აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

მერძეული ნახირი

ფერმის აშენების შემდეგ მისი პირუტყვით დატვირთვა და პროდუქტიული ნახირის შექმნა, ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელსაც ფერმერის პრაქტიკული გამოცდილება და მეძროხეობის დარგში გარკვეული ცოდნა ესაჭიროება. ნახირის ფორმირებისას პირველ რიგში სწორად უნდა იქნეს შერჩული ძროხის ჯიში. უპირატესობა უნდა მიექცეს იმ ჯიშებს, რომელებიც კარგად არიან შეგუებული მოცემულ ზონაში ცხოველების კვებისა და შენახვის ტექნოლოგიებს. დიდი და მცირე კავკასიონის

მაღალმთიანი რეგიონებისათვის ასეთია ქართული მთის საქონელი, დასავლეთ საქართველოს მომთაბარე მეცხოველეობის ზონაში – მეგრული წითელი ჯიში. ყველა სხვა შემთხვევაში, იქ სადაც მცირემიწიანობის გამო ფერმერებს მყარი და მრავალფეროვანი საკვები ბაზის შექმნის რესურსი არ გააჩნიათ, რეკომენდებულია კავაკსიური წაბლა ჯიშის მოშენება. დაბლობი ზონის საკვებით კარგად უზრუნველყოფილ ფერმერებს შეუძლიათ მოსაშენებლად აირჩიონ შვიცური, ჰოლშტეინ – ფრიზული, სტეპის წითელი და ჯერსული ჯიშები.

ქართული მთის ძროხა საშუალოდ იწონის 180-200 კილოგრამს და ლაქტაციის მანძილზე იძლევა 900-1200 კგ რძეს, რომელშიც 4,1-4,3 % ცხიმია. გაუმჯობესებული კვების პირობებში გამოზრდილი და მოშენებული ამ ჯიშის ძროხა 325-350 კილოგრამს აღწევს და მისი მონაწველი 2,0-3,0 ათას კილოგრამადე მატულობს. მეგრული წითელი საქონელი ტანით 1,3 ჯერ მეტია, ვიდრე ქართული მთის ძროხა, კარგად არის შეგუებული მომთაბარეობის პირობებს, იძლევა საუკეთესო მუშა ხარებს, გამოირჩევა რძის მაღალი ცხიმიანობით და გაუმჯობესებული კვებისა და მოვლა- შენახვის პირობებში შეუძლია წელიწადში 2-3,0 ათასი კილოგრამი რძის მოცემა 4,2-4,4% ცხიმიანობით, ანუ საბაზისო ცხიმიანობასთან შედარებით 0.6-0.8%-ით მეტი.

კავკასიური წაბლა   ადგილობრივი ჯიშია, რომელსაც მონაწველთან ერთად დიდი ტანი და კარგი სახორცე თვისებები გააჩნია. ზრდასრული ფურები 400-450 კილოგრამს იწონიან, მონაწველი 2,5-4,0 ათას კილოგრამს შორის მერყეობს, 3,8- 3,9% ცხიმიანობით. ინტენსიური კვება- სურ.3 კავკასიური წაბლა მოვლისას ორწლიანი მოზვრების ცოცხალი მასა 450 კგ-მდე აღწევს, ნაკლავის გამოსავალი 59%. ამ ჯიშის საუკეთესო სულადობა არის ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის რაიონებში, სომხეთში ტაშირის, ლორეს, სტაეფანავანის და შაუმიანის რაიონებში. უფრო უკეთესი სამეურნეო მაჩვენებლები ახასიათებს კავკასიური წაბლას შვიცურ ჯიშთან შეჯვარებით მიღებულ ნაჯვარებს. შეძენისას გასათვალისწინებელია, რომ ხალას კავკასიურ წაბლა ჯიშის ცხოველებს აქვთ მუქი წაბლის ფერი, ზურგის ხაზის, ყურის ნიჟარის და ბარკლის შიგნითა ბალნის შეფერილობა მოწითალო. კავკასიური წაბლას შვიცურთან ნაჯვარები მუქიდან ღია წაბლისფერია, მხოლოდ დასახელებულ ადგილებში ბალნის შეფერილობა ღია მონაცრისფრო ფერისაა.

ჰოლშტეინფრიზულში  მრავალი ჯიშია გაერთიანებული (აშშ-ს, კანადის, ისარაელის და სხვა). ისინი სარძეო მიმართულების არიან. ჰოლშტინო- ფრიზული ჯიშები მსოფლიოში ყველაზე მაღალი მერძეულობით ხასიათდება. ფურების ცოცხალი მასა 600-650 კგ, მონაწველი 6,0- 12,0 ათასი კგ, რძის საშუალო ცხიმიანობა 3,6- 3,7%. დიდ ინტერესს იწვევს წითელ- ჭრელი ჰოლშტინები, რომელიც უკვე დამოუკიდებელ ჯიშად ჩამოყალიბდა. იგი უფრო ნაკლები სურ.4 ჰოლშტეინ-ფრიზული მონაწველით (4000-6000კგ), მაგრამ მაღალცხიმიანი რძით ხასიათდება (3.95- 4.2%). წითელ-ჭრელი ჰოლშტინები გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთის ფერმაში ჰყავთ მოშენებული, სადაც მან საუკეთესო შედეგები აჩვენა. ჰოლშტინო-ფრიზული ჯიშების მოშენებით დაინტერესებულ ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი კვებისა და მოვლის პირობების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი არიან, ამიტომ თუკი ცხოველთა უხვი და სრულფასოვანი კვების საშუალება არ გააჩნიათ, მათი მოშენება ზარალიანია

შვიცური საქართველოში აპრობირებული და აკლიმატიზირებული ჯიშია. ისინი კარგი სარძეო და სახორცე პროდუქტიულობით, მტკიცე ძვალეულით, მაგარი ჩლიქებით და საძოვრების კარგი გამოყენების უნარით გამოირჩევა. ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 550- 600 კგ-ია, მონაწველი ევროპის ქვეყნებში 4-5 ათასი კგ-ს შეადგენს, რძის ცხიმიანობა მერყეობს 3,6-4,2%-ს შორის. ეს ჯიში შვეიცარიიდან დმანისის რაიონში XIX საუკუნის 60-იან წლებში შემოიყვანეს. მან მონაწილეობა მიიღო კავკასიური წაბლა ჯიშის შექმნაში. მისი საუკეთესო სულადობა ამჟამად ჰყავს თელეთის სანაშენე მეურნეობას.

ველის წითელი ჯიში უკრაინაშია გამოყვანილი. მას საქართველოში მოშენების საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს და ძველი თაობის მეცხოველეებს შორის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც განაპირობებს ამ ჯიშის აკლიმატიზაციის კარგი უნარი, ცხელი კლიმატის პირობების მიმართ გამძლეობა, საკმაოდ მაღალი მერძეულობა და მალმწიფადობა. ფურების წონა მერყეობს 450-500 კგ-ს, მერძეულობა 3,0-5,0 ათას კგ-ს, ცხიმიანობა 3,6-3,7%-ს შორის. მისი საუკეთესო სულადობა არის უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის და კრასნოდარის ოლქებში, მოლდოვეთსა და ყაზახეთში.

ჯერსული ჩვენი ქვეყნის მერძეული მესაქონლეობის განვითარებაში მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს, რასაც მისი მრავალი გამორჩეული თვისება განსაზღვრავს. იგი მერძეულ ჯიშებს შორის ყველაზე პატარატანიანია, მალმწიფადია, ახასიათებს რძის მაღალი ცხიმიანობა. ფურების ცოცხალი მასა 450-500 კგ-ია, მონაწველი 4500-5000კგ, რძის ცხიმიანობა 5,5-5,8%. საქართველოში შესწავლილია ჯერსული ჯიშის ქრთულ მთის ძროხასთან შეჯვარების შედეგები. ადგილობრივ საქონელთან შეჯვარების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს აჭარის, სამცხე- ჯავახეთის, შიდა ქართლის რეგიონის რიგ ფერმერულ მეურნეობებში.

დეკეულებით და უშობლებით ნახირის დაკომპლექტება

მეძროხეობაში ნახირის შექმნის სამი გზა არსებობს: დეკეულებით; უშობლებით და ფურებით. მათგან უფრო იაფი და გავრცელებული გზაა, დეკეულებითა და უშობლებით ნახირების დაკომპლექტება გასათვალისწინებელია, რომ დეკეულებით და უშობლებით ნახირის შექმნისას, მათი მოსალოდნელი სარძეო პროდუქტიულობის პროგნოზირება რთულია. ფურების ჯგუფში გადასვლის შემდეგ საჭირო ხდება მათი მნიშვნელოვანი ნაწილის წუნდება, რაც ზარალთან არის დაკავშირებული; ფურების შესყიდვით ნახირის ფორმირება კი უფრო ზუსტი და სწრაფი ხერხია, მაგრამ ძვირი ჯდება. დეკეულებისა და უშობლების არჩევისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ცხოველის ასაკი, ცოცხალი მასა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩლიქებისა და ცურთითების განვითარება, ზოგადად ექსტერიერი, კონსტიტუცია და ნაკვებობა. ჰოლშტეინ-ფრიზული ჯიშის დაგრილების ასაკის დეკეულები. სარძეო ნახირის შესაქმნელად განკუთვნილ სანაშენე მოზარდს უნდა ახასიათებდეს მკვრივი ძვალეული და კუნთები, თხელი ან საშუალო სისქის ტყავი, მბზინვარე ბეწვი, მკვირცხლი ტემპერამენტი, ჯიშისათვის ტიპიური ექსტერიერი, დეფექტების გარეშე, მაღალი კიდურები, დგომა სწორი, ღრმა გულმკერდი, ზურგისა და წელის ხაზი სწორი. მენჯი კარგად განვითარებული, ცურთითები სწორად მიმართული. ნაშარტი ბეჭებს უკან, დამტებითი კერტების არსებობა დაუშვებელია.

განვითარების მდგომარეობის შესაფასებლად ფერმერმა შეიძლება ისარგებლოს დეკეულების ცოცხალი მასის წარმოდგენილი მაჩვენებლებით.

სანაშენე დეკეულების ზრდის მაჩვენებლები

ჯიში

ხბოს მასა დაბადებისას ხბოს ასაკი, თვე
3 6 9 12 15 18 24
 
ქართული მთის და მეგრული წითელი 15-18 55 90 125 155 185 205 240
ადგილობრივის კულტურულთან ნაჯვარები 20-25 70 120 165 205 240 265 320
კავკასიური წაბლა, ჯერსული 25-30

 

80 130 175 215 250 285 350
შვიცური, რუსეთის შავ- ჭრელი, ველის წითელი 30-35 95 155 210 260 305 345 430
ჰოლშტეინ- ფრიზული 35-40 105 175 240 300 355 405 490

საზღვარგარეთ შეძენილი დიდტანიანი ჯიშების უშობლების ცოცხალი მასა მაკეობის 2-7 თვის ასაკში უნდა იყოს 400- 450 კგ.  და მეტი

. ქვეყნის შიგნით გასაყიდი ცხოველების აბსოლუტურ უმრავლესობას სანაშენე მოწმობები არ გააჩნიათ, ამიტომ მყიდველმა გამოკითხვით უნდა დაადგინოს შესაძენი მოზარდეულის ჯიშიანობა. სასურველია ისინი ხალასჯიშიანები იყვნენ, რადგან ნაჯვარი ცხოველები თავის მემკვიდრეობას შთამომავლობას ცუდად გადასცემენ და მეტი შესაძლებლობაა, კარგი მშობლიდან დაბალი პროდუქტიულობის თაობა მივიღოთ. აუცილებელია შეისწავლოს მშობლების პროდუქტიულობა: დედის მონაწველი, ცხიმიანობა, ყველის გამოსავალი, ცოცხალი მასა, მამის განვითარება და მისი მონაშენის ხარისხი. საზღვარგარეთ შეძენილ მოზარდს (ქვეყანაში შემოჰყავთ ძირითადად მაკეობის II-VII თვეზე მყოფი უშობლები) სანაშენე პასპორტები აქვთ. ფერმერი გულდასმით უნდა გაეცნოს მათ, ყურადღებით შეისწავლოს მშობლებისა და უფრო შორეული წინაპრების პროდუქტიულობის მაჩვენებლები და მათი მემკვიდრეობით გადაცემის ტენდენცია.

ფურებით ნახირის დაკომპლექტება

ნახირის ფორმირების ყველაზე რაციონალური გზა არის პირველნაყოლი ფურებით დაკომპლექტება. ამ შემთხვევაში უკვე გარკვეულია ფურის მონაწველი, ცურის მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თვინიერება წველისას, მანქანური სოფლის მეურნეობის სამინისტრო წველისადმი მისი ვარგისიანობა და სხვა მრავალი მაჩვენებლები. მერძეული ტიპის ფურს უნდა ჰქონდეს სხეულის ჰარმონიული აღნაგობა, თხელი ელასტიკური ტყავი, რომელიც კისერთან დანაოჭებულია, ბალანი რბილი და მბზინვარე, სწორი ზურგი და წელი, განიერი გავა, მაღალი, ფაროდ დადგმული კიდურები, სწორი ფორმის, მაგარი ჩლიქები და მოცულობიანი, მომრგვალებული მუცელი. ცხოველის განუვითარებლობის და დაბალი პროდუქტიულობის მაჩვენებლებია: დიდი უხეში თავი, აკრული მუცელი, ვიწრო ზურგი და გავა, წვრილი ძვალეული, პატარა ტანი. ფურების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცურს. იგი უნდა იყოს დიდი ზომის, გაწელილი, ღრმა და ჯირკვლოვანი; ნახევრები თანაბარი განვითარების, სიმეტრიული, ცურთითები საშუალო სიგრძის, ერთმანეთის მიმართ ფართედ განლაგებული. ხელით მოსინჯვისას ცური უნდა იყოს ელასტიური, გამკვრივებებისა და კვანძების გარეშე. მისი მკვებავი ვენები კარგად გამოხატული, სარძეო ჭა ღრმა. შეძენამდე ფური უნდა მოიწველოს და დადგინდეს, რამდენად ადვილად და სწრაფად გასცემს რძეს, როგორ მუშაობენ ცურთითების დრვილები.

სურ. ექსტერიერის ბალობრივი შეფასება.

ექსტერიერი ლკადლფჯკალდჯკფას

გასაყიდ ცხოველზე უნდა არსებობდეს ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №2), საიდანაც მყიდველი გაეცნობა მის ასაკს, ტუბერკულოზსა და ბრუცელოზის დაავადებებზე გამოკვლევის შედეგებს, ჩატარებულ აცრებს და საერთოდ კლინიკურ მდგომარეობას. ფურის ჯანმრთელობის მაჩვენებელია: აწეული თავი, მხნე გამოხედვა, სიმკვირცხლე და დაძახებაზე სწრაფი რეაქცია, მსუბუქი სიარული. ასაკის შესახებ მონაცემების არ ქონის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი დადგენა რქაზე არსებული რგოლებით ან კბილების მდგომარეობით. პირველ შემთხვევაში რქაზე წარმოქმნილ რგოლებს უმატებენ 2 წელს. მაგალითად, ცხოველის რქაზე დათვლილ იქნა 3 რგოლი, მისი მიახლოებითი ასაკია 3+2=5 წელი. ასაკის კბილებით დადგენა პირველ მეთოდთან შედარებით რთულია. ფერმერმა შეიძლება ისარგებლოს ქვემოთ წარმოდგენილი სქემით ფური მაქსიმალურ პროდუქტიულობას ავლენს მე-5-7 ლაქტაციაზე, ამიტომ ასაკოვანი ცხოველების შესყიდვა რეკომენდებული არ არის. აუცილებელია შეძენამდე ფური რექტალურად შემოწმდეს მაკეობაზე ვეტერინარი ექიმის მიერ.

საოჯახო პირობებში ფურების მაკეობაზე შემოწმება შეიძლება მარტივი მეთოდებით, მათგან უფრო მეტი საიმედოობით გამოირჩევა შემდეგი: ფურის ახალმოწველილ 5 მლ რძეს (პირველი ჩამონაწველის გარეშე) უმატებენ 5 მლ 960 C სპირტს და კარგად ურევენ. მაკე ფურის რძე 3-5 წუთში დედდება, არამაკე ფურის რძის შედედებას 20-40 წუთი სჭირდება. ფერმერებს ვურჩევთ ცხოველები შეიძინონ პარტიებად, ეტაპობრივად და არა მთელი სულადობა ერთბაშად, ამით მეტად იქნებიან დაზღვეულნი ნახირის ფორმირებასთან დაკავშირებული შეცდომებიდან. აკლიმატიზების გაადვილების მიზნით, ცხოველების შემოყვანა უმჯობესია შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, რითაც ნაწილობრივ იქნება აცილებული მათი პიროპლაზმიდოზებით დაავადება და კლიმატის პირობებთან შეგუების სირთულეები. შემოყვანილი ცხოველებისათვის სავალდებულო ერთთვიანი კარანტინი, რომლის დროსაც ისინი კვლავ გადიან ვეტერინარულ შემოწმებას და აიცრებიან საშიშ ინფექციურ დაავადებებზე. შეგუების გაადვილების მიზნით პირუტყვს უნდა შეექმნას კვებისა და მოვლა შენახვის დაახლოებით ისეთი პირობები, რაც მათ შემოყვანამდე ჰქონდათ.

სურ. კბილებით ასაკის დადგენა

კბილები კლკაჯდლფჯალდფჯა;სდჯფ

ფური მაქსიმალურ პროდუქტიულობას ავლენს მე-5-7 ლაქტაციაზე, ამიტომ ასაკოვანი ცხოველების შესყიდვა რეკომენდებული არ არის. აუცილებელია შეძენამდე ფური რექტალურად შემოწმდეს მაკეობაზე ვეტერინარი ექიმის მიერ. საოჯახო პირობებში ფურების მაკეობაზე შემოწმება შეიძლება მარტივი მეთოდებით, მათგან უფრო მეტი საიმედოობით გამოირჩევა შემდეგი: ფურის ახალმოწველილ 5 მლ რძეს (პირველი ჩამონაწველის გარეშე) უმატებენ 5 მლ 960 C სპირტს და კარგად ურევენ. მაკე ფურის რძე 3-5 წუთში დედდება, არამაკე ფურის რძის შედედებას 20-40 წუთი სჭირდება. ფერმერებს ვურჩევთ ცხოველები შეიძინონ პარტიებად, ეტაპობრივად და არა მთელი სულადობა ერთბაშად, ამით მეტად იქნებიან დაზღვეულნი ნახირის ფორმირებასთან დაკავშირებული შეცდომებიდან. აკლიმატიზების გაადვილების მიზნით, ცხოველების შემოყვანა უმჯობესია შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, რითაც ნაწილობრივ იქნება აცილებული მათი პიროპლაზმიდოზებით დაავადება და კლიმატის პირობებთან შეგუების სირთულეები. შემოყვანილი ცხოველებისათვის სავალდებულო ერთთვიანი კარანტინი, რომლის დროსაც ისინი კვლავ გადიან ვეტერინარულ შემოწმებას და აიცრებიან საშიშ ინფექციურ დაავადებებზე. შეგუების გაადვილების მიზნით პირუტყვს უნდა შეექმნას კვებისა და მოვლა შენახვის დაახლოებით ისეთი პირობები, რაც მათ შემოყვანამდე ჰქონდათ.

გივი ბასილაძე,

ცისანა ქილიფთარი,

 ერნა კალანდია