დარგებიმეცხოველეობა

მეცხოველეობის ფერმის დაგეგმარება, სადგომების და სხვა სათავსოების მოწყობა

 დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ სანაშენე და სასაქონლო ფერმებს; თავის მხრივ, სასაქონლო ფერმა შეიძლება იყოს სპეციალიზებული (მაგ. რძის მწარმოებელი, სარეპროდუქტორო, სასუქი) და დასრულებული ტექნოლოგიური ციკლის.

 მეცხოველეობის კომპლექსებში შედარებით მცირე ფართობზე განთავსებულია ცხოველების დიდი რაოდენობა (რამდენიმე ათას სულამდე), რომლთაც, როგორც წესი, ინახავენ სტაციონარულად.

მშენებლობის გენერალური გეგმის შედგენისას გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი და საწარმოო ჯგუფის ცხოველთა სადგომები და სხვა ნაგებობები განლაგებული იყოს ზოოვეტერინარული და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვით და უზრუნველყოფდნენ საწარმოო პროცესების რაციონალურად ორგანიზაციას.

მსხვილი ფერმების დაპროექტებისას ტერიტორიას ყოფენ სამ ფუნქციონალურ ზონად: საწარმოო, სამეურნეო და ვეტერინარული.

− საწარმოო ზონაში განთავსებულია სადგომები ყველა სქესობრივ-ასაკობრივი ცხოველისათვის; სხვა სახეობის ცხოველებისაგან განსხვავებით, სარძეო მეძროხეობის ფერმების საწარმოო ზონაში, მეწველი ფურების ბოსელთან ეწყობა საწველი დარბაზი, სარძევე და რძის ლაბორატორია;

− სამეურნეო ზონაში განლაგებულია საკვების შესანახი საცავები, საკვების შესამზადებელი საამქრო, წყლის რეზერვუარი, საქვაბე, სასწორი, სანაკელე ორმო და სხვ.;

− ვეტერინარულ ზონაში _ იზოლატორი, ამბულატორია, საკარანტინო განყოფილება და სანიტარული სასაკლაო.

სადგომების მშენებლობისას, ცხოველების სახეობიდან გამომდინარე, ითვალისწინებენ ნახირის, კოლტის ან/და ფარის სქესობრივ-ასაკობრივ და საწარმოო ჯგუფებად დაყოფის შესაძლებლობებს. მაგალითად, მეღორეობის ფერმის საწარწარმოების მოცულობის, სპეციალიზაციის, საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დონით მეცხოველეობის საწარმოები იყოფა სამრეწველო კომპლექსებად და ფერმებად.  303 მოო სტრუქტურის დაპროექტებისას კოლტს ყოფენ შემდეგ ტექნოლოგიურ ჯგუფებად:

ა) ძირითადი, სარემონტო და მეგოლარი კერატები;

 ბ) მშრალი, მაკე და მაწოვარი ნეზვები;

გ) მაწოვარი და ასხლეტილი გოჭები;

 დ) სარემონტო მოზარდი (ბურვაკები);

ე) სასუქი სულადობა.

ამის შესაბამისად კი ხდება ცალკეული ჯგუფის სადგომების და მათ შიგნით ცხოველების განსათავსებელი სივრცის/მოწყობილობების (დოლფარა, ბოქსი და მისთ.) დაპროექტება.

წვრილ ფერმებში, როგორც წესი, ერთ ნაგებობაში განათავსებენ ერთი სახეობის სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფის ცხოველებს, მაგრამ ისინი შეძლებისდაგვარად ერთმანეთისაგან იზოლირებული უნდა იყვნენ.

დაუშვებელია ერთ ნაგებობაში სხვადახვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და/ან ფრინველების განთავსება.

ადგილის შერჩევა. მეცხოველეობის ფერმა მაგისტრალური საავტომობილო გზიდან და სარკინიგზო ხაზიდან დაშორებული უნდა იყოს 300 მ- ით მაინც. ფერმის ასაშენებლად შერჩეული ტერიტორია უნდა იყოს სწორი, სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 3-5º- ით დაქანებული.

სასურველია შერჩეული ნაკვეთის ნიადაგის სტრუქტურა იყოს მსხვილფორიანი, აგრეთვე წყალ- და ჰაერგამტარი, რაც ორგანული ნაერთების მოხვედრისას ხელს უწყობს მათ სწრაფად მინერალიზაციას.

გრუნტის წყლები საძირკვლიდან განლაგებული იყოს 1,8-2,0 მ- ზე და უფრო ღრმად, რაც თავიდან აგვაცილებს სადგომის დატბორვას და გამორიცხავს გრუნტის წყლების დაბინძურებას.

 ჭარბი ტენის დაგროვების, სადგომების კედლების დატენიანების, ნისლიანობის და წყალდიდობისას დატბორვის თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ახლოს ფერმის აშენება.

დაუშვებელია მეცხოველეობის ფერმის აგება იმ ნაკვეთზე, სადაც ადრე განლაგებული იყო მეფრინველეობის ან/და მებოცვრეობის მეურნეობები, აგრეთვე ცხოველთა სამარხი, ნაკელსაცავი და სხვ.

Deutsche Hotelklassifizierung

სხვადასხვა ქვეყნის ნორმატიული აქტებით დასახლებული პუნქტიდან ცხოველთა სადგომების დაშორების მინიმალური სანიტარული მანძილი უნდა იყოს:

მეძროხეობის ფერმისათვის- 100-200 მ;

მეღორეობის- 300-500 მ;

მეცხვარეობის ფერმისათვის კი 200-300 მ- ის ფარგლებში.

ამასთან ერთად ფერმის მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად აუცილებელი პირობაა, რომ გაბატონებული ქარები მიმართული იყოს დასახლებული პუნქტიდან ფერმისაკენ, დამხმარე ნაგებობებიდან (მოსამსახურეთა დასასვენებელი, სარძევე, რძის ლაბორატორია და სხვ.) სადგომებისაკენ და ამ უკანასკნელიდან ნაკელსაცავისაკენ.

გაბატონებული ქარების მიმართულება სხვა მხრივაც არის მნიშვნელოვანი: ცხოველთა სადგომების გრძივი ღერძი ისე უნდა იყოს განლაგებული, სამშენებლოდ შერჩეული ტერიტორია ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო უნდა იყოს.  რომ ზამთრის ცივი ქარები ხვდებოდეს განივ კედელს, ან განივი და გრძივი კედლის შეერთების კუთხეს.

თავის მხრივ, სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ფერმებს შორის მინიმალური სანიტარული ზონა 100 მ, ხოლო ფერმის ფარგლებში ნაგებობებს/ საცავებს და სხვ. შორის მანძილი 50 მ უნდა იყოს. აუცილებელია ფერმასთან მისასვლელი და ტერიტორიის შიგნითა გზების კეთილმოწყობა.

ფერმის ასეთი დაგეგმარება და მოწყობა არა მარტო სანიტარული თვალსაზრისითაა აუცილებელი. ის უზრუნველყოფს ცხოველთა სადგომებში მზის სხივების შეღწევას, აუმჯობესებს ჰაერცვლას, თავიდან გვარიდებს ტემპერატურის მკვეთრად ცვალებადობას და მინიმუმამდე ამცირებს ინფექციების გავრცელების საშიშროებას.

სადგომების და სხვა სათავსოების მოწყობა

 ფერმის ტერიტორიაზე სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფის ცხოველთა სადგომების, აგრეთვე საცავების და სხვა აუცილებელი ნაგებობების განლაგების დაპროექტება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ამ საქმეში საინჟინრო-ტექნიკურ სპეციალისტებთან, ჰიდროლოგებთან და მეტეოროლოგებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ ზოოტექნიკური და სავეტერინარო უმაღლესი განათლების მქონე გამოცდილმა სპეციალისტებმა.

Deutsche Hotelklassifizierung

საშენი მასალა უნდა იყოს სითბოს ცუდი და ჰაერის კარგი გამტარი. როგორც წესი, ამ მიზნით იყენებენ ადგილობრივ მასალას. შენობის კედლები, იატაკი და ჭერი უნდა მოეწყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს სანიტარულჰიგიენური მოთხოვნების დაცვა. ფანჯრების ზომები ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ უზრუნველყოს სადგომის შიგნით განათების ოპტიმალური პარამეტრები.

როგორც წესი, სადგომთან აწყობენ სასეირნო მოედანს, რომლის ფართობი ცხოველის სახეობასა და ასაკობრივ ჯგუფზეა დამოკიდებული. სასეირნო მოედნის შემაღლებულ ადგილზე ეწყობა საკვებური და საწყურვებელი; სასურველია საკვებურის მთელ სიგრძეზე მოეწყოს 2-3მ სიგანის მსუბუქი ფარდული, რასაც ცხოველები უამინდობისას ან პაპანაქება სიცხისას გამოიყენებენ თავშესაფარად.

სადგომის ზომები გამომდინარეობს განსათავსებელი სულადობიდან.

ფერმის ტერიტორიაზე აუცილებელია სპეციალური ბერას და ბაკის მოწყობა, სადაც მოხდება ცხოველების აწონა, აგრეთვე, შესრულდება მათი ვეტერინარულ და სანიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოები. სასილოსე ტრანშეა ან ორმო, თივის შესანახი საწყობი და ნაკელსაცავი უნდა შემოიღობოს; ნაკელსაცავის ტევადობა იანგარიშება იმ ვარაუდით, რომ გატანა მოხდეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ.

სადგომის ზომები გამომდინარეობს განსათავსებელი სულადობიდან და შენახვის პირობებიდან; ფურების დაბმულად შენახვისას ბაგის, ანუ დასასვენებელი ადგილის ფართობი 1 ფურზე იყოს არა ნაკლებ 2-2,5 მ² ; ამასთან, მნიშვნელოვანია ბაგის სიგრძის სწორად შერჩევა, რაც გააადვილებს სისუფთავის დაცვას და თავიდან აგვაცილებს ჩლიქების დაზიანებებს.

დაიმახსოვრე! ბაგის სიგრძე 10-15 სმ- ით ნაკლები უნდა იყოს ფურის ტანის ირიბი სიგრძის განაზომზე.

ამის გათვალისწინებით მიღებულია, რომ ბაგის სიგრძე იყოს ისეთი, რომ დგომისას ცხოველის უკანა კიდურები იდგეს მის უკიდურეს წერტილში, თითქმის სანაკელე ღარის სწორზე და არ დგებოდეს მასში. ბაგის გაუმჯობესებული ვარიანტია სანაკელე ღარის ცხაურებით დაფარვა, რაც თავიდან გვაცილებს უკანა კიდურებით ღარში ცხოველის ჩადგომას და ტრავმულ დაზიანებებს.

Deutsche Hotelklassifizierung

ამდენად, ბაგის სიგრძის შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია ცხოველის სიგრძე.

რამდენადაც ცხოველის სხეულის სიგრძე პირდაპირ კავშირშია მის ცოცხალ მასასთან, განსაზღვრულია, რომ 300 კგ და უფრო ნაკლები ცოცხალი მასის ფურების ბაგის სიგრძე უნდა იყოს 120-125 სმ-ის, ხოლო 400 კგ და უფრო დიდი ცოცხალი მასის ფურისათვის 160-170 სმ-ის ფარგლებში. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა ბაგის სანაკელე ორმოსაკენ დაქანების ოპტიმალური კუთხის შერჩევა. იმ შემთხვევაში, როდესაც ბაგა ზომაზე მეტად იქნება დაქანებული, ცხოველის სხეულის სიმძიმის ცენტრი გადაინაცვლებს უკან, რაც იქნება ჩლიქების დაზიანების მაღალი სიხშირის მიზეზი.

ბაგა სანაკელე ორმოსაკენ დაქანებული უნდა იყოს 2-3º-ით.

საკვებურების მხარეს გასასვლელის სიგანემ უნდა შეადგინოს 3 მ-მდე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საკვებდამრიგებლის და ტრაქტორის/მისაბმელის თავისუფლად გადაადგილებას. თავის მხრივ, ნაკელის გასატანი გასასვლელის სიგანე უნდა იყოს 1,5-2 მ-ის ფარგლებში.

ფურების დაუბმელ-ბოქსურად შენახვისას ბაგის სიგრძე ანალოგიური უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სასურველია, სანაკელე ღარი იყოს ცხაურით დაფარული.

როგორც წესი, სადგომთან აწყობენ სასეირნო მოედანს, რომლის ფართობი ცხოველის სახეობასა და ასაკობრივ ჯგუფზეა დამოკიდებული. სასეირნო მოედნის ერთ-ერთ გვერდზე ეწყობა საკვებური და საწყურვებელი; სასურველია საკვებურის მთელ სიგრძეზე მოეწყოს 2-3 მ სიგანის მსუბუქი ფარდული, რასაც ცხოველები უამინდობისას ან პაპანაქება სიცხისას გამოიყენებენ თავშესაფრად.

უცხო პირების და/ან ცხოველების შემოსვლის თავიდან ასაცილებლად ფერმის ტერიტორია უნდა შემოიღობოს 1,7-1,8 მ სიმაღლის ღობით. სატრანსპორტო საშუალებების შესასვლელში კარების მთელ სიგანეზე ეწყობა დეზბარიერი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების შესასვლელში სანიტარული გამტარი გასახდელებით, საშხაპით და ტანსაცმლის შესანახი ოთახით.

ფერმაში აუცილებელია დასასვენებელი ოთახის, პროდუქციის მისაღები და გასაგზავნი, აგრეთვე ტექნიკური სათავსოების და ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, სარძევე, ცხოველების ავტოტრანსპორტზე დასატვირთი ესტეკადა და სხვ.) მოწყობა. ცალკე უნდა მოეწყოს იზოლატორი, სადაც მოთავსდება ავადმყოფი და/ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველები.

ფერმის დაპროექტებისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება.

გიული გოგოლი,

/ლევან თორთლაძე/

„მეცხოველეობა“