აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

მეღორეობა _ დამწყები ფერმერებისათვის

მეღორეობის ბიოლოგიური თავისებურებაა სწრაფმწიფადობა, მაკეობის მოკლე ვადები, უხვნაყოფიერება, სუქების ეკონომიკური ეფექტიანობა.

კვების და შენახვის კარგ პირობებში, 9-10 თვის ასაკში განაყოფიერებისას, ახალგაზრდა გოჭები სუქებისათვის სრულფასოვან ნაყოფს იძლევიან. ინტენსიური სუქებისას მოზარდები 5 1/2 თვის ასაკიდან 100 კგ-ს და მეტს იწონიან, რაც მინიმალურ დროში  მაქსიმალური პროდუქციის მიღების საშუალებას იძლევა.

ღორებში მაკეობა 114-116 დღე გრძელდება, რაც ყოველი დედა ღორიდან მივიღოთ წელიწადში 2, ხოლო ძუძუმწოვრობის პერიოდში განაყოფიერებისას ან გოჭების ადრე ასხლეტის შემთხვევაში 2 1/2 მოგებას იძლევა.

საშუალო უხვნაყოფიერებად ერთ დაყრაზე 10-12 გოჭი ითვლება. ინტენსიური სასალე სუქების დროს საკლავი პირუტყვის გამოსავლიანობა 75-85%, ხოლო სახორცე სუქებისას 70-75%-ია. ღორის ინტენსიური სუქებისას  ერთ კილოგრამ ცოცხალ წონაზე 4-5 საკვები ერთეული იხარჯება. ასეთ პირობებში სუქების საშუალო დღიური წონამატი 550 გრ-დან 750 გრ-მდეა, ღორის ხორცის წარმოება ერთ შუაწლიურ დედაღორზე წელიწადში 18,4 ცნტ-ია, მაგრამ საამისოდ მყარი საკვები ბაზაა საჭირო. უნდა გვახსოვდეს, რომ ინტენსიური მეღორეობის ძირითადი საფუძველი სრულფასოვანი (კომბინირებული საკვები + მარცვლეული კულტურები + წვნიანი საკვები) საკვებია.

ზრდის კონტროლისათვის სანაშენე მოზარდ გოჭებს ინდივიდუალურად, ყოველთვიურად წონიან. მიღებული შედეგები სანაშენე მოზარდის გამოზრდის წიგნში შეაქვთ. ზრდაში ჩამორჩენილ ცხოველებს იწუნებენ და გასასუქებელი ცხოველების ჯგუფშიადაყავთ. მთლიანი და საშუალო დღიური წონამატის გასასაზღვრავად დიდ წონიან სასუქ ღორებს ჯგუფურად, თვეში ერთხელ წონიან. მოზარდი შეიძლება სუქებაზე საყენებამდე და სუქების შეწყვეტის შემდეგ აიწონოს.

ღორების სხეულის აგებულების რამოდენიმე ტიპი არსებობს: სახორცე, სასალე, სახორცე-სასალე, საბეკონე.

სხვადასხვა ჯიშის ღორებში, კუნთოვანი, ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლისას დადგინდა, რომ დიდი შავი, თეთრი დიდყურა, კემეროვის, ჩრდილო -კავკასიური ჯიშის ღორების ხორცი 88% კუნთოვან და 9% ცხიმოვან ქსოვილს. საბეკონე პროდუქტიულობის მიმართულების ჯიშის ღორები, როგორიცაა ლანდრასი, ესტონური საბეკონე, შეიცავენ 92% კუნთოვან და 5% ცხიმოვან ქსოვილს შეიცავს. საბეკონე ჯიშის ღორებში ჩონჩხის სიმყარე უფრო მაღალია, ვიდრე სახორცე სასალე მიმართულების ღორებში.

დღეს, როცა ღორის მჭლე ხორცზე მოთხოვნა გაიზრდილია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ ჯიშებს, რომლებიც უცხიმო და ნაზ ხორცს იძლევიან.

მაგალითად: დანიური ლანდრასის ჯიშის ღორები საბეკონე ტიპისაა. აქვთ გრძელი,  გაჭიმული ტანი, ფართე და ბრტყელი ბარკლები, თვალებზე ჩამოფარებული გრძელი ყურები, თხელი კანი, თეთრი და იშვიათი ჯაგარი.

ზრდასრული ტახები 300-320, ხოლო ნეზვები – 220-250 კილოგრამს იწონიან. ერთ მოგებაზე დედა ღორისგან 10-12 გოჭს ღებულობენ. ასხლეტილი გოჭები 2 თვის ასაკში 19,6 კგ-ს იწონიან. ცხოველები 100 კილოგრამამდე 189 დღეში აღწევენ. საშუალო დღიური წონამატი 707 გრამია. 1 კგ ცოცხალ წონაზე 3,97 საკვები ერთეულის დანახარჯისას, ზრდასრული ტახის სიგრძე საშუალოდ 175 სმ-ის ტოლია, მკერდის გარშემოწერილობა – 157 სმ, ნეზვებს შესაბამისად _ 160-140 სმ.

დედა ღორების და კერატების შეფასება

ღორების პროდუქტიულობის შეფასებისას ძირითად მაჩვენებლად დედაღორისგან მიღებული ნამატის სიდიდე ითვლება. მნიშვნელოვანია მსხვილნაყოფიანობა, მერძეულობა, ხოლო კერატების შეფასებისას _ მწარმოებლური უნარი (დაგრილებული და განაყოფიერებული დედა ღორების პროცენტული თანაფარდობა). კერატის შეფასებისას აუცილებელია დაგრილებული დედაღორების ნაყოფიერების, ნაყოფის ხარისხი, 2 თვის ასაკში ბუდის წონის გათვალისწინება. ღორების საშუალო ნაყოფიერება 10-11 გოჭია, ხოლო ცალკეული ღორებისა 20 გოჭამდე.

მსხვილნაყოფიანობა დაყრისას გოჭების წონას აჩვენებს. ეს წონაა გოჭების დედაღორთან მიშვებამდე და 1-1,3 კილოგრამი უნდა იყოს.

მერძეულობა – ეს გოჭების ცოცხალი წონაა ბუდეში 30 დღის ასაკში.

ყველა ჯიშის ღორები სქესმომწიფებას 5-6 თვის ასაკში აღწევენ. თუმცა სანაშენე მეურნეობაში კერატებს დასაგრილებლად 11-12 თვის შემდეგ უშვებენ, როცა ტახები 160-180 კგ-ს იწონიან, საწარმოო მეურნეობაში კი 10-11 თვის ასაკში, როცა ღორები 130-150 კილოგრამს მიაღწევენ. ბუნებრივი დაგრილებისას ახალგაზრდა კერატის დატვირთვა წელიწადში 10-15 დედა ღორს შეადგენს. დღეში დასაშვებია ერთი შეჯვარება.

დაგრილებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე და თვეში ერთხელ დაგრილების დროს ამოწმებენ სპერმის ხარისხს. კერატებს, რომლებიც მომწვანო ან მოწითალო შეფერილობის, შარდის სუნის მქონე სპერმას იძლევიან და ეაკულატის მოცულობა 100 სმ3-ზე ნაკლები აქვთ, დასაგრილებლად არ იყენებენ. სპერმა რომელიც 1 მლლ-ში 0,21 მლრდ და მეტ სპერმატოზოიდს შეიცავს, სქელ სპერმად ითვლება, 0,11-დან 0,21 მლრდ-მდე _ საშუალო სისქის სპერმად. თუ სპერმაში მკვდარი სპერმატოზოიდები 50%-ზე მეტია – იგი უვარგისია. ბუნებრივი განაყოფიერებისას 2 დღეში ერთი შეჯვარება ნორმალურ დატვირთვად ითვლება. ყოველდღიური შეჯვარება დასაშვებია 2 წელზე უხნეს კერატებში.

დედა ღორები გოჭების ასხლეტიდან მე-4 _ მე-6 დღეში ხურდებიან. სანაშენე მეურნეობებში ღორებს მე-10-11 თვეზე აგრილებენ, როცა მათი წონა 130-150 კილოგრამს აღწევს, საწარმოო მეურნეობებში კი მე- 9-10  თვეს როცა ნეზვების წონა 110-120 კილოგრამია.

ღორის სქესობრივი ციკლი 3 პერიოდად იყოფა: 1.  ახურება 2. ახურების შემდგომი პერიოდი 3. სიმშვიდე.  სქესობრივი ციკლი ყოველ 16-21 დღეზე 14-30 დღის ცდომილებით მეორდება.

ახურების პერიოდი შეიძლება დაიყოს სამ სტადიად: პირველში – დედა ღორს უშუპებენ და უწითლებენ გარეგან სასქესო ორგანოებს. მეორეში – საერთო აგზნების დროს ჩნდება კერატისკენ ლტოლვა. დედაღორს უმახვილდება სმენა, ყნოსვა, უქვეითდება მადა, ახტება სხვა ღორებს, მაგრამ კერატი ცდილობს მის დააგრილებას, ის ერთ ადგილზე არ ჩერდება. მესამე სტადიისას /მძუნაობა/ დედაღორი დაგრილებისას გაუნძრევლად დგას. გაუნძრევლობის რეფლექსი – არის მესამე პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი.

ახურება გრძელდება 3-4 დღე, ახურებიდან ერთი დღის შემდეგ დედა ღორი იწყებს მძუნაობას და ეს 50-60 საათი გრძელდება. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ახურება 10-12 საათით მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე ზამთარში.

ზრდასრულ დედა ღორებს ოკულაცია ატეხვიდან დაწყებიდან 20 საათის შემდეგ ეწყებათ, ახალგაზრდა ღორებს 24-30 საათის შემდეგ. რომ არ გაცდეს დაგრილებისათვის საუკეთესო დრო, ახურების ნიშნების დედა ღორებს აცალკევებენ და კერატით დღეში 2-3 ჯერ ცდას ატარებენ.

ერთ ატეხვაზე დედა ღორი 2-ჯერ, 12-15 საათის ინტერვალით უნდა დაგრილდეს. ნორმალური დაგრილება მიმდინარეობს 5-8 წუთი. დაგრილებულ ღორებს 2-3 დღე ცალკე ამყოფებენ, შემდეგ მაკე ღორებს 25-30 სულს ერთად აჯგუფებენ და ნეზვებისაგან აცალკევებენ.

ღორების დაგრილების მეთოდები

მეღორეობაში ხელოვნურ დაგრილებას და ხოლოვნურ განაყოფიერებას იყენებენ.

ხელოვნური დაგრილებისას ახალგაზრდა დედაღორების და დიდი წონის კერატების გამოყენებისას იყენებენ სპეციალურ სადგომებს. პატარა წონის კერატებით დიდი წონის დედაღორების დაგრილებისას 60-70 სმ-ის სიგრძის და 10 სმ სიმაღლის კვადრატულ სადგამს აკეთებენ, რომელსაც კერატს უკანა ფეხების დასადგმელად უდებენ.

ხელოვნური დაგრილება საშუალებას იძლევა გავითვალისწინოთ დაგრილების და განაყოფიერების დრო, ეკონომიურად განაწილდეს კერატების ენერგია, ასევე განხორციელდეს ცხოველების ინდივიდუალური შერჩევა.

ხელოვნური განაყოფიერება – ეს ღორების მოშენების შედარებით ეფექტიანი და სრულყოფილი მეთოდია, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოვიყენოთ მხოლოდ საუკეთესო კერატები, რომლებიც ნაყოფის ხარისხის მიხედვით არიან შეფასებული. ხელოვნური განაყოერებისას ერთი კერატის სპერმით 5-ჯერ მეტი ცხოველების განაყოფიერება შეიძლება, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას. ამას გარდა, მეურნეობაში შეიძლება შემცირდეს კერატების რაოდენობა, რასაც დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს..

განაყოფიერების დროს და სიხშირეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, რადგანაც განაყოფიერების შესაძლებლობა დედალ ღორებში საკვერცხეში მომწიფებული კვერცხის საკმაოდ ხანმოკლეობით განისაზღვრება. დანარჩენ დროს განაყოფიერება შეუძლებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განაყოფიერების დროის ამორჩევა. მეორე პირობა, განაყოფიერების შედეგიანობის გადამწყვეტი პირობა – გამოსაყენებელი სპერმის ხარისხი და რაოდენობაა. ღორებში გამოიყენება დათესვლის საშვილოსნოს მეთოდი. მძუნაობის პერიოდში, რომელიც ღორებში 2-3 დღე გრძელდება, რეკომენდებულია მათი 2-3 ჯერ დათესვლა: 1-ჯერ – მძუნაობის დაწყებიდან 18-24 საათის შემდეგ, მეორე პირველი განაყოფიერებიდან _ 16-18 საათის შემდეგ.

სანაშენე მეურნეობა

ცხოველების შერჩევა ხდება ნიშნების კომპლექსის მიხედვით: წარმომავლობა კონსტიტუცია, ექსტერიერი და პროდუქტიულობა (სწრაფმწიფადობა, ნაყოფიერება, მსხვილნაყოფიანობა, მერძეულობა, ბუდის წონა ასხლეტვისას და სხ.).

ადრულ ასაკში მოზარდ ღორებს არჩევენ წარმომავლობისა და განვითარების მიხედვით, შემდგომში ემატება შეფასება პროდუქტიულობაზე და ნაყოფის ხარისხზე. მყარი კონსტიტუცია – ჯანმრთელობის მაჩვენებელია.

დიდი ყურადღება ეთმობა წარმომავლობის მიხედვით შერჩევას. ცხოველს უნდა ჰყავდეს ოთხი რიგით ცნობილი წინაპრები. ამ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ წინაპრების ნაყოფიერებას/ სანაშენედ ტოვებენ მხოლოდ მრავალნაყოფიან დედაღორებს და მათ ურჩევენ აგრეთვე მრავალნაყოფიანი დედაღორისაგან მიღებულ კერატებს.

შეფასების და შერჩევის შემდეგ, ცხოველებს წარმომავლობის, კონსტიტუციის და პროდუქტიულობის მიხედვით არჩევენ. ამორჩევა 2 სახისაა: ჰომოგენური და ჰეტეროგენური.

ჰომოგენური ამორჩევა – ეს არის ერთნაირი კონსტიტუციის, პროდუქტიულობის და წარმომავლობით ახლოს მდგომი ცხოველების ამორჩევა. აქ მუშაობს პრინციპი: კარგი კარგთან იძლევა კარგს.

ჰეტეროგენური ამორჩევა –  ეს არის როცა შეჯვარებისათვის ირჩევენ სხვადასხვა კონსტიტუციის, პროდუქტიულობის და წარმომავლობის ცხოველებს, ამის მიზანია შთამომავლობაში ს ცხოველების კონსტიტუციონალური და პროდუქტიული ხარისხის გაუმჯობესებაა. ეს შერჩევა უზრუნველყოფს შთამომავლობის ცხოველმყოფელობის გაუმჯობესებას.

სანაშენე ღორების სასუქი და სახორცე ხარისხის სრულყოფის ერთერთი მეთოდი პროდუქტიულობის მიხედვით საკონტროლო გამოზრდა ან სარემონტო მოზარდის შეფასებაა. უნდა შეფასდეს ყველა სარემონტო მოზარდი. გამოზრდისას ითვალისწინებენ ასაკს, რომლის დროსაც ცხოველი 100 კგ-ს აღწევს, ითვლიან საშუალო დღიურ წონას. საუკეთესო ცხოველებს ტოვებენ, ხოლო დანარჩენს იწუნებენ. პირველად მოზარდს არჩევენ ასხლეტისას. ძირითადი კოლტის გაუმჯობესებისას 2-ჯერ მეტი რაოდენობის ნეზვ გოჭებს ტოვებენ, ხოლო ტახებს _ სამ-სამს ყოველი მწარმოებლიდან. მეორეჯერ მოზარდს არჩევენ ოთხი თვის ასაკში. ყველა გამოწუნებულ ცხოველს აყენებენ სუქებაზე. სარემონტო მოზარდის მესამე შერჩევას ატარებენ დაგრილებისას. შემდეგ ყოველწლიურად ბონიტირებისას ღორებს ამოირჩევა და გამოწუნდება. დედა ღორებს რომლებიც კარგ ნაყოფს იძლევიან, ამაგრებენ იმავე კერატებს. არადამაკმაყოფილებელი ნაყოფის მიღებისას კერატს ცვლიან. სანაშენე ჯგუფს შეადგენს დედაღორების ძირითადი კოლტის 25-30%. ყველა კერატს, დედაღორს და სარემონტე მოზარდს ინდივიდუალური ნომერი უნდა ჰქონდეს.

უკვე შემოწმებული დედა ღორების მოზარდ გოჭებს ამაგრებენ შემოწმებულ კერატებს, ხოლო ახალგაზრდა კერატებს ამოწმებენ ზრდასრულ ძირითად დედა  ღორებზე.

სანაშენე ჯგუფის დედაღორებს ანაყოფიერებენ ამავე ჯგუფის კერატებით, ხოლო საწარმოო ჯგუფის დედაღორებს – სხვა ჯიშის კერატებით.

სანაშენე ჯგუფიდან მიღებული სუფთა ჯიშის მოზარდი გამოსაზრდელად გადადის სარემონტო ჯგუფში, ხოლო ადგილობრივი ცხოველები გადადიან სუქებაზე.

ასევე შესაძლებელია სანაშენე მეურნეობიდან უკვე გამოზრდილი სარემონტო 100-120 კგ-იანი ღორების მოშენება, მათი შეჯვარება სხვა ჯიშის კერატებთან, ხოლო მიღებულ შთამომავლობას აყენებენ სუქებაზე. მიზანშეწონილია შედარებით გავრცელებული ჯიშის დედა როღორების გამოყენება, ხოლო კერატები უნდა იყოს მაღალპროდუქტიული, კულტურული ჯიშის, რომელიც ხასიათდება ზრდის მაღალი ენერგიით და რომელიც იძლევა მაღალ საშუალო დღიურ წონამატს.

გაზომვა

ჩონჩხის სიგრძეს ზომავენ ლენტით. ამასთან ლენტის ბოლოს მარცხენა ხელით მიადებენ კეფის შუაში და აფიქსირებენ მას ჯიდაოს მიდამოში. შემდეგ ლენტას დებენ ჯიდაოს კისრის პირდაპირ ზედა ზოლზე, ზურგზე, წელზე და გავაზე კუდის ფუძემდე.

გულმკერდის გარშემოწერილობას ბეჭებთან ზომავენ ლენტით ბეჭების უკანა კუთხეების შემხები ვერტიკალური სიბრტყით. ლენტის ერთი ბოლო უჭირავთ მარცხენა ხელში, მარჯვენა ხელით ლენტას გადაატარებენ ზურგის ზემოდან და მუცლის ქვემოდან გამოჭიმავენ ლენტის ბოლოების შეერთებამდე, ლენტა მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ცხოველს.

სიმაღლეს ჯიდაოში განსაზღვრავენ სწორი ჯოხით, ცხოველის სხეულის ყველაზე მაღალი წერტილიდან – კეფიდან. გაზომვისათვის ცხოველი უნდა იდგეს სწორად, ჯოხს აყენებენ ვერტიკალურად, მოძრავ ნაწილს უშვებენ ჯიდაომდე, შემდეგ ჯოხი გადააქვთ გვერდზე, სადაც ითვლიან ცხოველის სიმაღლეს. მკერდის სიღრმეს ზომავენ ჯიდაოს ყველაზე მაღალი წერტილიდან გულმკერდის ყველაზე ქვედა ხაზამდე, ვერტიკალურად. ამ შემთხვევაში ჯოხს ატრიალებენ მოძრავ ნაწილით ქვევით.

მკერდის სიფართეს ბეჭებთან ჯოხით ვერტიკალურად ზომავენ, უკანა ბეჭის შემხებ კუთხემდე. საზომ ჯოხს ათავსებენ ცხოველის ზურგის ზედა ხაზის ზემოთ, მოძრავ ნაწილს ფართედ აცალკევებენ ერთმანეთისგან და აბრუნებენ ბოლოებით ქვემოთ, შემდეგ გადაადგილებენ სანამ არ შეახებენ გვერდებს და აფიქსირებენ საჭირო ადგილას. ჯოხს იღებენ და ითვლიან გაზომვის მაჩვენებელს.

ზომებს იღებენ 2-ჯერ 1 სმ სიზუსტით. მკერდის სიღრმემ უნდა შეადგინოს 60%, ხოლო მკერდის სიფართემ ჯიდაოს სიმაღლიდან  უნდა შეადგინოს 50%-მდე.

შენიშვნა: 1. მაქსიმალურ ქულებს წერენ იმ შემთხვევაში, თუ ზომები შეესაბამება ჯიშის სტანდარტს.

შენიშვნა: 2. საერთო აღნაგობისას მაქსიმალური ქულა – 20 იწერება იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი წონით და 5-ჯერ გაზომვისას ცხოველი აკმაყოფილებს ჯიშის სტანდარტს.

შენიშვნა: 3. წინა ნაწილის შეფასებისას, მაქსიმალური ქულა 10 იწერება, თუ ჯიდაოს სიმაღლე და მკერდის გარშემოწერილობა აკმაყოფილებს ჯიშის სტანდარტს.

შენიშვნა: 4. ზურგის და წელის შეფასებისას მაქსიმალური ქულა – 15 იწერება, თუ ჩონჩხის სიგრძე და გულის გარშემოწერილობა აკმაყოფილებს ჯიშის მოთხოვნილებებს.

იმისათვის რომ დაფიქსირდეს ექსტერიერის არსებული ნაკლი, გამოიყენება გრაფიკული მეთოდი. წარმოვიდგინოთ ცხოველის სხეული როგორც სამი კვადრატი: წინა, შუა, უკანა ნაწილი და პირობითი ნიშნებით აღვნიშნოთ ნაკლი

  1. ვიწრო მკერდი
  2. ხ-ის მაგვარი ფეხები
  3. ჩაზნექილი ზურგი
  4. ძლიერ დაშვებული მუცელი
  5. გამოზნექილი გავა
  6. ხმლისებრი აგებულებ
კოლტის აღწარმოების ტექნოლოგია

პირველი დაგრილებისას ცხოველის ცოცხალი მასა უნდა იყოს ზრდასრული წონის 50%. აღწარმოება – ეს არის განაყოფიერების ორგანიზაცია. მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული მთელი სამუშაო. აუცილებელია შედგეს განაყოფიერების და მოგების გეგმა. გეგმა შეიძლება იყოს კონვეიერული, სეზონური, მჭიდრო, ტურული – მეურნეობის მიმართლებასთან დამოკიდებულებაში.

კონვეიერული – მიღებულია ქალაქის მიმდებარე ზონებში არსებულ მსხვილ კომპლექსებში. აქ წლის განმავლობაში თანაბრად ყოველ თვეში ატარებენ დაგრილებას და ღებულობენ ნაყოფს, ზაფხულში ივლისში და აგვისტოში, ხოლო ზამთარში დეკემბერში.

მჭიდრო – როცა დედა ღორებისაგან ღებულობენ 2 მოგებას. აქ დაგრილება და მოგება ხდება კონვეიერულად და ძალიან მჭიდრობ. ეს მეთოდი გამოიყენება სამრეწველო კომპლექსებში. ახურებას იწვევენ ასხლეტისთანავე.

ტურული – როცა დედა ღორების ჯგუფი (20 სული), გოჭებს ყრის 5-6 დღეში, ეს მეთოდი გამოიყენება საშუალო სიდიდის მეურნეობაში.

მოგების ჩატარების ორგანიზაცია

მოგებამდე 3-4 დღით ადრე დედა ღორი გადაჰყავთ მოსაგებ სადგომში /6-7 მ2/.

მოგება უფრო ხშირად მიმდინარეობს ღამით, ამიტომ აუცილებელია მორიგეობა, აუცილებელია ცხელი წყალი, მაკრატელი, იოდი და სხვა სადეზინფექციო საშუალებები, ნაჭრები გოჭების გასასუფთავებლად. გოჭების მისაღებ ყუთს დგამენ ახლოს, მშობიარობა 3-4 საათს გრძელდება, გოჭებს შორის ინტერვალი 5-10 წუთია. მოგების დაწყებამდე სადგომში შეაქვთ თივა და ნახერხი.

პირველი ჩასუნთქვის უზრუნველსაყოფად გოჭს დაბადებისას პირის ღრუ ლორწოსაგან უნდა გაუნთავისუფლდეს, გადაიჭრას ჭიპლარი, გასუფთავდეს ნაჭრით და მოთავსდეს ყუთში. ყუთი აუცილებელია იმისათვის რომ ადრე დაბადებულმა გოჭებმა დედა ღორი არ შეაწუხონ, და მიეჩვიონ გარემოს ტემპერატურას. მოგების შემდეგ პლაცენტა უნდა მოაშოროთ დედა ღორს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დედა ღორს მაკეობის მეორე პერიოდში არ ეყო საკვები ნივთიერებები, ღორმა შეიძლება შეჭამოს მომყოლი და გოჭები.

მოგების შემდეგ სადგომს ასუფთავებენ, დედა ღორს ბანენ და უშვებენ გოჭებს მოსაწოვად, წინა საწოვრებიდან გამოიყოფა უფრო ცხიმიანი რძე, ამიტომ უნდა მიუშვათ სუსტი გოჭები. ნაყოფის შესანარჩუნებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი მიკროკლიმატი, რადგან გოჭების თერმორეგულაცია 7-8 დღის განმავლობაში სუსტია. გარემო არის ტემპერატურა უნდა იყოს 300, ასხლეტილი გოჭებისათვის 180. ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს 65%, ხოლო ჰაერის მოძრაობა 0,15 მეტრი წამში.

მოგების დღეს დედაღორს საკვები არ ეძლევა. შეიძლება მიეცეს წყალი, მეორე დღეს ულუფა ფქვილთან და ნარჩენებთან ერთად. თანდათან 5 დღის განმავლობაში ღორი გადაყვანილი უნდა იქნას სრულ რაციონზე: კონცენტრატები 70-75%, წვნიანი საკვები – 20-25%, ბალახის ფქვილი – 5%. უნდა გვახსოვდეს რომ დედა ღორის სრულფასოვანი კვება საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს და გაიზრდოს ჯანმრთელი გოჭები, რადგან ყოველ კილოგრამ ცოცხალ წონაზე 3 ლიტრი დედის რძე ნაწილდება.

სუქების მეთოდები

არსებობს სუქების შემდეგი სახეობები: ინტენსიური სახორცე, საბეკონე და ცხიმოვან კონდიციებამდე სუქება.

სახორცე სუქებისას ცხოველებს 95-100 კგ-მდე ასუქებენ. ამ წონის მიღწევის სასურველი ასაკია 7 თვე. ამასთანავე სუქების ინტენსიობამ 1 კგ-ზე 4,5-5 საკვები ერთეულის  ხარჯვისას დღე-ღამეში 500-600 გრ. ცოცხალი წონა უნდა შეადგინოს.

საბეკონე სუქება ბეკონის მისაღებად წარმოებს. იგი ძალიან გემრიელია, დიდი რაოდენობით ხორცის და მცირე რაოდენობით მარცვლოვან სალას შეიცავს.  საბეკონე სუქებისათვის არჩევენ კარგად განვითარებულ 2-2,5 თვის, 20-25 კილოგრამიან გოჭებს. დაკვლის წინ 6,5-7 თვის ასაკში მათი წონა 90-100 კილოგრამი უნდა იყოს. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჟმიხები, სიმინდი, თევზის ნარჩენები, შვრია, სოიო, აფუჭებენ ბეკონის ხარისხს, ამიტომ ამ საკვების, 30% – იანი შემცველობი, ცხოველებისათვის ჭმევა მხოლოდ სუქების დასაწყისში შეიძლება,. სუქების მეორე პერიოდში საჭიროა ქერზე, ფეტვზე, ბარდაზე, კარტოფილზე, პარკოსან ბალახზე გადაყვანა.

ცხიმოვან კონდიციებამდე ძირითადად ასუქებენ გამოწუნებულ დედაღორებს და კერატებს. სუქების ხანგრძლივობა 2,5-3 თვეა. საშუალო დღიური წონამატია 800-1000 გრ. სუქების პირველ თვეში იყენებენ დიდი რაოდენობით მოცულობით კორმებს /სილოსი, მწვანე მასა, საკვები წარმოების ნარჩენები/. შემდგომში ამ საკვებს ნელნელა ცვლიან კონცენტრატებით.

სუქების ყველა სახიდან ძირითადია ინტენსიური სახორცე სუქება. სხვადასხვა სახის სუქებისას აუცილებელია ღორების შენახვის ნორმების დაცვა. ცხოველებს არჩევენ ჯგუფებში მათი წონის და კვებადობის გათვალისწინებით. სადგომებში სუქების დროს სახორცე სუქებისას ჯგუფში ღორების რაოდენობა 50 სულს, საბეკონე სუქებისას 30-40, ხოლო სასალე სუქებისას კი _ 20-25 სულს არ უნდა აღემატებოდეს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“