დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „სვირი” _ ღვინო „სვირი“

მევენახეობის სპეციფიკური ზონა “სვირი” მდებარეობს მდ. რიონის შენაკად მდ. ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლში, ჩრდილო განედის 420071და აღმოსავლეთ გრძედის 420551კოორდინატებზე, შუა იმერეთის სამხრეთი მთისწინების ჩრდილო დაქანებებზე. მოიცავს ქვემო იმერეთის სოფლებს: პირველი სვირი, მეორე სვირი, როდინაულის ადმინისტრაციული საზღვრებს. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 220 მ უდრის.

კლიმატი – აღნიშნული სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქს და ხასიათდება რბილი, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.

მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2100 საათს, სავეგეტაციო პერიოდში 1550 ს-თს უდრის. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 14,0°-ს უდრის, ყველაზე თბილი თვის (აგვისტო) ტემპერატურა 24,20-ს, ყველაზე ცივი თვის (იანვარი) +4,40-ს უდრის.

ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა მარტის ბოლო რიცხვებში, 10°-ზე დაბლა ქვევით დაცემა ნოემბრის მესამე დეკადაში აღინიშნება. ამრიგად, 10°-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა უდრის 230-235 დღეს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 4300° აღემატება.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1500 მმ-ს, სავეგეტაციო პერიოდში კი _ 675 მმ-ს უდრის. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა უდიდესია ზამთრის თვეებში (175-180 მმ), უმცირესი (71 მმ) კი – აგვისტოში.

ივლისში და აგივსტოში მოსული ნალექების რაოდენობა (76-71 მმ) თითქმის უთანაბრდება მათ აორთქლებას. ეს კი მიგვანიშნებს ცალკეულ წლებში ამ თვეებში ვენახების მორწყვის საჭიროებაზე.

სეტყვა მოსალოდნელია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით (0,7-1,0 დღე). სეტყვა ყველაზე ხშირად (0,3 დღე) მაისში მოდის.

ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (36%) და აღმოსავლეთის (35%) მიმართულების ქარები; ნაწილობრივ მათ ენაცვლება სამხრეთ-აღმოსავლეთის (12%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 2,2 მ/წმ უდრის. სეზონების მიხედვით ქარები მეტად ძლიერია გაზაფხულზე. ძლიერ  ქარიან დღეთა რიცხვი 34-ს უდრის.

მავნე ქარების ზემოქმედების მიხედვით სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ძლიერი ქარების მოქმედების მეორე ჯგუფის რაიონებს. ამიტომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმართული ძირითადი ქარსაფრები უნდა გაშენდეს 250 მ-ის დაცილებით. ძირითად ქარსაფრებში მწკრივების რაოდენობა 4-ზე, დამატებითში კი 2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

შემოდგომით, პირველი წაყინვების დადგომა, ვაზის ფოთოლცვენის დასრულების (25.XI) შემდეგ, ნოემბრის ბოლო რიცხვებში იწყება.

ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო, 0 წელიწადში ერთხელ აქ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის -130-მდე დაცემა. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი შესაძლოა -19, -200-მდე დაეცეს, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა.

ნიადაგები – ღვინო “სვირის” წარმოებისათვის არსებული ტერიტორია დასავლეთ საქართველოს და კერძოდ კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილებშია წარმოდგენილი და უშუალოდ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიონის მთისწინების დაბოლოებას ემიჯნება. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ვაკე რელიეფით ხასიათდება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი, რომელიც მთისწინების გორაკბორცვიან ზონაშია წარმოდგენილი სუსტად დაქანებულ ფერდობებსა და მცირე ტერასის მიერ, გავაკებებს წარმოადგენენ, რომელიც მიმართულია ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთისაკენ.

ქვედა სარტყელში წარმოდგენილია ალუვიური და დელუვიური ნიადაგების ნაირსახეობები და სახესხვაობები, შუა სარტყელში კი ეწერი ნიადაგების ნაირსახეობები და და სახესხვაობები.

ზემოთ დასახელებული ნიადაგები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც პროფილისა და ჰუმუსიანი ფენის სისქით, ასევე მექანიკურ შედგენილობათა ხირხატიანობის მიხედვით.

ზემოთ დასახელებული ნიადაგებიდან ალუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მდინარე ყვირილას პირველ და მეორე ტერასაზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-40 სმ-ის ფარგელბშია. მექანიკური შედგენილობის მიხედვით მეორე ტერასაზე წარმოდგენილი შედარებით ძველი ალუვიური ნიადაგები ძირითადად მძიმე თიხნარი და თიხებია, ხოლო შედარებით ახალი ალუვიური ნიადაგები საშუალო და მსუბუქი თიხნარებია. ზოგიერთ მონაკვეთებზე დამახასიათებელია ხირხატიანობა.

დელუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მთისწინების გორაკბორცვიანი ზონის ქვედა კალთების დაბოლოებებზე შედარებით მცირე მონაკვეთების სახით. ამ ნიადაგების პროფილის სისქეც ერთ მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი 40-50 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდება თიხიანი მექანიკური შედგენილობით.

ჰუმუსის შემცველობა როგორც ალუვიურ, ისე დელუვიური ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 2,5-1,5%-ის ფარგელბშია, ქვედა ფენებში კი თანდათან უფრო მცირდება. ჰიდროლიზურ აზოტს მეტწილად მცირე რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 2,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ასევე დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება დაბალი ფოსფორის შემცველობაც და 8,0 მგ-ს არ აღემატება 100 გრ. ნიადაგში. გაცვლითი კალიუმი ფართო საზღვრებში ცვალებადობს და ძირითადად 5,0-4,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გრ. ნიადაგში. ნიადაგის არეს რეაქცია ძირითადად ნეიტრალური და სუსტი ტუტეა. ზოგიერთ შემთხვევაში კი სუსტი მჟავისაკენ არის გადახრილი და PH-ის მაჩვენებელი 5,8-7,6-ის ფარგლებში მერყეობს. კარბონატებს ზოგიერთ მონაკვეთებში მცირე რაოდენობით შეიცავენ, ეწერი ნიადაგები წარმოდგენილი ზონის შუა სარტყელში. მისი პროფილის სისქე 70-100 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 25-35 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ხასიათდება მძიმე თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენილობით, სუსტი მჟავე რეაქციით. ჰუმუსის შემცველობა აქტიურ ფენაში ძირითადად 2,5-1,5%-ის ფარგლებშია ქვევით კი თანდათან უფრო მცირდება, ძირითადი საკვები ელემნენტები (NPK) ძირითადად შემცველობით მეტწილად ნაკლებია.

ნეშომპალა-კარბონატული და ყომრალი ნიადაგები წარმოდგენილია მიკროზონის ზედა ნაწილში. გორაკ-ბორცვიანი რელიეფის ფორმებზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 60-100 სმ-ის, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-40 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ხასიათდება მძიმე თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენილობით, ჰუმუსის შემცველობა აქტიურ ფენაში ძირითადად 2-3%-ის ფარგლებშია ქვევით კი თანდათან კლებულობს, ძირითადი საკვები ელემენტები (NPK) შემცველობით მიხედვით ეს ნიადაგები მეტწილად დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდებია. ცალკეულ შემთხვევებში კი საშუალო მაჩვენებელს აღწევს. ნიადაგის არეს რეაქცია PH ყომრალ ნიადაგებში ძირითადად ნეიტრალურია ან სუსტი მჟავისაკენ არის გადახრილი და PH-ის მაჩვენებელი 5,6-7,0-ის ფარგლებშია. ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებში კი საშუალო და სუსტი ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,3-8,0-ის ფარგლებშია. კარბონატების შემცველობა ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებში ძირითადად 2,5-16,0%-ის ფარგლებში მერყეობს, ცალკეულ შემთხვევაში კი უფრო მეტსაც აღწევს.

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

“სვირის” დასახელების ღვინომასალის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

ჯიში ცოლიკოური

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე;

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5; 2,5 X 1,5;

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა: 1მ2 8-10 კვირტი.

მოსავალი: ჰა-ზე 6-7 ტ.

 

 

ჯიში ციცქა

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე

დარგვის სქემა: 2,0 x 1,5 მ. 2,5 x 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-90 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6 ტონა.

 

 

 

ჯიში კრახუნა

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 170-270 მეტრამდე

დარგვის სქემა: 2,0 x 1,5 მ. 2,5 x 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-90 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ²-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6 ტონა.

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება, ბალახიან-კორდიანი სისტემა, ნიადაგის მულჩირება.

 

განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით.

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი.

მავნებლები: ტკიპები, ვაზის ცრუფარიანა, ყურძნის ჭია.

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.

ჯიში ცოლიკოურის, ციცქას და კრახუნას სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ცოლიკოური – დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდის, საშუალოზე ძლიერი ზრდის. გავრცელების ძირითად რაიონებში საშუალო საჰექტარო მოსავალი 6-7 ტონას შეადგენს. მტევნის საშუალო წონა 150-160 გ, მწიფე ყურძენში შაქრიანობა 200-250 გ/დმ3 აღწევს 7,5-9,5 გ/დმ3მჟავიანობის შენარჩუნებით. მისგან დამზადებულ ადგილობრივ და ევროპული ტიპის ღვინოებს ახასიათებს დიდი სხეული, ჰარმონიულობა, სიხალისე და გემური მაჩვენებლები.

ციცქა – ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა. ხასიათდება საშაულოზე დაბალი სიძლიერის ზრდით. კონდიციური საჰექტარო მოსავლიანობა 5-6 ტონის ფარგლებში მერყეობს. მტევნის საშუალო წონა 130-150 გ. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 180 გ/დმ3 აღწევს, ხოლო მჟავიანობა 6,9-10,5 გ/დმ3.

ჯიში მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემია, წარმატებით გამოიყენება  ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

კრახუნა – ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა, საშაულო ზრდის სიძლიერის. კონდიციური მოსავალი ჰა-ზე 6 ტონამდეა. მტევნის საშუალო წონა 140-160 გ. მწიფე ყურძენში შაქარი 210-230 გ/დმ3, მჟავიანობა 7,5-8,5 გ/დმ3.

ჯიში მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემია, წარმატებით გამოიყენება  ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

ღვინო „სვირი“ – ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება ცოლიკოურისა და ციცქას ჯიშის ყურძნისაგან (აგრეთვე რეკომენდირებულია ჯიში კრახუნა) ფერმენტირებულ ჭაჭაზე ტკბილის დადუღებით (ჭაჭის რაოდენობა შეადგენს ტკბილის მოცულობის 5-6%).

ღვინო „სვირი“ ხასიათდება მუქი ჩალისფერით მოყვითალო ელფერით, ხილის ტონებით, განვითარებული ბუკეტით, ექსტრაქტულობით და ჰარმო­ნიუ­ლო­ბით.

ღვინო “სვირის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობით სპირტშემცველობა, % _ 11,0-12,5;

შაქრების მასური კონცენტრაცია – არა უმეტეს 4 გ/დმ3;

ტიტრული მჟავიანობა – 5,5-7,0 გ/დმ3;

აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არა ნაკლებ 18 გ/დმ3;

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს ¹1493/1999 დადგენილებას.

სპეციფიკური ზონის ფართობი

„სვირის“ სპეციფიკური ზონის ფართობი დაახლოებით შეადგენს 27 კმ2.

მდებარეობა, ნიადაგურ-კლიმატური პირობები, ჯიში ცოლიკოურის არომატი და ღვინის დაყენების თავისებურება უზრუნველყოფს ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი სუფრის ღვინო “სვირის” მიღებას.