მეფუტკრეობაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების ნუსხა, მეფუტკრე ფერმერთა და თაფლის მწარმოებელთა ვალდებულება
მეფუტკრე ფერმერი და თაფლის მწარმოებელი ვალდებულია:
დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორად;
დაიცვას „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნები;
დანერგოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიკვლვევადობის პრინციპები და ფუტკრის დაავადების შემთხვევაში, გამოიყენოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ვეტერინარული პრეპარატები.
კანონმდებლობით დაშვებული და მეფუტკრეობაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების ნუსხა;
| № | ვეტერინარული პრეპარატი | მოქმედი ნივთიერება |
| 1 | ბაივაროლი | ფლუმეტრინი |
| 2 | ვაროსტოპი | ფლუმეტრინი |
| 3 | ბივაროოლი | ფლუმეტრინი |
| 4 | ფლუვალიდეზი | ფლუვალინატი, ეკოლოგიურად სუფთა ეთერზეთები |
| 5 | ვეტფორი | ფლუვალინატი, ამიტრაზი |
| 6 | მანჰაო | ტაუ-ფლუვალინატი |
| 7 | ფუმისანი | ფლუვალინატი |
| 8 | ვაროკომი | ფლუვალინატი |
| 9 | ასკოვარი | ფლუვალინატი, ბრომუკონაზოლი |
| 10 | აკვა-ფლო | ფლუვალინატი |
| 11 | ბიპინი – T | ამიტრაზი, თიმოლი |
| 12 | აპიტაკი | ამიტრაზი და ბეგქონდარას ეთერზეთი |
| 13 | პოლისანი | ამიტრაზინი, კალიუმის ნიტრატი |
| 14 | ამიპოლი T | ამიტრაზი, თიმოლი |
| 15 | ბიპინი | ამიტრაზი |
| 16 | ეკოპოლი | ეკოლოგიურად სუფთა ეთერზეთები |
| 17 | მურავინკა | ჭიანჭველმჟავა |
| 18 | თიმოლი-ვ | თიმოლი |
| 19 | ეკოსტოპი | თიმოლი |
| 20 | ნოზესტატი | იოდი, ჭიანჭველმჟავა |
| 21 | აპიდეზი | თიმოლი, პიხტის ზეთი |
| 22 | ბისანარი | თიმოლი, მჟაუნმჟავა |
| 23 | ასკოვეტი | კლოტრიმაზოლი |
| 24 | ბაქტოციდი-V | ნორსულფაზოლ-ნატრიუმი, ოქსიტეტრაციკლინი |
| 25 | ოქსივიტი | ჰიდროქლორიდი, ციანოკობალამინი |
| 26 | ვესტ | ბიოვიტი: ქლორტეტრაციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი |
| 27 | ბალზამი აპიმაქსი | წიწვისექსტრაქტი, ახალი ნივრის ექსტრაქტი, მინდვრის შვიტას ბალახის ექსტრაქტი და ა. შ |
| 28 | ვირუსანი | ამინომჟავები,მიკროელემენტები ა.შ |
| 29 | აპისტიმი | კალიუმის ფოსფატი, მაგნიუმი სულფატი და ა.შ. |

