აგროსიახლეებირუბრიკებისტატიები

ლუდის წარმოებას შესაძლოა ისეთივე ძველი ფესვები ჰქონდეს, როგორც ცეცხლზე საკვების მომზადებას

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლუდის წარმოებას, შესაძლოა, ისეთივე ძველი ფესვები ჰქონდეს, როგორც საკვების ცეცხლზე მომზადებას.
“ცივილიზაცია, რომელმაც შექმნა ყველასთვის საყვარელი სასმელი, საკმაოდ ძველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ არ ვიცით, პირველად ვინ მოხარშა ის”, – განაცხადა ქრისტინ ჰასტორფმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ლუდის არქეოლოგიის შესახებ ერთ-ერთი ლექციის წაკითხვისას.

ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ჰასტორფმა დაადასტურა, რომ ლუდის მომზადების დოკუმენტური მტკიცებულებას რამდენიმე ათასწლეულის ისტორია აქვს.

“მაგრამ, სამწუხაროდ, მის უკან რეალურად ვერ ვხედავთ სიღრმისეულ ისტორიას”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ადრეული დასახლებების დათვალიერების ფონზე, შეუძლებელია ითქვას, მისდევდა თუ არა ამ დასახლებების მოსახლეობა ლუდის ხარშვას.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც დანამდვილებით მზადდებოდა ლუდი, მესოპოტამიაა. ქა თიხის ფილებზე გაკეთებული ლურსმული ჩანაწერები ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 4000 წლით თარიღდება.

 

2003 წელს იან ს. ჰორნსეის მიერ გამოცემული „ლუდი და ლუდის ხარშვის ისტორიის” თანახმად, შუმერები ისე იყვნენ გატაცებული ლუდით, რომ დაახლოებით 1800 წელს ჩვ.წ.აღ-მდე უცნობმა პოეტმა ნინკასის – ლუდის ქალღმერთს ოდა მიუძღვნა. ამ ტაბულამ ჩვენამდე მოაღწია. ნინკასისადმი მიძღვნილი ჰიმნი ლექსად გადმოსცემს შემდეგს: „ნინკასი შენ ხარ ის, ვინც ღვრის გაფილტრულ ლუდს შემგროვებელი ავზიდან, რომელიც ტიგროსის და ევფრატის შენაკადის მსგავსია” .

„როგორ შეიძლება ლუდის ქალღმერთი ჰყავდეს მას, ვისაც ლუდი არ აღელვებს”, – კითხულობს ჰასტორფი. „ვფიქრობ, სამართლიანია აღინიშნოს, რომ ლუდი მნიშვნელოვანი იყო მესოპოტამიის ცხოვრებაში. რადგან ნინკასი ქალი ღვთაება იყო, შესაძლოა, შუმერების ლუდის ხარშვის პროცესი ქალების მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენდა”, – აცხადებს იგი.

უძველეს ეგვიპტეში ლუდის წარმოების შესახებაც არსებობს მონაცემები, რომლებიც ათასწლეულებით თარიღდება, მათ შორისაა საკმარისი ინფორმაცია ინგრედიენტების და პროცესების შესახებ, რომლებმაც შთააგონა ნიუკასტლის და კირინის ლუდსახარშები, მიეგნოთ საკუთარი ხელწერისთვის. საკმაოდ ფართომასშტაბიანი ლუდის წარმოება არსებობდა ეგვიპტეში. ჰასტორფის თანახმად, ის არ მოიცავდა მხოლოდ ტავერნებს, მიკროლუდსხარშებს და ქალების მიერ ოჯახში დამზადებულ ლუდს.

მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის მიერ 2004 წელს მომზადებული კვლევა ფერმენტირებული სასმელების ისტორიას კიდევ უფრო უღრმავდება. ამ კვლევაში პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიის და ანთროპოლოგიის მუზეუმის წარმომადგენელი პატრიკ მაკგოვერნი და მისი კოლეგები წარადგენენ მტკიცებულებას, რომ დაახლოებით 9000 წლის წინ ნეოლითის პერიოდის ჩინეთის სოფლების მცხოვრებლები ამზადებდნენ ბრინჯის, თაფლის და ხილის (კუნელის ნაყოფი, ყურძენი) შერეულ ფერმენტირებულ სასმელს. Dogfish Head ლუდსახარშმა ამ სასმელის რეპროდუქცია მოახდინა, რაშიც მიიღო ჯილდო და ძლიერი სასმელი Dogfish Head. ალკოჰოლის შემცველობის თვალსაზრისით ეს სასმელი უფრო ახლოს დგას ღვინოსთან, ვიდრე ლუდთან, მაგრამ მისი ინგრედიენტები ქმნიან ერთგვარ ჰიბრიდს.

ჰასტორფი ფართო პოპულარობას ლუდის ადრეულ ფორმებს მიაწერს – „ნაყოფიერი ნახევარმთვარის” ტერიტორიებიდან აზიამდე და სამხრეთ ამერიკამდე, სადაც ლუდს მთელი რიგი ფაქტორების გამო საკუთარი ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს ჭეშმარიტად სოციალური სასმელია, რომელიც დღემდე ხელს უწყობს მის პოპულარობას. მაგრამ შესაძლოა თანაბარი მნიშვნელობის გამო ათასეულობით წლის წინ ლუდის სარგებელი ჯანმრთელობისთვის (მისი კვებითი ღირებულება და მისი მნიშვნელობა როგორც გამწმენდი სასმელისა) იმგვარ ტერიტორიებზე იყო აღიარებული, სადაც სასმელი წყალი არ იყო უსაფრთხო.

ლუდი შედარებით ადვილი მოსახარშია და შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ნედლეულისგან. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ეს არის წყალი, საკვების მოსამზადებლად საჭირო სითბო და ნახშირწყლის გარკვეული ფორმა, ფერმენტებთან და საფუართან ერთად, რომლებიც ბუნებაში მრავლად მოიპოვება (საფუარი შეიძლება მიღებულ იქნეს ხილისგან; ფერმენტები – ნერწყვიდან). ჰასტორფის თანახმად, ლუდის დამზადება მეტად ადვილია. მას მოჰყავს კოლეგების ციტატები, რომელთაც შემუშავებული აქვთ მოწინავე თეორიები იმის შესახებ, რომ ადამიანები პირველად მარცვლეულ კულტურებს გაუშინაურდნენ ლუდის და არა მხოლოდ პურის დასამზადებლად. შემდეგ ის გაჯერების საშუალებით ეთანოლთან (რომელიც მწიფე ხილში შედის) კავშირით განავითარეს. სხვადასხვა სახის მტკიცებულება მიუთითებს, რომ ლუდს შესაძლოა ისეთივე ძველი ფესვები ჰქონდეს, როგორც საკვების ცეცხლზე მომზადებას, რაც სათავეს 250,000 წლის წინ იღებს. „როდესაც ადამიანებმა ხელი მიჰყვეს ცეცხლის გამოყენებას და საკვების მომზადებას.

წყარო: laboratorium.ge