ხსენი და ვაქცინაცია 

ვაქცინა შემუშავებულია იმუნური სისტემის სტიმულირებისთვის, ის მედიკამენტი არ არის, არამედ ერთგვარი საშუალებაა, რომელიც ეხმარება ხბოს ვირუსების, ბაქტერიების და პარაზიტებისგან ორგანიზმის დასაცავად. იმუნური სისტემის ფუნქციების ცოდნით მწარმოებლებს შეუძლიათ დაეხმარონ მოზარდებს ზრდის დასრულების შემდეგ სრულად გამოავლინონ პოტენციური შესაძლებლობები.დაბადებისას ხბოებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ, რის გამო ხსენი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.სხვადასხვა ანტისხეულები და მინერალები, რომელსაც ხსენი შეიცავს, ხბოს ჯანმრთელობას მოგვიანებით კი მის პროდუქტიულობას უზრუნველყოფს. თუმცა ხშირად მხოლოდ ხსენი საკმარისი არ არის.

აცრა შეიძლება არაეფექტიანი იყოს თუ: ხბო უკვე დაავადებულია, მიმდინარეობს მათი გადაჯგუფება, არასწორად იკვებებიან ან სათავსო, სადაც ისინი არიან დაბინავებულნი, ცუდად ნიავდება, ან აცრის დრო სწორად არ არის შერჩეული.

ხბოს ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა უნდა განხორციელდეს სტრესულ მდგომარეობამდე ორი კვირით ადრე, მაგალითად ძუძუდან მოშორება, ტრანსპორტირება ან სხვა სათავსოში უცხო ჯგუფში გადაყვანა.

მისისიპის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ვაქცინაციას უკეთესი შედეგი აქვს იმ დროს, როცა ხბო ვერ იღებს ხსენის საჭირო ოდენობას.

ვაქცინაციის შემდეგ ხბო თუ მაინც დაინფიცირდება, ორგანიზმი დაავადებას სწრაფად გამოავლენს შესაბამისად რეაგირებს მასზე.

წყარო: milkua.info/ georgiandairy.org

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.