კიტრის მარინადი ხრაშუნა და გამჭვირვალე რომ იყოს
ხრაშუნა დამარინადებული კიტრი ყვლას უყვარს. აქ წაიკითხავთ კიტრის მწნილის საუკეთესო რეცეპტს და დამზადების მეთოდს, გეტყვით მთავარ შეცდომებზე, რომლებსაც კიტრის დაკონსერვებისას უშვებენ.
მომზადების წესი
- პირველ რიგში გარეცხეთ კიტრი და 2 საათით დაალბეთ ცივ წყალში. ამის შემდეგ ვიწყებთ ქილების სტერილიზაციას.
- შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ მარინადის მომზადებას. წყალში გახსენით მარილი და შაქარი და დაიწყეთ მოდუღება. შემდეგ მდუღარე წყალში დაამატეთ ძმარი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთით. ამ დროში შეგიძლიათ მოასწროთ ქილებში მოცხარის, პირშუშხას, ნივრის და კამის ქოლგების ჩაწყობა, ასევე არ დაგავიწყდეთ შავი და ბაჰარის წიწაკის მარცვლების დამატება.
- ბოლოს ვაწყობთ კიტრს და მდუღარე მარილხსნარს ვასხამთ ქილებში. ამის შემდეგ საჭიროა უკვე სავსე ქილების სტერილიზაცია 20 წუთის განმავლობაში და დაგვრჩება მხოლოდღა ქილების მოხუფვა.
კიტრის დამწნილებისას დაშვებული შეცდომები
- ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება ამ დროს მოგივიდეთ, კიტრის ჩალაგება ჭურჭლის კარგად გარეცხვაა. ბევრს ეზარება ქილების სათანადოდ გამორეცხვა და სტერილიზაცია, რაც იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და ქილებიდა ხუფების აყრას ან ქილის გასკდომას.
- მეორე დიდი შეცდომაა მარილხსნარის მომზადება ონკანის წყლით, ამისთვის ჯობს გამოიყენოთ ნაკადულის ან ჭის წყალი. ასეთი წყალი კიტრის წინასწარი დალბობისთვისაც საუკეთესო ვარიანტია.
- გავრცელებული შეცდომაა ქილის გადაბრუნების უგულებელყოფა კონსერვაციის დროს. ამის გამო თავსახური მჭიდროდ ვერ ემაგრება ქილას და მის ქვეშ გროვდება ჰაერი. შედეგად კი მწნილი მალევე ფუჭდება.
ინგრედიენტები:
- 0,6 კგ. კიტრი;
- 1ლ. წყალი;
- 20 გრ. შაქარი;
- 35 გრ. ქვის მარილი;
- 20მლ/გრ. ძმარი;
- მოცხარის ფოთლები;
- პირშუშხას ფოთლები;
- კამის ქოლგები;
- 3 კბილი ნიორი;
- შავი პილპილის მარცვლები;
- ბაჰარის მარცვლები.
არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ კონსერვაციას აქვს თავისი ვარგისიანობის ვადა, კიტრის შემთვევაში ეს 1 ან 2 წელია. ამგვარად, მათი მარკირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ეტაპია.
წყარო: paparazzi.ge