აგროსიახლეებიმექანიზაციარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი „რობოტები“ სულ უფრო რთულ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს ასრულებენ

ჭკვიანი მანქანები  სახალხო მეურნეობის ბევრ დარგში თანდათან  ანაცვლებენ ადამიანებს და სულ უფრო რთულ ოპერაციებს ასრულებენ. მალე ალბათ ფერმერებს მძიმე კლიმატურ პირობებში მომქანცველი შრომა აღარ მოუწევთ.

ინგლისელმა მეცნიერებმა ხელოვნურინტელექტიანი რობოტები „ფერმერთა დამხმარე“ შექმნეს, რომელთაც ღია თუ დახურულ სივრცეში სამუშაოდ გამოიყენებენ. 

„ჭკვიანი“ მანქანების გამოცდა და დახვეწა მუდმივად მიმდინარეობს.  მაგალითად, ერთ შემთხვევაში საქმე ეხება სამ რობოტს. მათ ტომი, დიკი და ჰარი შეარქვეს. გარეგნულად და კონსტრუქციული შესაძლებლობებით მანქანები უფრო მინი ტრაქტორებს ჰგვანან, 10 კილოგრამს იწონიან და უპილოტო რეჯიმით მუშაობენ.

„რობოტ ფერმერებს“ ხელოვნური ინტელექტთი ეხმარება, შეკრიბონ ინფორმაცია ამინდის ცვლილებაზე, ნათესის თუ ნარგაობის მდგომარეობაზე და სხვა ამგვარ ნიუანსებზე.

ისინი ოპერატიულად აანალიზებენ ყველა ინფორმაციას, რომელიც მათ უხვად მიეწოდება და ამის მიხედვით ადგენენ ნიადაგის დამუშავების, თესვის, ჩითილების დარგვის, სასუქის შეტანის თუ სხვა ოპერაციის გეგმას.  ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითვე, ისინი ამ მასშტაბური ინფორმაციის დამუშავების პროცესში ბევრ ისეთ თავისებურებებს ითვალისწინებენ, რაც ადამიანისთვის, უბრალოდ, შეუმჩნეველი რჩება.

რობოტებს სამუშაოც და მოვალეობებიც განაწილებული აქვთ:

ტომი დაკავებულია ტოპოგრაფიით. ის სწავლობს ადგილმდებარეობას და ადგენს ყანის გეგმას.

ჰარრი ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულ სიღრმეზე  თხრის მიწას და ფაქიზად რგავს ნერგებს.

 დიკი „ხელოვნური მხედველობის“ დახმარებით ეძებს და ყანას ასუფთავებს  სარეველებისგან.

მეცნიერები გეგმავენ რობოტი ფერმერების მეშვეობით 60%-ით შეამცირონ ნიადაგში შესატანი პესტიციდები რაოდენობა და 40%-ით გაზარდონ მოსავლიანობა.

დღეს მართალია, მანქანებს მინდვრად  ადამიანის ჩანაცვლება  სრულად ვერ ახერხებენ, მაგრამ ბევრი სამუშაოს მონოტონურად და ზუსტად შესრულება შეუძლიათ.

შორს არ არის ის დრო, როცა რობოტები მინდორში, რთულ კლიმატურ პირობებში, მძიმე საქმესაც წარმატებით გაართმევენ თავს.