დარგებიმეფრინველეობა

მეკვერცხული წიწილების გამოზრდა

საქართველოში მოსახლეობის ცხოვე ლურ ცილაზე მოთხოვნილების დეფიციტის შემცირებისერთ­ერთიწყაროა მეფრინველეობის პროდუქტების წარმოება. მეკვერცხული მიმართულების ფერმერულ მეურნეობებში მნიშვნელოვანი საწარმოო რგოლია სარემონტო მოზარდეულის გამოზრდა.

წიწილების ნორმალური ზრდა ­განვითარებისთვის აუცილებელია ასაკის შესაბამისად შეექმნას მოვლა­ შენახვისა და კვების საჭირო პირობები.

ინკუბატორიუმი.

ახალგამოჩეკილი წიწილების ინკუბა ტორიუმში გაჩერების დრო სქესზე გარჩევის ჩათვლით 12 სთ-­ს არ უნდა აღემატებოდეს, სასურველია მოზარდეული 6 სთ-­ის შემდეგ დახარისხდეს კონდიციურობაზე, ჩაუტარდეს საჭირო აცრები და გადაყვანილი იქნას საწიწილეში. წიწილების დახარიხების ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს 26­-280C.

კონდიციური წიწილა უნდა იყოს მოძრავი, აქტიურად რეაგირებდეს ხმაზე, ქონდეს რბილი აკრული მუცელი, შეხორცებული ჭიპლარი, ვარდისფერი, სუფთა კლოაკა, სუფთა მბზინავი ბუმბული, მაგარი ნისკარტი და ტერფი, თვალები ცოცხალი გამომეტყველებით, დიდი და განიერი თავი, ფრთები მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ტანს. მათი ცოცხალი მასა ჯიშების მიხედვით მერყეობს 34­-40 გრამამდე.

დახარისხებული კონდიციური წიწილა საფრინველეში გადაყავთ მუყაოს, ხის ან პლასტმასის ყუთებით. სასურველია ყუთი

ტიხრებით იყოს გაყოფილი 4 ნაწილად და გვერდებზე ჰქონდეს 2 სმ­იანი დიამეტრის საჰაერო ხვრელები. ყუთის ფსკერზე აფენენ ბურბუშელას, ნამჯას ან სქელ ქაღალდს.

წიწილების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სუფთა, დეზინფიცირებული სპეციალური ტრანსპორტით, რომლის შიგნით ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს + 20 +28.0C, შეფარდებითი ტენიანობა 55-75 %, ჰაერის მოძრაობის სისწრაფე არა უდიდესი 2 მ/წმ, ნახშირორჟანგის დონე არა უდიდესი 1,5%. ტრანსპორტირების დასაშვები ხანგძლვობა 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

წიწილების გადაყვანამდე საფრინველე მზად უნდა იყოს მოზარდეულის მისაღებად.

საფრინველის მომზადება

გავრცელე ბული პრინციპია „მთლიანად სავსე­ მთლიანად ცარიელი“, რაც ნიშნავს შენობის ერთდროულ შევსებას ერთასაკოვანი მოზარდეულით და გამოზრდის პერიოდის დამთავრებისას საფრინველის ერთდროულად დაცლასსაფრინველეს და დანადგარებს ასუფთავებენ სკინტლის, ქვეშსაფენის, საკვების, ჭუჭყისა და მტვრის ნარჩენებისაგან, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში შენობას და დანადგარებს რეცხავენ. გარეცხვამდე ჯერ ამუშავებენ 1­2% კაუსტიკური სოდის ცხელი (70­-800C) ხსნარით, 1,5% კალცინირებული სოდის ხსნარით ან სხვა ანალოგიური საშუალებით. ინვენტარს და მოწყობილობებს ტოვებენ დასალბობად, შემდეგ რეცხავენ წყლის ჭავლით. გარეცხილ და გარემონტებულ შენობას და დანადგარებს უკეთდება სველი დეზინფექცია. ამისათვის იყენებენ 20% ახალჩამქრალ კირს, 5­10% კალცინირებულ სოდის ცხელ ხსნარს, ქლორიანიკირის ხსნარს (400-­600 გრ. კირი 10 ლ. წყალზე), და სხვა. საკარმიდამო მეურნეობებში პატარა შენობების დეზინფექციისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას პრეპარატი ,,ბელიზნა“ (ჩვეულებრივი ქსოვილების მათეთრებელი) იმ ანგარიშით რომ 1 ლ. პრეპარატი განზავდეს 10 ლ. წყალზე.

ძირითადი შენობისა და დანადგარების დეზინფექციის პარალელურად, სადეზინფექციო ხსნარებით ამუშავებენ შესასვლ ელებს, დამხმარე სათავსოებს, გარე კედლებს, ვენტილატორებს, ჰაერგამტარებს, მიმდებარე გზებსა და 10 მეტრზე დაშორებით ტერიტორიას.სამუშაო ხსნარებს დეზინფექციისათვის ამზადებენ იმ გაანგარიშებით, რომ 0,5­1 ლ. მოდიოდეს ტიპიური შენობის 1 მ2 ფართობზე, ხოლო დამხმარე სათავსოებისათვის 1­2 ლ/მ2, შემდეგ შენობის კედლებს და ჭერს ათეთრებენ 20%-­იან ახალჩამქრალი კირის ხსნარით (2 კგ. კირი 8 ლ. წყალზე).

სველი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ, შენობას აშრობენ, იატაკზე მოაყრიან კირის ფხვნილს და ქვეშ საფენს.

მექანიკური დასუფთავებისა და სველი დეზინფექციის შემდეგ რეკომენდებულია აერზოლური დეზინფექცია,რისთვისაც გამოიყენება პრეპარატები: ფორმალინი (40%­იანი), ფორმალინ­კრეოლინიანი ნარევი (3 ნაწილი ფორმალინი და 1 ნაწილი კრეოლინი), აღნიშნული საშუალებები გამოიყენებიან იმ ანგარიშით, რომ შენობის 1 მ3 მოცულობაზე მოდიოდეს 15­-20 მლ. აეროზოლური სადეზინფექციო საშუალება. შენობის შიგნით, სადაც აეროზოლური დეზინფექცია მიმდინარეობს, ჰაერის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 150C, ხოლო ტენიანობა 50-80%. აეროზოლური დეზინფექციის ჩასატარებლად პატარა შენობებისთვის გამოიყენება საყოფაცხოვრებო გამაფრქვეველები, რომლებიც უზრუნველყოფს სადეზინფექციო მასის გაფრქვევის საჭირო ზომის ნაწილაკებად. დიდ სამრეწველო საფრინველეებში ამ მიზნისათვის გამოიყენება АГ­УД­2 ტიპის აეროზოლური გენერატორი.აეროზოლური დეზინფექციის ჩატარების შემდეგ, შენობას კეტავენ 1-­2 დღით, შემდეგ ანიავებენ და აშრობენ. შენობის შესასვლელთან დგამენ დეზოხალიჩას, რომელშიც ათავსებენ ნახერხს, ბურბუშელას ან სხვა ფოროვან მასალას და ასხამენ სადეზინფექციო ხსნარს. დეზოხალიჩის გვერდების სიმაღლე უნდა შეადგენდეს 8-­15 სმ, შენობაში შესვლისას და გამოსვლისას ფეხსაცმლი აუცილებლად უნდა შეეხოს დეზოხალიჩის ზედაპირს. სადეზინფექციო ხსნარის ამოშრობისას დეზოხალიჩას ახალ ხსნარს ასხავენ.

პროფილაქტიკური შესვენების ვადები

მოზარდეულის შენახვის სისტემის და გამოზრდის ტექნოლოგიის შესაბამისად დადგენილია:წიწილების იატაკზე შენახვისას 14­-21 დღე, გალიური შენახვისას­ 10-14 დღე და წელიწადში ერთხელ ერთთვიანი შესვენება.

წიწილების გამოზრდის საწყის ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათების, ჰაერცვლის, ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმების დაცვას,რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ცოცხალი მასის და ფიზიოლოგიური განვითარების მიხედვით უფრო გამოთანაბრებული მოზარდეულის მიღებას

წიწილების გამოზრდისას სინათლის რეჟიმი დიფერენცირებული არ არის ყვინჩილებისა და ვარიებისათვის. კვერცხმდებლის მაღალ პროდუქტიულობას და სქესობრივ სიმწიფეს უზრუნველყოფს სტაბილურად მოკლე სინათლის დღის პირობებში გამოზრდილი ახალდედლები.

სინათლის რეჟიმი მოზარდეულის გამოზრდისას

+სტრესული ზემოქმედების შემცირებისათვის, მოზარდეულზე სინათლის დღის ხანგძლივობის მკვეთრი შემცირება, ცხრილში ნაჩვენები დროის ინტერვალის საზღვრებში, სასურველია ყოველღიურად მოხდეს 15-­30 წუთით. სტაბილურად მოკლე სინათლის დღე 9 საათის დონეზე შენარჩუნებული უნდა იქნეს 6 კვირიდან სქესობრივი სიმწიფის დადგომამდე.

ვარიას გამოზრდისას ნათელი დღის ხანგძლივობის მკვეთრი გადიდება იწვევს გამრავლების ორგანოების სწრაფ განვითარებას და კვერცხდების ადრეულ 120­-130 დღის ასაკში დაწყებას, როცა ფრინველი ინტესიურად იზრდება და მას ჯერ კიდევ დამთავრებული არ აქვს განგური. შედეგად, ახალდედალი ამ ასაკში დებს წვრილ კვერცხს, კარგავს ცოცხალ მასას, კვერცხდების განვითარება ყოვნდება და იზრდება გამოწუნების პროცენტი. ამიტომ სარემონტო მოზარდეულის გამოზრდა უნდა მოხდეს შემცირებადი ან სტაბილურად მოკლე ნათელი დღის პირობებში, იმ ვარაუდით, რომ კვერცხდება დაიწყონ 140­-150 დღის ასაკში, როცა მათი ცოცხალი მასა მიაღწევს 1400-­1450 გ­ს. ასეთი კვერცხმდებლიდან ჩვეულებრივად ღებულობენ მეტ კვერცხს დიდი მასით.

საკარმიდამო მეურნეობებში მოზარდეულს ჩველებრივად ფანჯრიან შენობებში ზრდიან, ამიტომ განათების რეჟიმი დამოკიდებულია ბუნებრივი განათების ხანგძლობაზე, რომელსაც არეგულირებენ ელექტრო განათებით.

ფერმერები ერთდღიან წიწილებს იძენენ ან აჩეკინებენ თავის მეურნეობაში გაზაფხულზე აპრილ­მაისში. ეს მეტად ხელსაყრელი დროა წიწილების გამოსაზრდელად, რადგან ამ დროს გამოზრდილი ახალდედლები სექტემბერ­ოქტომბერში იწყებენ კვერცხდებას. ამ პერიოდში გამოზრდაზე დასმულ წიწილების ნათელი დღის ხანგძლივობა პირველ კვირაში უნდა შეადგენდეს 23 სთ­ს. მეორე კვირიდან სინათლის ხანგძლივობას ყოველკვირეულად ამცირებენ 30 წთ-ით,ხოლო 3 თვის ასაკიდან მოზარდეულს ბუნებრივი განათების პირობებში ზრდიან. 140 დღის მიღწევის პერიოდისთვის ბუნებრივი სინათლის ხანგძლიობა საჭირო ­13 სთ­ს შეადგენს.

140 დღის ასაკიდან მეკვერცხული მიმართულების ახალდედლებს სინათლის ხანგძლიობას უზრდიან 1-­2 სთ­ით თვეში და აყავთ 16­-17 სთ­მდე. განათების ხანგძლიობის ასეთი დონეს ინარჩუნებენ ექსპლოატაციის ბოლომდე. ასეთი განათების რეჟიმი ახდენს გამრავლების ორგანოების ნორმალურ სტიმულირებას, ხელს უწყობს ფრინველის პროდუქტიულობის გადიდებასა და დიდი მასის და კარგი ხარისხის ნაჭუჭის მქონე კვერცხის მიღებას.

განათების ინტენსიურობა

გამოზრდის 4 კვირის განმავლობაში განათების დონე უნდა იყოს 4 ვატი-­მზე,ხოლო 4 კვირიდან გამოზრდის ბოლომდე 2 ვატი- მ2­ზე. სინათლის წყაროდ ვარვარა ნათურების გამოყენებისას მათი განლაგება ხდება იატაკიდან არაუმეტეს 2 მეტრისა, იმ ანგარიშით, რომ 60 ვატი სიმძლავრის ერთი ნათურა მოდიოდეს იატაკის ფართობის 15 მ2ზე, რითაც მიიღწევა საფრინველის განათების თანაბარზომიერება. განათების ინტენსიურობის რეგულირება გამოზრდის პერიოდში შეიძლება მოვახდინოთ ელექტრო რეგულატორების საშუალებით.

ტემპერატურის რეჟიმი

ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან წიწილებს დედლისგან განსხვავებით არ შეუძლიათ დამოუკიდებლად სხეულის ტემპერატურის მუდმივ დონეზე შენარჩუნება, რამდენადაც მათ არ აქვთ ფორმირებული თერმოსარეგულაციო მექანი ზმი, რომელიც მთავრდება 60-­90 დღის ასაკში იუველური შებუმბვლის დასრულებისას.

წიწილებისთვის ჰაერის ტემპერატურის ოპტიმალური დონის დიფერენცირება დამოკიდებულია ასაკზე და გამოზრდის ხერხებზე.

მეკვერცხული ჯიშის წიწილებისთვის ჰაერის ტემპერატურა სიცოცხლის პირველ კვირაში იატაკზე შენახვისას დღე­ღამის განმავლობაში გამათბობლის ქვეშ უნდა შეადგენდეს +33­-340C, ხოლო შენობაში + 29-­300C. ასეთი ტემპერატურის დროს სწრაფად ხდება ნარჩენი ყვითრის შეწოვა და წიწილები უკეთესად ვითარდებიან. მცირე სულადობისთვის ასეთი ტემპერატურა შეიძლება შეიქმნას ელექრტოგამათბობელი ხელსაწყოებითრეფლოქტორებით ან ჩვეუ ლებრივი გამახურებელი ნათურებით, რომლებიც ამავდროულად შეიძლება წარმოადგენდნენ სითბოსა და სინათლის წყაროს. მეორე კვირიდან ტემპერატურა თანდათანობით მცირდება 30C ­ით და 6­-8 კვირის ასაკში დაყავთ +18­+20 0C­ მდე.

მეკვერცხული ჯიშის წიწილების გალიური შენახვისას ჰაერის ტემპერატურა შენობაში 1­-30 დღის ასაკში უნდა შეადგენდეს 25­230C, 31-­60 დღის ასაკში ­20-­180C და 61-­დან გამოზრდის ბოლომდე 18-­160C. შენობის საერთო გათბობისას გამოზრდის პირველი 3 დღის განმავლობაში იცავენ 330C ტემპერატურას. 4­7 დღის ასაკში ინარჩუნებენ 320C, მეორე კვირიდან 280C, მესამე კვირას 240C და შემდეგ პერიოდში 200C

ფარდობითი ტენიანობა

წიწილები სიცოცხლის პირველ დღეებში ძალზე მგრძნობიერები არიან ჰაერის ტენიანობის. ამიტომ 1-­15 დღის მანძილზე შეფარდებითი ტენიანობა შენობაში უნდა შეადგენდეს 65­-70%, ხოლო შემდეგ 55-­60 %­ს. ფარდობითი ტენიანობის მკაცრი დაცვა აუცილებელია პირველი ორი კვირის განმავლობაში, რადგანაც ტენიანობის გაზრდა მაღალი ტემპერატურის დროს პირველი ორი კვირის განმავლობაში იწვევს სითბოს გაცემის შემცირებას და წიწილების გადახურებას, რის გამოც მცირდება საკვების მოხმარება და ფერხდება მათი განვითარება.

დაბალი ტენიანობა მაღალი ტემპერატურის ფონზე წარმოადგენს ლორწოვანი გარსისა და შებუმბვლის სიმშრალის მიზეზებს, იწვევს წყლის მოხმარების გაზრდას, საკვების მოხმარების შემცირებას და ზრდაში ჩამორჩენას.

ტენიანობის რეგულირებას ახდენენ ცნობილი მეთოდებით: ვენტილაციის ინტესიურობის რეგულირებით და იატაკის დამატებითი დატენიანებით. მიკროკლიმატის რეგულირების სისტემაში არ უნდა მოხდეს საჭირო ტემპერატურის დაცვა შენობაში ვენტილაციის ინტენსიურობის შემცირების ხარჯზე, რადგანაც ეს გამოიწვევს ტენიანობის გაზრდას და ჰაერის შემადგენლობის გაუარესებას.

ჰაერის მოძრაობის სიჩქარე

წიწილების გამოზრდისას მნიშვნელოვანია ჰაერის მოძრაობის სიჩქარე. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან გამჭოლი ქარის მიმართ, რადგან ამან შეიძლება

გამოიწვიოს მათი ორგანიზმის გადაცივება. ამიტომ წიწილების სიცოცხლის პირველ დღეებში ჰაერის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მ/წმ.

გამოზრდის ხერხი

ყვინჩილებისა და ვარიების ერთად და განცალკავებულად გამოზრდის გამოყენებული ხერხებიდან ამჟამად უპირატესობა ენიჭება უკანასკნელ ხერხს, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ შენარჩუნებულობას და სიცოხლისუნარიანობას, ყვინჩილებისა და ვარიების უფრო სტაბილურ და გამოთანაბრებულ ცოცხალ მასას 17 კვირის ასაკში, აგრეთვე მამლების სპერმის მაღალ ხარისხს (ეაკულატის მოცულობა, სპერმის აქტიურობა და კონცენტრაცია).

მამლების შეფასება მოცემული მაჩვენებლების მიხედვით ზრდადასრულებულ გუნდში გადასაყვანად წარმოადგენს საკმაოდ ობიექტურ ტესტს, ამიტომ მამლების გადარჩევისას 17 კვირის ასაკში სანაშენედ საჭიროა ისეთი ინდივიდების დატოვება, რომელთა სპერმის მოცულობა 0,20 მლ, აქტიურობა 6,7 ბალი, კონცენტრაცია 3 მლრდ/მლ.

დასმის სიმჭიდროვე

სქესზე განცალკავებული მოზარდეულის იატაკური შენახვის დროს 1­-9 კვირის ასაკში 1 მ2­ზე დასმის სიმჭიდროვე შეადგენს 9 ფრთას; 10­-17 კვირის ასაკში­6,0-­7,5 ფრთას; სქესზე გაურჩეველი მოზარდეულის 1­9 კვირის ასაკში სიმჭიდროვე 17 ფრთას შეადგენს.

იატაკური შენახვის გავრცელებული ფორმაა ღრმა საფენზე შენახვა, რომლიმოწყობისათვის მყარ იატაკზე ყოველ 1 მ2 ფართობზე მოაყრიან 0,5 კგ ჩამქრალ კირს, შემდეგ ქვეშაფენს 5სმ­ის სიმაღლეზე. ქვეშსაფენად შეიძლება გამოყენებულ იქნას ხის ბურბუშელა, დაქუცმაცებული ნამჯა, ტორფი და სხვა. ხის ნახერხის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან წიწილებმა შეიძლება აკენკონ და გამოიწვიოს ნაწლავის დაცობა. ყველა ქვეშსაფენი უნდა იყოს მშრალი,ტენიანობა 25 %­ის ფარგლებში, ობისა და ლპობის ნიშნების გარეშე. დაბინძურების მიხედვით საფენს თანდათან უმატებენ ისე, რომ საბოლოო სიმაღლე არ აღემატებოდეს 15-20 სმ. ღრმა საფენის გამოცვლა ხდება ერთხელ გამოზრდის დასრულების შემდეგ.

გალიური შენახვის დროს გალიის იატაკის 1 მ2 ფართობზე ვარიების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 28 ფრთას, ხოლო იატაკის ფართობი ერთ ფრთაზე 340 სმ2 ­ს. გალიის იატაკის 1 მფართობზე ყვინჩილების რაოდენობა 22 ფრთას, ხოლო იატაკის ფართობი ერთ ფთაზე ­430 სმ2 ­ს.

კვებდა დარწყულებ

ვარიასთვის კვების კუთრი ფრონტი არის 2,5 სმ/ფრთაზე, ყვინჩილასთვის ­3,0 სმ/ფრთაზე. ვარიების დარწყულებისთვის 1 -დან 10 კვირამდე და 10-­დან 17 კვირამდე, ერთ ნიპელზე მოდის შესაბამისად 11 და 7 ფრთა, ყვინჩილები 10 და 6 ფრთა, რაც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებას წყალზე. სხვა ტიპის ­ ღარისებრი საკვებურის და სარწყულებლის გამოყენების დროს საკვებურის კუთრი ფრონტი 1-­დან 7 ­კვირამდე და 8­-დან 17 კვირის ასაკამდე შეადგენს შესაბამისად 5 და 10 სმ/ ფრთაზე, სარწყურებლის კუთრი ფრონტი არანაკლები 2 სმ/ფრთაზე.

სარემონტო მოზარდეულის კვება სასურ ველია დაიწყოს ნულოვანი ულუფით,რომელიც შეიცავს ადვილადხსნად და ადვილმონელებად ნივთიერებებს. ულუფის სანიმუშო შემადგენლობა (%): სიმინდი­-50, ხორბალი­-14, ქერი (შვრია)­-10, სოიის შროტი­-14, მშრალი შრატი­-12

კომპონენტები წიწილას ეძლევა წვრილი ღერღილის სახით, რომლის ზომა 0,1­-1,0 მმ არ უნდა აღემატებოდეს. სიცოცხლის პირველ კვირას საკვებურში საკვები მუდმივად უნდა იყოს. ნულოვანი ულუფის შემდეგ იყენებენ ზრდის ულუფებს 1-­7 და ­8-14 ასაკებისთვის. 15 კვირიდან და ზევით ასაკში 2­-5 % კვერცხდებისას გამოიყენება სხვა ულუფა. ულუფების შედგენისას დაცული უნდა იქნეს მიმოცვლითი ენერგიისა და საყუათო ნივთიერებების ნორმები.

მიმოცვლის ენერგიისა და საყუათო ნივთიერებების ნორმები

გამოჩეკიდან პირველ 24 სთ-­ში წიწილებს 5­8- %­იანი გლუკოზას ან 1ლ. წყალში გარეულ 1გრ. ვიტამინ C- ­ს ალევინებენ. საერთოდ მიღებულია საკვების მიცემამდე 2-­3 სთით ადრე წყლის დალევინება. ეს ხელს უწყობს ორგანიზმიდან ემბრიონალურ პერიოდში დაგროვილი შარდმჟავას გამოდევნას. წყლის ტემპერატურა პირველ სამ დღეს უნდა იყოს 31-­330C, 4­7 დღის ასაკში ­28­-30 და შემდეგ 18­-200C.ცხელ პერიოდში (30­-350C ) წყლის მოხმარება შეიძლება გაიზარდოს 20-­25 %­ით.

მოზარდეულის საორენტაციო კვების ნორმატივები

მოზარდეულის სწორი კვების კონტროლი ხდება ცოცხალი მასის მიხედვით,რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს შესაბამის ასაკში. ამისათვის აუცილებელია რეგულარულად (კვირაში ერთხელ) აიწონოს ფრინველის სულადობის 1 % (მინიმუმ 50 ფრთა თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან). აწონვა ხდება ჭამამდე, მისაღებია ერთგვაროვნების 80 %. თუ ფრინველის ცოცხალი მასა განსხვავდება სტანდარტისაგან, მას უცვლიან კვების ულუფას.

დებიკირება. წიწილებს კანიბალიზმის და საკვების გაფანტვის თავიდან აცილების მიზნით 6­-10 დღის ან 7­-10 კვირის ასაკში ხელსაწყო დებიკერის გამოყენებით ახდენენ ნისკარტის ნაწილობრივ მოჭრას. დებიკირებამდე, სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით, ფრინველს 2 და დებიკირების შემდეგ 3 დღის განმავლობაშიეძლევა წყალში გახსნილივიტამინიK (4 გ/ლ) და C (20 მგ /ლ). დებიკირებამდე, ფრინველს 6 სთ­ის განმავლობაში არ უნდა მიეცეს საკვები

თუ ფერმაში მასიურ დაკორტნას აქვს ადგილი, მაშინ 1­12 დღის წიწილებს აჭრიან ½ ზედა და 1/3 ქვედა ნისკარტის ნაწილს. თუ დაკორტნა მასიური არ არის,მაშინ ეჭრება 1/3 ზედა და ქვედა ნისკარტის ნაწილი. 5 კვირის ზევით ასაკის მოზარდეულს ჯერ ეჭრება ზედა ნისკარტის 2/3,შემდეგ ქვედას 1/3 (იხილეთ დებიკირების სქემა). არ შეიძლება არც ერთი წიწილას დებიკირების გარეშე დატოვება, რადგან ის შეიძლება გახდეს ნამდვილი მკვლელი.

დებიკირების შემდეგ საფრინველეში განათება აყავთ ნორმის მაქსიმუამდე,2­3 დღის განმავლობაში ტემპერატურას ნორმის ზევით ზრდიან 2­3°C­ით და წიწილას აძლევენ ფხვიერ ყუათიან საკვებს.

ვეტერინარული ღონისძიებები. საქართვე ლოში მიღებულია წიწილების ვაქცინაციის სტანდარტული პროგრამა, რომლის ეფექტი დამოკიდებულია რეგიონისა და ფერმერული მეურნეობის ეპიზოტიურ მდგომარეობაზე, სადაც გამოიზრდება მოზარდეული

ვაქცინაციის სტანდარტული პროგრამა

მეფრინველეობის ფერმერულ მეურნეობებში პათოგენური მიკრო ორგანიზმების საწინაამღდეგო საიმედო სპეციფიკური პროფილაქტიკური მეთოდები არ არსებობს, მაგრამ მიკრობებისა და ვირუსების დონის შემცირება მიიღწევა ცნობილი ხერხით:

­  ინფექციური დაავადებებიდან დაცვის საუკეთესო ხერხია ფრინველის ახალი პარტიის მიღებამდე, საფრინველის სრულად განთავისუფლება წინა პარტიის ფრინველისაგან. საფრინველის საიმედო დეზინფიცირება და მოზარდეულის იზოლირებულად გამოზრდა ზრდა დასრულებული ფრინველისაგან.

­  გრანულირებული საკვების უპირატესი გამოყენება, რადგან ის შეიცავს ნაკლები რაოდენობის პათოგენებს, განსაკუთრებით ნაწლავის ჩხირებს და სალმონელებს.

­  მღრნელების წინაამღდეგ ეფექტური ბრძოლა, რადგან მათი ფეკალი წარმოადგენს პათოგენური მიკრო ორგანიზმების წყაროს.

­  ფრინველის დარწყულება უნდა მოხდეს მხოლოდ სუფთა წყლით. ქლორირება და დარწყულების დახურული სისტემის გამოყენება ამცირებს წყალში მიკროორგანიზმების რაოდენობას.

­  წიწილებზე ინფექციის გადაცემა მნიშვნელოვნად მცირდება ინკუბაციის საამქროში ჰიგიენის დაცვით, საფრინველეში საინკუბაციო კვერცხის ხშირი აკრეფით, საბუდრის და კვერცხის ამკრეფი ლენტის სისუფთავით, კვერცხის დახარისხებითა და დეზინფექციით დადებიდან 2 სთ­ის განმავლობაში.

თენგიზ ფირცხალაიშვილი,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი