მეგრული გუდის ყველის დამზადების აღდგენილი ტრადიცია [ვიდეო]
ჩხოროწყუში მცხოვრებმა მეღვინე მიშა ცირდავამ მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ქვევრის ღვინის შემდეგ, კიდევ ერთი ტრადიცია აღადგინა. უძველესი მეგრული რეცეპტით გუდის ყველი დაამზადა, რომელიც უკვე იყიდება.
მეგრული გუდის ყველი გამორჩეულია იმით, რომ სულგუნის ქილაშია მოთავსებული და განსხვავებულია როგორც გემოვნური თვისებებით, ისე ვიზუალურად. განსაკუთრებით უხდება ღვინოს.
როგორც მიხეილ ცირდავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, მეგრული გუდის ყველის დამზადების ტრადიცია პირდაპირ უკავშირდება ღვინის წარმოებას. მისი თქმით, ეს არის პერიოდი, როცა მეგრული ენდემური ჯიშის ყურძნისგან დაიწურა ღვინო და პირველად ჩამოისხა „კოლოში“ და „ჭვიტილური“.
„ყველი მზადდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში. რა შეეხება დამზადების ტექნოლოგიას, მზადდება გუდაში და სჭირდება დაახლოებით 3 თვე. მაგრამ ჩვენ ალტერნატიულ მეთოდს მივმართავთ, რასაც ქვია მარლა. ვდებთ ტომარაში და ამას უფრო ცოტა დრო სჭირდება, რადგან რძე უფრო ადრე იჭრება, მაგრამ არის იდენტური და არ კარგავს რა თქმა უნდა გემოვნურ თვისებებს“, _ აცხადებს მიხეილ ცირდავა.
მან გუდის ყველის საჯაროდ გამოფენა სწორედ დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.
მიხეილ ცირდავას ყველის კუთხე განსაკუთრებით პოპულარული და მიმზიდველი აღმოჩნდა, მათ შორის მეტწილად უცხოელი სტუმრებისთვის.
ცნობისთვის, მიხეილ ცირდავა კომპანია „ობენეს“ ხელმძღვანელობს, რომელის ძველი მეგრული ჯიშის ვაზისგან ღვინოს ქვევრში ამზადებს. მან 1 მაისს უცხოელ მეღვინეებს ქვევრში დაყენებული ჭვიტილური და კოლოში დააგემოვნებინა.
მეგრული სულგუნი, გახსენით ლინკი და ნახეთ ვიდეოფილიმი: https://www.youtube.com/watch?time_continue=7&v=a0CR_IcMOfI
წყარო: livepress.ge