წყარო: agriedu.ge