დარგებიმემარცვლეობასტატიები

ხორბლის წარმოების გავლენა  საქართველოზე და დანარჩენ სამყაროზე  უახლოეს ათწლეულში

ბუნებაში არაფერი იკარგება, თუ ხორბლის სახეობა არის გამძლე, ამტანი და ხასიათდება  დაავადების მიმართ იმუნიტეტის თვისებებით, მაშინ მისი მირთმევის შემთხვევაში ეს თვისება ადამიანებშიც გადადის, სწორედ ამ თვისებებს აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები.
სოფლის მეურნეობის წარმოების საფუძველი მწვანე  მცენარეა. მხოლოდ მას აქვს უნარი გამოიყენოს მზის სხივური ენერგია, მოახდინოს მისი  აკუმულირება ნაყოფში, ნიადაგსა და ჰაერში არსებული არაორგანული ნივთიერებიდან შექმნას ორგანული ნივთიერება ადამიანისთვის  შესათვისებელ  ფორმაში, რომელიც სიცოცხლის, ენერგიის და ჟანგბადის წყაროა სამყაროში.
მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
მსოფლიოში 2024 წელს _ 8, 090, 000 000 787 ტონა მარცვლეულის წარმოება ივარაუდება (97 კგ/ ერთ სულზე წეილიწადში); 2030 წლისათვის ნავარაუდევია 8, 5 000 000 000 827 ტონა ხორბლის წარმოებაა, დეფიციტი  (უახლოეს 6 წელიწადში) 40 მილიონ ტონას გადააჭარბებს.

ყოველწლიურად მსოფლიოში მწყობრიდან გამოდის (ეროზია, გაუდაბნოება, გამოფიტვა) 7 მილონამდე ჰექტარი სავარგული. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ხორბლის მსოფლიო წარმოებამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადოს, თუ გავითვალისწინებთ მოსალოდნელ გლობალურ დათბობის მატების კოეფიციენტს და სხვა აბიოტიკურ ფაქტორებს, მდგომარეობა სახარბილოდ არ გამოიყურება.

ფერმერები ამბობენ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ ამინდის ცვლილება სულ უფრო მეტ  ნეგატიურ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე. მაგალითად, ესპანეთში ფერმერებისთვის პრობლემაა სარწყავი წყლის გამოყენება. მეორე მხრივ, 2023 წელს საბერძნეთში სოფლის მეურნეობით მისაღები შემოსავლის დაახლოებით 20% ხანძრებმა გაანადგურა. რეკორდული გვალვების ფონზე მთავრობები ესპანეთსა და პორტუგალიაში წყლის გამოყენების შეზღუდვას განიხილავენ.

საქართველო სამყაროში არსებული ხორბლის 27 კულტურული სახეობიდან 5 სახეობა ენდემურია და 14 ჩვენთან აღწერილი „საქსტატის“ მონაცემებით: წელიწადში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ქვეყანაში 18 კილოგრამი ხორბალი იწარმოება, ფიზიოლოგიური ნორმით ადამიანისთვის 134 კილოგრამი ხორბალია საჭირო, ესეც იმ შემთხვევაში თუ იგი სრულად არის უზრუნველყოფილი სხვა პროდუქტით.

გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან ქვეყანაში ხორბლის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა თანდათან დაიხვეწა, სელექციის  შედეგად შეიქმნა და დარაიონდა  უხვმოსავლიანი ჯიშები. 1985 წელს ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა უკვე 23 ცენტნერს აჭარბებდა, ხოლო 1990 წელს საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 29,3 ცენტნერამდე გაიზარდა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. 2001 წლის შემდეგ ხორბლის შედარებით უხვი მოსავალი 2003 წელს მოვიწიეთ. მას შემდეგ დარგის შეუქცევადი დეგრადაცია დაიწყო, (პროფესიული განათლების ამოშლის ჩათვლით). კერძოდ, 2003 წელს ხორბალი 117 ათას ჰექტარზე დაითესა, მივიღეთ 225 ათასი ტონა მოსავალი. მაშინ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 24% შეადგინა. 2007 წელს ხორბალი 45 ათას ჰექტარზე დაითესა, მოსავალმა კი 75 ათას ტონას მიაღწია. ამ დროს ხორბლით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 18,9%-მდე შემცირდა. 2008 წელს ხორბალი 48,6 ათას ჰექტარზე დაითესა, საიდანაც ფერმერებმა 80 ათასი ტონა მარცვალი აიღეს.

თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი დაახლოებით 12% იყო, 2010 წელს კი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 9%-მდე შემცირდა.

ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მთავარი განმსაზღვრელი კულტურაა, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ კრიტიკულ მომენტებშიც კი მარცვლეულს მოსახლეობის ფიზიკური არსებობის შენარჩუნება შეუძლია. მარცვალი ადვილად  შესანახია, რაც მისი დიდი უპირატესობაა. იოლია სტრატეგიული რეზერვების შექმნაც. ამასთან, იგი პირდაპირ უკავშირდება მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებასა და შიდა მატერიალური დოვლათის შექმნას.

დღეს ქვეყანა იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, არადა გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში არახელსაყრელი კლიმატური (გლობალური დათბობა) თუ სხვა ფორსმაჟორული პირობების გამო შეიძლება ხორბლის რესურსი იმდენად შემცირდეს, რომ ხორბლის შეძენა გაჭირდეს და ჩვენ მარცვლის გარეშე დავრჩეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხორბლის გენეტიკური პოტენციალი შენარჩუნდა, მოსახლეობის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან გართულდება, რადგან კლიმატის ცვლილება მომდევნო ათწლეულების მანძილზე მოსავლიანობას დიდი სირთულეების წინაშე დააყენებს. ცხადია, გამოსავალი ხორბლის ადგილზე წარმოებაა, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენთან წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულზე ძვირია.

ხორბალი ერთწლიანი კულტურაა და დათესვის პირველსავე წელს იძლევა მოსავალსაც და ფინანსურ შედეგსაც, მაგრამ იმისთვის, რომ მარცვლეულის წარმოება ხელსაყრელი გახდეს, ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს ხორბლის ნათესი ფართობების  მოცულობა და საჰექტრო მოსავლიანობა, სუბსიდირების მოდელირების გამოყენებით, რათა იმპორტი უახლოეს პერიოდში  50%-ით შემცირდეს  და შემდგომშიც მოხდეს მზარდი დინამიკის შენარჩუნება. საამისოდ სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაა საჭირო, რაც მეხორბლე ფერმერებთან ერთად უნდა გაკეთდეს.

საქართველომ მარცვლეულზე საკუთარი მოთხოვნილება თავადვე უნდა დაიკმაყოფილოს!

აგრო-სამეცნიერო ჯგუფი ,,ლომთაგორა“