ბლოგიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მარადიული რთველი, ახალი თაობა და  უწყვეტი ტრადიცია…

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ხალხი არ კარგავს კავშირს წარსულთან. რთვლის ტრადიციაც სწორედ ამის გამოხატულებაა. ქართველთა ისტორია და განვლილი გზა არასდროს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, არასდროს ილეოდა მტერი, არც ქართველი შეჰპუებია და დანებებულა, თუმცა ჭირსა თუ ლხინში ადათ-წესების პატივისცემითა და  სიყვარულით  შემოგვინახეს რთვლის ტრადიცია, რომელიც სულ გრძელდება და არც არასოდეს დაიკარგება.
საინტერესოა, რომ ახალი თაობა სიხარულით აგრძელებს წინა თაობების გზას  და უფრთხილდება ვაზს, რომლის ჯვრითაც გავქრისტიანდით.

სტუდენტები რთველში 2222

 

2024  წლის ოქტომბერში “საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა”  ეწვია კახეთს, სადაც სტუდენტებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა.

_ საიდან გაჩნდა ამ პროექტის განხორციელების იდეა, _ ვკითხე სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელ დავით კელენჯერიძეს.

_ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა” მუშაობს საგრანტო პროექტზე: „სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის”, რომელიც „ახალგაზრდული სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ შევძელით და  საგრანტო კონკურსის ხუთიდან ერთ-ერთი გამარჯვებულები გავხდით. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ მსგავს მრავალფეროვან ღონისძიებებს.

სტუდენტები რთველში 333

ერთ-ერთ შეხვედრაზე რთველში წასვლის იდეა გაგვიჩნდა, ყველას ძალიან მოეწონა, ამიტომ გადავწყვიტეთ, კახეთში ორი გასვლითი ტრენინგი ჩაგვეტარებინა. დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში 90-ზე მეტ სტუდენტთან ერთად რთველში, ამ სასიამოვნო პროცესში ვმონაწილეობთ.

მსგავსი პროექტები ახალგაზრდებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს გაიცნონ საქართველოს კუთხეები, ყოფითი კულტურა და ტრადიციები, თავადაც გახდნენ ამ გარემოს ნაწილი.

სტუდენტები რთველში 3333

სტუდენტები კმაყოფილები არიან, რასაც მათი ემოციები და გაზიარებული შთაბეჭდილებებიც მოწმობს.

_ წლევანდელი რთველი ბარაქიანი გამოდგა, სტუდენტებიც ხალისით  ვმონაწილეობთ. წარმოშობით რაჭიდან ვარ, ამიტომ ყოველ წელს ჩავდივარ რთველში, თუმცა წელს ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ “სტუდენტურ პარლამენტსა და მთავრობასთან” ერთად კახეთში ჩამოვედი. მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვა მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდები  ვეჩვევით გუნდურ მუშაობას, ვეცნობით ყურძნის კრეფის ტრადიციას, რთველში მონაწილეობაც სწორედ ამას უწყობს ხელს, ამიტომ რაც მეტი მსგავსი აქტივობა დაიგეგმება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, სტუდენტებისთვის _ ამბობს საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ფინანსთა სამინისტროს თავმჯდომარე, არჩილ  გურგენიძე.

როგორც სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ღვალაძე ამბობს„სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ არამარტო გასართობ ღონისძიებებს მართავს, არამედ – შემეცნებითსა და კულტურულსაც. დღეს რთველში ვიმყოფებით, როგორც იცით, რთველი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გავრცელებული ტრადიციაა საქართველოში, რაშიც ბევრ  ჩვენგანს ადრეც ხშირად მიგვიღია მონაწილეობა, ამიტომ ვცდილობთ ამ მხრივაც განვვითარდეთ.“

სტუდენტები რთველში 2222

ახალგაზრდებისთვის სასწავლო და შემეცნებითი პროცესი განსაკუთრებით მიმზიდველი და სანახაობრივია, როცა თავად ეცნობიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს.

მსგავსი პროექტები სხვადასხვა ინტერესების, მიზნების მქონე ახალგაზრდებს ერთმანეთთან აახლოებს, სტუდენტური ცხოვრებაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია.

– სტუდენტების განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია, – „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის“ ვიცე-პრემიერი, ერეკლე სარიშვილი, – ამიტომ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

მსგავსი პროექტების, ექსკურსიების საშუალებით სტუდენტები ეცნობიან ახალ კულტურას, ადგილებს… დღეს აქტიურად ვიყავით ჩართულები რთველში, ძალიან კარგი დრო გავატარეთ.

ჩვენთვის სტუდენტების ინტერესების გათვალისწინება ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველო ვაზის ქვეყანაა, წმინდა ნინომ ხომ სწორედ ვაზის ჯვრით იქადაგა და გააქრისტიანა ქართველი ხალხი, ამიტომ ქართველის ვენახისა და ვაზისადმი დამოკიდებულება მუდამ განსაკუთრებულ ემოციებთან და წარსულთანაა დაკავშირებული. დღესაც კი არ კარგავს  აქტუალურობას მევენახეობისა და მეღვინეობის უძველესი ტრადიცია და საქართველოს ყოველ კუთხეში უფრთხილდებიან და ზრუნავენ მასზე, მათ შორის  ჩვენი მასპინძელი, მევენახე ვალერი ხუნაშვილი.

– მევენახეობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა, განსაკუთრებით კახეთში, რადგან ეს კუთხე მევენახეობა-მეღვინეობით არის განთქმული – ამბობს ვალერი ხუნაშვილი. – აქ ძირითად გაშენებულია  ორი სახეობის ყურძენი: რქაწითელი და საფერავი. რქაწითელს სახლის პირობებში ვაყენებთ, ქვევრში ვწურავთ, დუღილის პროცესის დასრულების შემდეგ ჭაჭას ვაცლით წვენს, ჭაჭას არყის გამოსახდელად ვტოვებთ.

სტუდენტები რთველში 11111

რაც შეეხება ვენახის ფართობს, სადაც ახლა ვიმყოფებით ვაზი ერთ ჰექტარზეა გაშენებული, ნახევარი საფერავი, ნახევარი კი რქაწითელია.

რთველი ვენახის სხვა სამუშაოებს შორის შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა,  სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ და რთველში მიიღეს მონაწილეობა, მომავალ წელსაც მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ“– ჰპირდება სტუდენტებს მასპინძელი.

სტუდენტებისთვის მსგავსი გასვლითი ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა გაეცნონ საქართველოს კუთხეებს,  აქაურ ტრადიციებს, შეიძინონ მეგობრები, მოხვდნენ ახალ გარემოში და გამოცადონ შესაძლებლობები. ამ დღესაც, გარდა რთველში მონაწილეობისა, სტუდენტებს კახური კერძებითაც გაუმასპინძლდნენ, გაიცნეს სოფელ კაკაბეთის მკვიდრნი, მათ შორის  სოფლის  რწმუნებული ვეფხვია ნანუაშვილი და სხვა საინტერესო ადამიანები.

სტუდენტები რთვეში 77777777777777777777777777777

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ექსკურსიები კარგ ემოციებს, მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს უკავშირდება, რაც სტუდენტებისთვის კარგი მოტივიაა, მომავალშიც იაქტიურონ და ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით და კულტურულ პროექტებში.

ნატა მაჭარაშვილი,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

 გიორგი რთველაძის ფოტოები