აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

ხორბლის მყრალი (სველი) და მტვრიანა გუდაფშუტა

ხორბლის მყრალი, ანუ სველი გუდაფშუტით დაავადების ნიშნები მარცვლეულის რძის სიმწიფის პერიოდში მღჟავნდება. ამ ფაზაში თავთავი ჩვეულებრივზე უფრო ფართოა, აქვს მომწვანო  მოლურჯო ელფერი. „რძის“ ნაცვლად მისგან ტრიმეთალინის სუნის მქონე (დამარილებული ქაშაყის სუნი) მუქი ფერის სითხე გამოიყოფა.

აზიანებული თესლი ადვილად ისრისება. მისგან შავი ცხიმოვანი მტვრისებური ტელიოსპორების მასა გამოიყოფა.

მოსავლის აღებისას სპორები ჯანსაღ თესლზე ხვდება და ნიადაგში მოხვედრისას მასში რჩება.

თესლის გაღივებისთან ერთად იზრდებიან ტელიოსპორები, რომლებიც გაივლიან რა თავისი განვითარების
რამდენიმე სტადიას, ორბირთვიან მიცელიუმს წარმოქმნიან. იგი აზიანებს აღმოცენებულ მცენარეს, დიფუზიურად ვრცელდება მთელ მასაში. აღწევს თავთავამდე და ანადგურებს მარცვალს, რის გამოც მარცვალი გუდაფშუტას პარკუჭად გარდაიქმნება.

მტვრიანა გუდაფშუტას დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა მცენარეში დათავთავების პერიოდში ხდება. თავთავის შემადგენელი ნაწილების განადგურების გამო, რომლებიც შავ მტვრისებრ მასადაა გადაქცეული, თავთავი დამწვარს წააგავს.

თავდაპირველად სპორების მასა დაფარულია თხელი მოვერცხლისფერო აპკით, რომელიც შემდგომ იშლება
და ქარის მეშვეობით ადვილად იფანტება.

გუდაფშუტას სპორები ჯანმრთელ მცენარეზე გადადისდა აზიანებს მას.

დაავადებული მცენარე ზრდაში ჩამორჩება, თუმცა აღებული თესლი გარეგნულად ჯანმრთელისაგან არ განსხვავდება.

დაავადება სისტემურ ხასიათს ატარებს, ხოლო გამომწვევის განვითარების ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.