კონკურსი … ქართველს–ქართული მიწა სიცოცხლეზე მეტად უნდა უყვარდეს

მოგესალმებით „ეროვნულლი ფონდის’’ სახელით , რომლის მიზანია ეროვნულ–კულტურული ღონისძიებების,კონკურსების გამართვა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ქართველობა რჩეულთა ხვედრია… ქართველს–ქართული მიწა სიცოცხლეზე მეტად უნდა უყვარდესო… ჩვენი წინაპრები მუდამ ამ სიტყვებს გვიმეორებდნენ და ამ იდეოლოგიით გვზრდიდნენ. ემიგრაციაში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებსაც ხომ საფლავში, იმ გოჯ ქართულ მიწას ატანდნენ,რომელსაც თითოეული მათგანი მუდამ გულის ჯიბით ატარებდა.
მამული, ენა, სარწმუნოება! – ყოველი ქართველისთვის ეს სამი რამ მუდამ სფიცარი იყო. გვარბევდნენ, გვჟლეტდნენ, გვხოცავდნენ, მაგრამ სამშობლოსადმი სასწაულებრივი სიყვარულის ძალით, დაცემულები ათმაგად ვძლიერდებოდით და ფეხზე ვდგებოდით. საქართველოსადმი, მისი ლაჟვარდოვანი ცისადმი და მისი კურთხეული მიწისადმი ტრფიალმა შვა: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაქტიონი… ქართველის– საქართველოსადმი სიყვარული, ყოველი დამპყრობლისათვის, მუდამ ამოუცნობი ფენომენი იყო. ამ ფენომენის წყალობით მოვედით დღემდე… მაგრამ დღეს?.. დღეს, თითქოს ქართველები შევიცვალეთ?
არა!.. ქართველი–ქართველია, რადგან „მისი სიმაღლე მიწიდან კიარა, არამედ ფესვებიდან იწყება’’!.. ჩვენ გვჯერა, რომ 21–ე საუკუნის საქართველოსაც ჰყავს: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაქტიონი…
„ეროვნული ფონდი’’ მგოსნების ძიებაშია და პირველი ნაბიჯი მათ აღმოსაჩენად ლექსების კონკურსია.ლექსები სმშობლოზე, ჩვენს საფიცარ მამულზე, საოცნებო, ტკივილიან, ჭრილობებით სავსე საქართველოზე…
კონკურსის სლოგანია: „საქართველო უპირველეს ყოვლისა’’!
მაშ, ასე: ლექსების კონკურსი დაიწყო!!!
წესები და პირობები, რომლებიც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იცოდნენ :
1. თემა: პატრიოტიზმი. პროექტის სლოგანიც ამიტომაა: „ საქრთველო უპირველეს ყოვლისა!’’
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ასაკი შეუზღუდავია.
3. მონაწილეობის მიღება იმ მამულიშვილებსაც შეუძლია,რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან.
4. კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ მსჯავრდებულებსაც შეუძლიათ.
5. საკონკურსო ლექსები ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე სმსების საშუალებით მიიღება.
6. ლექსი უცნობი უნდა იყოს. სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი.
7. კონკურსში მონაწილემ ლექსთან ერთად თავისი მოკლე ბიოგრაფია უნდა მოგვწეროს. ასევე უნდა მიუთითოს საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი მისამართი .
8. ლექსების მიღება შეწცყდება მიმდინარე წლის 30 ივნისს.
9. მიღებული ლექსები უავტოროდ გადაიგზავნება კომისიაში. კომისია შვიდი კომპეტენტური წევრისგან შედგება.კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს.
10. საუკეთესო ათეულის ავტორები დაჯილდოების ცერემონიაზე იქნებიან მიწვეულნი,რომელიც მიმდინარე წლის 15 ივლისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. კომისიისთვის ცნობილი,თუ ვინ რომელი ლექსის ავტორია, დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება.
11. კომისიის შვიდ წევრს დაჯილდოებაზე,შვიდი სპეციალურად მოწვეული ჟიური დაემატება…ანუ დაჯილდოების ცერემონიაზე კომისიას 14 წევრი ეყოლება.
12. თუ საუკეთსო ათეულში,რომელიმე ემიგრანტის ლექსი მოხვდება,დაჯილდოებაზე მის ნაცვლად ოჯახის ის წევრები იქნებიან მოწვეულნი,რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან.
13. თუ ავტორი საკონკურსო ლექსს კონკურსის დამთავრებამდე სადმე გამოაქვეყნებს ამ შემთხვევაში ის კონკურსს ავტომატიურად გამოეთიშება.
14. დაჯილდოების ცერემონიაზე ,რომელიც კონცერტის თანხლებით გაიმართება, გამოვლინდება: პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები!
ა. პირველი ადგილის მფლობელი გახდება ტბელ აბუსელიძის პრემიის ლაურეატი.
ბ. ასევე პირველი ადგილის მფლობელს, 3000 (სამიათასი) ლარის ფულადი ჯილდო გადაეცემა.
გ. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ფულადი ჯილდო 1000 (ათასი) ლარი გადაეცემათ.
დ. დარჩენლილი შვიდი კონკურსანტი 500 (ხუთასი) ლარის ფულად ჯილდოს მიიღებს.
P.S . ,,ეროვნული ფონდი ‘’ გისურვებთ წარმატებებს!
თამარ ინგოროყვა
 ,,ეროვნული ფონდის’’ აღმასრულებელი დირექტორი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.