აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობამედია ფერმერებისთვის TV

კომბოსტოს ჯიშები, მოთხოვნები ნიადაგის და კლიმატური პირობების მიმართ

 კომბოსტოს მრავალი განსხვავებული ჯიში და ჰიბრიდი არსებობს. თავის მოყვანილობის მიხედვით განასხვავებენ მრგვალ, ბრტყელ და წაგრძელებულ-კონუსისებრ ფორმებს. სავეგეტაციო პერიოდის გათვალისწინებით გამოყოფენ 4 კატეგორიას: საადრეო, საშუალო-საადრეო, საშუალო-საგვიანო და საგვიანო.
დღესდღეობით საქართველოში კომბოსტოს სხვადასხვა ჰიბრიდი იწარმოება. ზოგიერთი მათგანის დახასიათება მოცემულია ქვემოთ:

hermes

ჰერმესი – Hermes F1 _  საადრეო ვეგეტაციის კომბოსტოს ჰიბრიდი. ვეგეტაციის პერიოდი – ჩითილის გადარგვიდან 58 დღე. კომბოსტოს თავის ფორმა მრგვალი მოყვანილობისაა. წონა – 1,5-2,0 კგ. ჯიში რეკომენდებულია როგორც ღია გრუნტზე, ასევე სათბურში საადრეო პროდუქციის მოყვანის მიზნით. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე – 60 ათასი.

Bronco - GZ008324

 ბრონკო – Bronco F1 _ საშუალო ვეგეტაციის კომბოსტოს ჰიბრიდი. ვეგეტაციის პერიოდი – ჩითილის გადარგვიდან 82 დღე. კომბოსტოს თავის ფორმა – მომრგვალო. წონა – 2,5-3,5 კგ.

Ринда-scaled

რინდა – Rinda F1 _  საშუალო ვეგეტაციის კომბოსტოს ჰიბრიდი. ვეგეტაციის პერიოდი – ჩითილის გადარგვიდან 80 დღე. კომბოსტოს თავის ფორმა – მომრგვალო. წონა – 3.0-7,0 კგ. ინახება 4 თვემდე. რეკომენდებულია ღია გრუნტში, როგორც გაზაფხული-ზაფხული, ასევე ზაფხული-შემოდგომის სავეგეტაციო პერიოდისათვის. ჰექტარზე მცენარეთა რაოდენობა 35-40 ათასი.

ვესტრი

ვესტრი – Vestri F1 _  საშუალო-საგვიანო ვეგეტაციის ჰიბრიდი. ინახება 6 თვემდე. გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ვეგეტაციის პერიოდი 80-90, ხოლო ზაფხული-შემოდგომის სეზონზე – 100-120 დღე. კომბოსტოს თავი – მომრგვალო. წონა – 4-8 კგ. ადვილად ეგუება რთულ კლიმატურ პირობებს. ხასიათდება თრიფსების და ფუზარიოზის მიმართ მედეგობით. ჰექტარზე მცენარეთა რაოდენობა – 30-35 ათასი.

12121212121212121212

ჰინოვა – Hinova  _  ვეგეტაციის პერიოდი 128 დღე. ნაყოფის ფორმა – მომრგვალო. შეფერილობა – ღია მწვანე. წონა – 2.5-4.6 კგ. კარგად უძლებს სტრესულ პირობებს. ხასიათდება ფუზარიოზისადმი მედეგობით და შენახვის კარგი უნარით.

მუსკუმა ლკაჯდლფკჯ

 მუსკუმა – Muscuma F1 _  საშუალოდ საგვიანო კომბოსტოს ჰიბრიდი. ინახება ხანგრძლივად. ვეგეტაციის პერიოდი – 125-135 დღე. თავის ფორმა – მრგვალი. წონა – 3-4,5 კგ. ფუზარიოზის მიმართ გამძლე. ხასიათდება მაღალმოსავლიანობით ცხელი და მშრალი ამინდების პირობებში.

Multimaa-3-512x350

მულტიმა – Multima F1 _  საადრეო ტიპის კომბოსტოს ჰიბრიდი. ვეგეტაციის პერიოდი – 90-95 დღე. თავის ფორმა – მრგვალი. წონა – 2,5 კგ. შეფერილობა – მუქი მწვანე. რეკომენდებულია 40-45 ათასი მცენარე 1 ჰაზე. შენახვის ვადა -120 დღე. შესაძლებელია მისი მოყვანა როგორც დახურულ, ასევე ღია გრუნტში. 1მX2მ-დან მიიღება 7-10 კგ.

გინტამა

 გინტამა – Gintama F1 _  თავი – ბრტყელი, მომრგვალო ფორმის. წონა – 2.5- 4 კგ. ფერი – მუქი მწვანე. ინახება 120-150 დღე. სავეგეტაციო პერიოდი – 90-110 დღე. 1 ჰა-ზე – 30-40 ათასი მცენარე. გამოირჩევა ფუზარიოზისა და ბაქტერიული დაავადებების მიმართ რეზისტენტობით. ამ ჰიბრიდის მთავარი უპირატესობაა სწრაფი ზრდის მაჩვენებელი და სტრესული  პირობების მიმართ გამძლეობის უნარი.

კომბოსტოს მოთხოვნები ნიადაგის და კლიმატური პირობების მიმართ

კომბოსტოს მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ცივი და ტენიანი კლიმატური პირობები. კომბოსტოს ჯიშების უმეტეს ნაწილს შეუძლია მოკლე პერიოდით ტემპერატურის -6ºC, ხოლო ზოგიერთ ჯიშს კი -10ºC გრადუსამდე ვარდნასაც კი გაუძლოს. ხანგრძლივი ყინვა დამაზიანებელია მცენარისათვის. 3 სმ-მდე ფოთლის მქონე მცენარე უფრო ყინვამედეგია, ვიდრე მცენარე, რომლის ფოთლები 5 სმ-ზე მეტია. კომბოსტოსათვის ოპტიმალური დღიური ტემპერატურა +17, ხოლო დღიური მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა +24 და +10°C გრადუსის ფარგლებშია. ოპტიმალური ფარდობითი ტენიანობა 60-90 პროცენტი უნდა იყოს.

კომბოსტოს კულტურის მოთხოვნა ნიადაგის მიმართ

კომბოსტოს კულტურისთვის ოპტიმალურია კარგი დრენაჟის მქონე თიხნარი ნიადაგი, რომელსაც წყალტევადობის მაღალი უნარი აქვს. ნიადაგის არის-რეაქცია (pH) რეკომენდებულია 5,5 – 6,5 დიაპაზონში.

ნიადაგის მარილიანობის გავლენა კომბოსტოს მოსავლიანობაზე

კომბოსტო

მოსავლის შემცირება პროცენტი

0

10 25

50

1.8 მმოლ/სმ

2.8 მმოლ/სმ 4.4 მმოლ/სმ

7.0 მმოლ/სმ

კომბოსტო საშუალოდ მგრძნობიარეა ნიადაგის მარილიანობის მიმართ – მოსავლის დანაკარგი გვაქვს, თუ ნიადაგის მარილიანობის მაჩვენებელი 2.8 მმოლ/სმ-ია, მოსავლის 25 პროცენტი-იან დანაკარგს იწვევს ნიადაგის 4,4 მმოლ/სმ და 50 პროცენტი-იანი დანაკარგის 7.0 შემთხვევაში დაუშვებელია კომბოსტოს დარგვა იმ ნაკვეთზე, სადაც წინამორბედ კულტურად იყო კომბოსტო ან ჯვაროსანთა ოჯახის სხვა წარმომადგენელი (ბოლოკი, თალგამი, წიწმატი). კომბოსტო იმავე ადგილზე უნდა დაბრუნდეს არაუადრეს 4-5 წლისა).

კომბოსტოს ჩითილის გადარგვა

კომბოსტო ცივი სეზონის ბოსტნეულია, მისი გადარგვა შესაძლებელია როგორც ადრე გაზაფხულზე (საზაფხულო მოსავლის მისაღებად), ასევე ზაფხულში. მცენარეთა შორის დაშორება დამოკიდებულია კომბოსტოს ჯიშზე (თავის ზომაზე). რიგთა შორის დაშორება რეკომენდებულია 0.3-0.5 მეტრი, თუ თავის ზომა არის 1.0-1,5 კგ. ხოლო 0.5-0.9 მეტრი – თუ თავის ზომა 3 კგ-ია. შესაბამისად, მცენარეთა რაოდენობა ექტარზე 30-40 ათასის ფარგლებშია. თუ უფრო დიდი ზომის თავების წარმოებას ვფიქრობთ, მაშინ უნდა გავზარდოთ მანძილი მცენარეთა შორის და შევამციროთ ჰექტარზე მცენარეთა რაოდენობა. ზოგიერთი ფერმერი კომბოსტოს პირდაპირ ღია გრუნტში თესავს. ასეთ შემთხვევაში ნიადაგის ტემპერატურა 4.4°C-ზე მაღალი უნდა იყოს. 1 ჰექტარზე საჭიროა 3 კილოგრამი თესლი.

ბოსტნეულის (პომიდორი, წიწაკა, კომბოსტო, ბროკოლი)
მოყვანის სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა