მეღვინეობის პროდუქცია, ნედლეული და ნახევარფაბრიკატები ტერმინები და განმარტებები

ყურძნისა და ხილის მაგარი სასმელები

ღვინისაგან მიღებული სპირტიანი სასმელი

სპირტიანი სასმელი, დამზადებული ღვინის გადადენით მიღებული დისტილატის გამოყენებით. სასმელში მეთილის სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2,0გ/დმ3, აბსოლუტურ სპირტზე გადაანგარიშებით.

ღვინისაგან მიღებული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი

სპირტიანი სასმელი, რომლის  დასახელება მიუთითებს პროდუქციის წარმოშობის იმ ქვეყანაზე, რაიონზე ან ქვეყნის სხვა ადგილზე, სადაც არსებული კანონის დაცვით იწარმოებოდა და ამ დასახელებით  გაეთქვა მას სახელი.

კონიაკი

მეღვინეობის პროდუქტი, დამზადებული საკონიაკე დისტილატის მუხის ტკეჩთან კონტაქტში არანაკლებ 3 წლის განმავლობაში დავარგებით. პროდუქტში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40%; უმაღლესი სპირტების მასური კონცენტრაცია კონი-აკში უნდა იყოს არანაკლებ 170 მგ/100სმ3 და არაუმეტეს 500 მგ/100სმ3, უწყლო სპირტზე გადაანგარიშებით; მქროლავი მჟავების  მასური კონცენტრაცია, ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, კონიაკში უნდა იყოს არაუმეტეს 200 მგ/100სმ3-ზე მეტი; მეთილის სპირტის მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გ/დმ3, უწყლო სპირტზე გადაანგარიშებით;

გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დასახელების კონიაკი

კონიაკი, რომლის  წარმოება შემოიფარგლება გარკვეული გეოგრაფიული ზონით (ქვეყნით), დამზადებული ამ ქვეყანაში დადგენილი სუფრის ღვინოების  ფრაქციული გამოხდის მეთოდით მიღე-ბული საკონიაკე დისტილატის გამოყენებით, და ამ ქვეყნის დასახელბით გაეთქვა მას სახელი ბოლო 50 წლის მანძილზე.

ბრენდი

ღვინის სპირტისაგან დამზადებული პროდუქტი, 94,8 მოც.% სიმაგრის მქონე ღვინის დისტილატისადამატებით ან ამ დამატების გარეშე. ღვინის დისტილატის მოცულობითი წილი სასმელში არ უნდა აღემატებოდეს ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილის 50%-ს; დაძველებული მუხის ტკეჩთან კონტაქტში არანაკლებ 1 წლის განმავლობაში; გამოყენებული ნედლეულის გადადენის პროცესში წარმოშობილი მქროლავი ნივთიერებების შემცველობა  _ არანაკლებ 1,25  გ/დმ3, აბსოლუტურ სპირტზე გადაანგარიშებით; მეთილის სპირტის შემცველობა სასმელში არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გ/დმ3, აბსოლუტურ სპირტზე გადაანგარიშებით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი  – არანაკლებ 37,5%.

ყურძნის არაყი

სპირტიანი სასმელი, დამზადებული ღვინის ან ყურძნის დისტილატის გამოყენებით, ღვინის ან ყურძნის სპირტის დამატებით ან დამატების გარეშე.

ეთილის სპირტის მოცულობითი წილი სასმელში შეადგენს არანაკლებ 37,5%.

დადუღებულიო ჭაჭის  არაყი

სპირტიანი სასმელი, დამზადებული დადუღებული ჭაჭის უშუალოდ წყლის მწვავე ორთქლით გადადენით ან  ჭაჭაზე წყლის დამატებითა და შემდგომი ჰიდროდისტილაციით. ჭაჭის მასური წილი გადასადენ მასაში უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 86%. სასმელში მეთილის სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს  10,0 გ/დმ3, აბსოლუტურ სპირტზე გადაანგარიშებით.

ხილის არაყი

პროდუქტი, დამზადებული ერთი ან რამდენიმე დასახელების ხილის დისტილატებისაგან, ხილის რექტიფიცირებული სპირტის დამატებით ან დამატების გარეშე; გააჩნია გამოყენებული ნედლეულის გემო და არომატი.  ეთილის სპირტის მოცულობითი წილი პროდუქტში შეად-გენს 37,5-55,0%.

ხილის გამონაპრესის არაყი

სპირტიანი სასმელი, დამზადებული დადუღებული ხილის (ყურძნის გარდა) გამონაპრესის უშუალოდ წყლის მწვავე ორთქლით გადადენით, ან  გამონაპრესზე წყლის დამატებითა და შემდგომი ჰიდროდისტილაციით. გამონაპრესის მასური წილი გადასადენ მასაში უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 86%.

სასმელში მეთილის სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გ/დმ3,, აბსოლუტურ სპირტზე გადაანგრიშებით. კურკოვანი ხილიდან დამზადებულ სასმელში წყალბადციანმჟავის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 10გ/დმ3, აბსოლუტურ სპირტზე გადაანგარიშებით. მქროლავი ნივთიერებების რაოდენობა სასმელში უნდა იყოს არანაკლებ 2გ/დმ3, აბსოლუტურ სპირტზე გადაანგარიშებით.

რუსული კალვადოსი

ხილის (ვაშლის) არაყი, დამზადებული კალვადოსის დისტილატისაგან, დავარგებული არანაკლებ 6 თვის განმავლობაში მუხის ტკეჩთან კონტაქტში.  ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 38,0-40,0%.

ღვინოზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელები

ღვინის სასმელი

პროდუქტი, დამზადებული  ღვინომასალის, შაქარშემცველი, არომატული, საგემოვნო ნივთიერებებისა და წყლის   გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტის  დამატებით ან დამატების გარეშე. ღვინომასალის მოცულობითი წილი პროდუქტში არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკლები

ღვინის დაგაზული კოქტეილი

ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული  ღვინის სასმელი. ბოთლში არსებული წნევა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 150 კპა, ეთილის სპირტის მოცულობითი წილი _ 5,0-დან 12,0%-მდე.

სიდრი

პროდუქტი, დამზადებული ხილის ღვინომასალების ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებით ან ხილის ღვინომასალების მეორადი ალკოჰოლური დუღილის შედეგად წარმოქმნილი ნახშირბადის დიოქსიდით  გაჯერების შედეგად. ბოთლში არსებული წნევა 200C-ზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200კპა, ეთილის სპირტის მოცულობითი წილი – 5,0-დან 8,5%-მდე.

ნედლეული და ნახევარფაბრიკატები

ახლადდაკრეფილი ყურძენი

  (ახლადდაკრეფილი ყურძნის მარცვლები)

მეღვინეობაში გამოყენებული ყურძნის მწიფე ნაყოფი, რომელიც შეიძლება დაქუცმაცდეს ან დაიწნეხოს მეღვინეობის ჩვეულებრივი საშუალებებით, და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავისთავადი (სპონტანური) სპირტული დუღილი

ყურძნის ტკბილი

თხევადი პროდუქტი, რომელიც მიიღება ახლადდაკრეფილ ყურძენზე ფიზიკური ზემოქმედების (დაწნეხვის) შედეგად. დასაშვებია ყურძნის ტკბილში არაუმეტეს 1 მოც. % შეძენილი ეთილის სპირტის არსებობა.

ყურძნის კონცენტრირებული ტკბილი

ტკბილი, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილის  ნებისმიერი დაშვებული მეთოდით ნაწილობრივი გაუწყლოებით,  გარდა ღია ცეცხლისა. პროდუქტში მშრალი ნივთიერებების შემცველობა შეადგენს 50,9 % (რეფრაქტომეტრით).

ყურძნის წვენი

დაუდუღებელი (მაგრამ დადუღების უნარის მქონე) თხევადი პროდუქტი, რომელიც მიიღება შესაბამისი დამუშავებით, ასეთივე სახით მოსახმარებლად. მიიღება:

ა)ახლადდაკრეფილი ყურძნის მარცვლებიდან, ან ყურძნის ტკბილისაგან ან

ბ) აღდგენის გზით:

– კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის,

– კონცენტრირებული ყურძნის წვენის.

ყურძნის კონცენტრირებული წვენი

არაკარამელიზირებული ყურძნის წვენი, რომელიც მიიღება ყურძნის წვენის  ნებისმიერი დაშვებული ხერხით ნაწილობრივი გაუწყლოებით, გარდა ღია ცეცხლისა. პროდუქტში  მშრალი ნივთიერებების შემცველობა რეფრაქტომეტრით არ უნდა აღემატებოდეს 50,9%.  დასაშვებია ყურძნის წვენში არაუმეტეს 1 მოც.% შეძენილი ეთილის სპირტის  არსებობა

დასაშვებია ყურძნის წვენში არაუმეტეს 1 მოც. % შეძენილი ეთილის სპირტის  არსებობა.

ღვინომასალები, ყურძნისა და ხილის ალკოჰოლშემცველი ტკბილები

ღვინომასალები

ღვინოები ჩამოსხმით, გამიზნული სამომხმარებლო ტარაში ჩამოსასხმელად ან სხვადასხვა სახის მეღვინეობის პროდუქციის დასამზადებლად;

ყურძნის დასპირტული ტკბილი

(მისტელი) პროდუქტი, დამზადებული ახლადდაწურულ ყურძნის ტკბილზე საკვები ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტის დამატებით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 15,0-25,0%.

ხილის დასპირტული ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული ახლადგამოწურული ხილის ტკბილის საკვები ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტის დამატებით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 15,0-25,0%.

ნაწილობრივ დადუღებული ყურძნის ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული ყურძნის ტკბილის დადუღებით, აქვს 1%-ზე მეტი ეთილის სპირტისშეძენილი მოცულობითი წილი და ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილის 3/5ზე ნაკლები რაოდენობა; ამასთან, ადგილწარმოშობის დასახელების ზოგიერთი მაღალხარისხოვანი ღვინოები, რომლებშიც შეძენილი ეთილის სპირტის მოცულობითი წილი ნაკლებია ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილის 3/5-ზე, მაგრამ არანაკლებ 5,5 მოც.%, არ განიხილება ნაწილობრივ დადუღებულ ტკბილად.

ნაწილობრივ დადუღებული ხილის ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული ხილის ტკბილის დადუღებით, აქვს 1%-ზე მეტი ეთილის სპირტის შეძენილი მოცულობითი წილი და ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილის 3/5-ზე ნაკლები რაოდენობა.

ხილის დადუღებული ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული ახლადდაკრეფილი ხილის წვენის ან დურდოს დადუღებით.  ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 4,0-8,5მოც.%,

.ხილის დადუღებულდასპირტული ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული დადუღებული ხილის ტკბილში საკვები ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტის დამატებით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 16,0 მოც.%.

ყურძნისა და ხილის დისტილატები და სპირტები

ღვინის დისტილატი

პროდუქტი, დამზადებული სუფრის ღვინომასალების გადადენით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 52,0 – 86,0%.

საკონიაკე დისტილატი, ახალგაზრდა

პროდუქტი, დამზადებული არანაკლებ 7,5% ეთილის სპირტის მოცულობითი წილის მქონე სუფრის ღვინომასალების გადადენით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 62-70%. უმაღლესი სპირტების მასური კონცენტრაცია – 180-600მგ/100სმ3; მქროლავი მჟავების მასური კონცენტრცია, არაუმეტეს 80 მგ/100სმ3;

საკონიაკე დისტილატი, დავარგებული

საკონიაკე დისტილატი, რომელშიც  ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 55,0-70,0%. მიიღება ახალგაზრდა საკონიაკე დისტილატის მუხის ტკეჩთან კონტაქტში დავარგებით.  უმაღლესი სპირტების მასური კონცენტრაცია – 170-500მგ/100სმ3; მქროლავი მჟავების მასური კონცენტრცია – არაუმეტეს 250 მგ/100სმ3;

ყურძნის დისტილატი

პროდუქტი, დამზადებული დადუღებული ჭაჭისა და ლექების გადადენით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს არაუმეტეს 86,0%.

ხილის დისტილატი

პროდუქტი, დამზადებული ხილის დადუღებული ტკბილის, ხილის ნედლი სპირტის, ხილის გამონაწნეხი და ლექების გადადენით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 52,0 – 86,0%.

კალვადოსის დისტილატი, ახალგაზრდა

პროდუქტი, დამზადებული ხილის (ვაშლის) დადუღებული ტკბილის ფრაქციული გამოხდით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 62,0 – 70,0%.

კალვადოსის დისტილატი, დავარგებული

მუხის ტკეჩთან კონტაქტში დავარგებული კალვადოსის ახალგაზრდა დისტილატი. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 55,0 – 70,0%.

ყურძნის ნედლი სპირტი

პროდუქტი, დამზადებული ღვინომასალების, დადუღებული ჭაჭის, ლექების გადადენით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს არაუმეტეს 40,0%.

ყურძნის რექტიფიცირებული სპირიტი

პროდუქტი, დამზადებული ღვინომასალების ან ყურძის ნედლი სპირტის რექტიფიკაციით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს არანაკლებ 94,8%.

ღვინის სპირიტი

პოდუქტი, დამზადებული სუფრის ღვინომასალის ან ღვინის დისტილატის გამოხდით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი პროდუქტში შეადგენს არანაკლებ 86,0%.

ხილის ნედლი სპირიტ

ჵპროდუქტი, დამზადებული დადუღებუ-ლი ხილის ტკბილის, ხილის გამონაპრესისა და ლექების დადუღებით.  ეთილის სპირტის მოცულობითი  წილი პროდუქტში შეადგენს არანაკლებ 30,0%.

სპირტი ხილის რექტიფიცირებული

პროდუქტი, დამზადებული დადუღებული ხილის ტკბილის ან ხილის ნედლი სპირტის რექტიფიკაციით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი პროდუქტში შეადგენს არანაკლებ 94,8%.

განმარტებები:

  1. ეთილის სპირტის შეძენილი მოცულობითი წილი: სუფთა სპირტის მოცულობის რაოდენობა 200C-ზე, რომელსაც პროდუქტი შეიცავს იმავე ტემპერატურაზე.
  2. ეთილის სპირტის პოტენციური მოცულობითი წილი: სუფთა სპირტის

მოცულობის რაოდენობა 200C-ზე, რომელიც შეიძლება იწარმოოს პროდუქტის 100 მოცულობაში არსებული შაქრების სრული დადუღებისას;

  1. ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილი: ეთილის სპირტის შეძენილი და პოტენციური მოცულობითი წილების ჯამი;
  2. ეთილის სპირტის ნატურალური მოცულობითი წილი: პროდუქტში არსებული ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილი, მისი ეთილის სპირტით გამდიდრებამდე;
  3. ეთილის სპირტის შეძენილი მასური წილი: სუფთა სპირტის კილოგრამების რაოდენობა, რომელსაც შეიცავს 100კგ პროდუქტი;
  4. ეთილის სპირტის პოტენციური მასური წილი: სუფთა სპირტის კილოგრამების რაოდენობა, რომელიც შეიძლება წარმოებულ იქნას 100 კგ პროდუქტში არსებული შაქრების სრული დადუღებისას;
  5. ეთილის სპირტის საერთო მასური წილი: ეთილის სპირტის შეძენილი და პოტენციური მასური წილების ჯამი.

ნუგზარ ბაღათურია, კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი

                   ინსტიტუტის დირექტორი, ს.ს.მ.მ. აკადემიის აკადემიკოსი