აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

კინკანი

კინკანი (Fortunella) ნარინჯოვანთა ქვეოჯახს მიეკუთვნება. მარადმწვანე, მჭიდროდ დატოტვილი ბუჩქი ან ხეა, გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. ხეებს აქვთ დეკორატიული მნიშვნელობა, როგორც ღია გრუნტის ასევე ოთახის კულტურის პირობებში.
 კინკანს დიდი მნიშვნელობა აქვს ციტრუსოვანთა სელექციაში, როგორც ყინვაგამძლეობის მქონე ერთ-ერთი კომპონენტი.

კინკანი 33333333333333333

მისი ჰიბრიდები, განსხვავებით ტრიფოლიატისგან, ვარგისია საკვებად. ნაყოფი მცირე ზომისაა, საშუალოდ 10გ წონის, მრგვალი ან კვერცხისებური ფორმის. საქართველოში არსებული ჯიშებიდან საყურადღებოა მეივა და ნაგამი.

მეივას ყინვაგამძლეობა -14ºC აღწევს. ნაყოფი მრგვალია, ნარინჯისფერი, შედარებით დიდი (დიამეტრი 3 სმ), კანი სქელი. რბილობი შედგება ნაკლებად წვნიანი 6-7 სეგმენტისაგან, ტკბილი საგემოვნო თვისებებით. კანსაც ტკბილი გემო აქვს. იკრიფება დეკემბერში, მწიფდება შენახვის პროცესში.

კინკანი 2222

ნაგამი  3-4 მ სიმაღლის ხეა. ნაყოფი წაგრძელებული ფორმისაა ზომით 3×4 სმ, ყვითელი შეფერილობის, კანი თხელი, რბილობი წვნიანი მომჟავო გემოსი, საკვებად ვარგისი, შედგება 4-7 სეგმენტისაგან და შეიცავს 2-5 ცალ თესლს.