დარგებიმემცენარეობამცენარეთა დაცვა

მერქნიანი მცენარეების მავნებელ-დაავადებები

მუხის დიდი ხარაბუზა – (Cerambyx cerdo)
მუხის დიდი ხარაბუზა გვხვდება თითქმის ყველა მუხნარ კორომში, ზრდასრული ხოჭო შავია, ზედა ფრთები კი წაბლისფერი, რომელიც ბოლოში ვიწროვდება. თავზე გრძელი სეგმენტირებული ულვაშები აქვს. მდედრის ულვაშები თითქმის სხეულის სიგრძისაა, მამრის კი სხეულზე ბევრად გრძელია. ხოჭოს სიგრძე 2-6 სმ–ს შორის მერყეობს. ლარვა თეთრი ფერისაა, მცირე ზომის თავით, სიგრძე 9 სმ-ს აღწევს. ჭუპრი თეთრია. ხოჭო ძირითადად მავნებლობს ლარვულ სტადიაზე.

მუხის მავნებლები 4444444444444444444444444444444

 მავნებელი აზიანებს მუხას, იშვიათად ძელქვას, წიფელს, კაკალს და ვაშლს. მუხის დიდი ხარაბუზას მიერ გამოწვეული დაზიანება ზოგჯერ 60% აღწევს. ფრენის პერიოდი იწყება მაისში. მდედრი დებს 200 მდე კვერცხს, რომელთა ინკუბაციაც მიმდინარეობს 10-15 დღის განმავლობაში, გამოჩეკილი ლარვა შედის ქერქის ქვეშ და იწყებს ლაფნით კვებას. მეორე წლის გაზაფხულზე ლარვა გადადის მერქანში, ამზადებს განიერ ხვრელს და იქვე იზამთრებს. მესამე წელს კი იმზადებს დასჭუპრებელ „აკვანს’’ და გამოსაფრენ ხვრელს. ჭუპრის ფაზა გრძელდება ოქტომბრამდე, ჭუპრიდან გამოსული ხოჭო რჩება „აკვანში“ და იქ იზამთრებს.

მუხის მ ავნებლები 111

გაზაფხულზე კი წინასწარ გაკეთებული ხვრელიდან გარეთ გამოდის. მაშასადამე მუხის დიდხარაბუზას სამ წლიანი გენერაცია ახასიათებს.

ბრძოლის ღონისძიებები

მუხის დიდი ხარაბუზა იშვიათად გვხვდება მაღალი სიხშირის ტყეებში, მისი ნახვა უფრო ადვილია მეჩხერ ტყეებში. ხეების მოჭრის, მოთხრის ან მოტეხვის შემთხვევაში ძირკვები დაუყოვნებლივ უნდა გაიქერქოს ან ამოიძირკვოს, რათა გაქერქილძირკვებზე ან ხეზე ხოჭო კვერცხს არ დებს.

მუხის ფოთლის რწყილი – (Haltica saliceti)

 ხოჭო ლურჯი ან მომწვანო ფერისაა. სხეულის სიგრძე 0,5-0,8 მმ ს აღწევს. ლარვის სხეული მბრწყინავი შავია, გააჩნია სამი წყვილი მკერდის ფეხი, ზურგზე წყვილი ბრწყინავბეწვიანი მეჭეჭი განივ რიგადაა გაწყობილი. ჭუპრი განიერი, ტალახისფერია. მუცლის ბოლოზე ორი შავი ქაცვი ემჩნევა.

მუხის მ ავნებლები 22222jpg

მავნებელი აზიანებს ყველა ხნოვანების მუხის ფოთლებს, როგორც ზრდასრულისე ლარვულ ფაზაში, მაგრამ ლარვის მიერ გამოწვეული ზიანი უფრო საგრძნობია, ვიდრე ხოჭოსი. მუხის გარდა ზოგ შემთხვევაში აზიანებს მურყანს, რცხილასა და თხილის ფოთლებს.

ახლად გამოჩეკილი ლარვა ჯერ ფოთლის ზედაპირული ნაწილით იკვებება და ფოთლის სკლერეტაციას იწვევს, ხოლო მოზრდილი ლარვა ფოთლის რბილ ნაწილს ისე ანადგურებს, რომ მხოლოდ ძარღვები რჩება. დაზიანებული ფოთოლი იკრუნჩხება და ღია ყავისფერს ღებულობს. მასობრივი დაზიანების შემთხვევაში ნახანძრალი ადგილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ბრძოლის ღონისძიებები

აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებად მიჩნეულია ძლიერმოქმედი ქიმიური ინსექტიციდების გამოყენება.