აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

მესაქონლეობის ფერმის მშენებლობა _ სასწავლო ფილმი

ფილმი მიზნად ისახავს მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისათვის და კონსულტანტებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, მერძეული და მეხორცული პირუტყვისათვის სადგომის ტიპების, შიდა და გარე დიზაინის და კონსტრუქციული თავისებურებების შესახებ.

თავის მხრივ სადგომის სწორად მოწყობა და მასში თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების დანერგვა უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას. ასევე ხელს უწყობს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უვნებელი და ხარისხიანი მესაქონლეობის პროდუქტების – როგორიცაა რძე და ხორცი – წარმოებას.

ფილმი შემუშავებულია „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პროექტის ფარგლებში და განკუთვნილია მესაქონლეობის დარგში მომუშავე დამწყებ და მოქმედ კომერციული ფერმერებისათვის, რომლებიც გეგმავენ არსებული ფერმის გადაკეთებას ან ახალი სადგომის აშენებას.