მაისის თვეში რა სამუშაოებია ჩასატარებელი საფუტკრეში
მაისში თბილა, როგორც დღისით ასევე ღამით, ამ დროს ჩვენთან მთავარი ღალის მომცემი მცენარეების ყვავილობს, ფუტკარს უჩნდება მიდრეკილება ყრისადმი, ოჯახებში სწრაფად მატულობს მუშა ფუტკრების რაოდენობა, ამიტომ მეფუტკრეს საზრუნავიც ემატება და მეტი შრომაც უწევს.
აქვე გთავაზობთ მაისის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებების მცირე მიმოხილვას:
× რეგულარულად ყოველ 3-5 დღეში აუცილებელი ხდება ოჯახებში ჩახედვა და ბუდის გაფართოება, მეორე კორპუსისა თუ საკუჭნაოების დადგმა;
× უნდა მოვახდინოთ ნაყრიანობის მიმართ მიდრეკილი ოჯახების გადართვა თაფლის შეგროვებაზე, ნაყრიანობის აცილებით ვზრდით ოჯახების თაფლპროდუქტიულობას, რაც უნდა მოხდეს ბუდის გაფართოებით ახალი ასაშენებელი ფიჭების დამატებით, ჰანიმენეს ბადის დახმარებით და ა.შ.;
× დაუშვებელია (თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა) რაიმე პრეპარატის გამოყენება საფუტკრეში რათა არ მოხდეს თაფლის დანაგვიანება ქიმიური ნივთიერებებით;
× ვიწყებთ მზადებას თაფლის დაწურვისათვის.
გისურვებთ წარმატებას.
წყარო: www.care-caucasus.org.ge