აგროსიახლეები

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა 16 სექტემბრიდან ამოქმედდება.
პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.

თუ ხარ მეწარმე 500 000 ლარამდე შემოსავლით და აკმაყოფილებ არსებულ კრიტერიუმებს, მოდი სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრებში, გაიარე დიაგნოსტიკა და მიიღე:

⚪️ საკონსულტაციო სერვისები 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით;
⚪️ სესხის პროცენტის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება;
⚪️ სესხის ძირი თანხის 80 %-იანი უზრუნველყოფა.
პრიორიტეტი ენიჭებათ ქალ და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მეწარმეებს.
იხილეთ ვრცლად : https://bit.ly/4cVDKzL
დამატებითი კითხვების შემთხევაში, დაგვიკავშირდით – 1525
გისურვებთ წარმატებებს!

პროგრამის კომპონენტები

  • მეწარმის ბიზნეს დიაგნოსტიკა;
  • კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გაცემული სესხის გარანტია;
  • კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გაცემული სესხის სუბსიდირება.

მეწარმე სუბიექტის კრიტერიუმები:

  • მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს;
  • არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება;
  • არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
  • მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;
  • მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე „ბუღალტრული
    აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში შეესაბამება
    IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს.

პროგრამის პირობები

  • სესხის ვალუტა - ლარი;  
  • სესხ(ებ)ის მოცულობა - 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე;
  • სესხის გარანტია - არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80 %-ისა 5 წლის ვადით;
  • სესხის პროცენტის სუბსიდირების მაქსიმალური ვადა - 5 წელი.
  1. სესხის პროცენტის სრულად სუბსიდირება, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთ პირობა მაინც:
  • დიაგნოსტიკის შედეგად მეწარმე არ აკმაყოფილებს „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს (მათ შორის 30 000 ლარს ზემოთ არსებულ შემოსავალს); 
  • არის ქალი მეწარმე. იურიდიული პირის შემთხვევაში, პროგრამის მიზნებისთვის, ქალ მეწარმედ მიიჩნევა მხოლოდ ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი;
  • მეწარმის ბიზნესის განხორციელების ადგილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიანი დასახლება;
  • მეწარმე ჩართულია სსიპ „საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის“ „მზის კარის“ პროექტში. სააგენტო მოახდენს საპროცენტო განაკვეთის სრულ სუბსიდირებას იმ შემთხვევაშიც თუ ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების შემდგომ ჩაერთვება პროექტში. ამ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრული ოდენობით სუბსიდირება განხორციელდება პროექტში ჩართვის მომენტიდან, თუმცა არაუმეტეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან 5 წლის ვადით.
  1. სესხის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობა:
  • ყველა სხვა შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 8.5%-ის ოდენობით;
  • პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ი განთავისუფლებულია – სესხის გაცემის, მომსახურების, აუთვისებელი ტრანშის და სესხის წინმსწრებით დაფარვის საკომისიოს/ჯარიმისგან.

პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია:  

  • იმ მეწარმე სუბიექტის ჩართვა, რომელმაც პროგრამის განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლის ეტაპზე, ამ პროგრამის ან/და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „საკრედიტო საგარანტიო სქემა“ ფარგლებში ერთხელ უკვე განიცადა დეფოლტი ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1234 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუწყდა თანადაფინანსება ან/და რეგისტრირებულია სააგენტოს ვადაგადაცილებულ დებიტორად ან/და მის წინააღმდეგ ინიცირებულია სამართლებრივი დავა;
  • პროგრამის ფარგლებში სესხი არ გაიცემა ბანკის მიერ საკრედიტო ხაზის ქვეშ დამტკიცებულ სესხებზე;
  • სესხის გაცემა ამ პროგრამის დანართი N1-ში განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობებისთვის;
  • გუდვილის შეძენა;
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და რემონტი, გარდა სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;
  • სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სახდელების (ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო და სხვა) გადახდა/დაფარვა. 
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.

პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამა ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შესაბამისი მექანიზმების შეთავაზებით რომელიც მოიცავს:

* მეწარმის ბიზნეს დიაგნოსტიკა;

* კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გაცემული სესხის გარანტია;

* კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გაცემული სესხის სუბსიდირება.

პროგრამის პირობები:

* პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სესხის მოცულობა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;

* სესხის გარანტია – არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80 %-ისა 5 წლის ვადით;

* სესხის პროცენტის სუბსიდირების მაქსიმალური ვადა – 5 წელი;

* პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ი განთავისუფლებულია – სესხის გაცემის, მომსახურების, აუთვისებელი ტრანშის და სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს/ჯარიმისგან.

1. სესხის პროცენტის სრულად სუბსიდირებას მიიღებს მეწარმე, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთ პირობა მაინც:

– დიაგნოსტიკის შედეგად მეწარმე არ აკმაყოფილებს „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

– არის ქალი მეწარმე. იურიდიული პირის შემთხვევაში, პროგრამის მიზნებისთვის, ქალ მეწარმედ მიიჩნევა მხოლოდ ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი;

– მეწარმის ბიზნესის განხორციელების ადგილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულიმაღალმთიანი დასახლება;

– მეწარმე ჩართულია სსიპ „საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის“ „მზის კარის“ პროექტში.

2. სესხს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით მიიღებს მეწარმე, თუ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს, თუმცა არ წარმოადგნეს ზემოთჩამოთვლილ არცერთ ჯგუფს.  ასეთ შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 8.5%-ის ოდენობით.

პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.

პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა (აკრძალულ საქმიანობათა ნუსხა დეტალურად გთხოვთ იხილოთ დადგენილებაში).

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებია:

* მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს;

* არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება;

* არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

* მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;

*მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე „ბუღალტრული აღრიცხვის; ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში შეესაბამება IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს.

პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობა წინა კალენდარულ წელს მიღებული შემოსავლების შესახებ;
  • კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოწერილი ცნობა წინა კალენდარულ წელს მიღებული შემოსავლების შესახებ (ფორმის შესაბამისად);
  • სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობა სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არ ქონის შესახებ;
  • სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ცნობა “ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ”, თუ კომპანია დაფუძნებულია ფიზიკური პირის/პირების მიერ (ყველა დამფუძნებლის ცნობა).

სრულად იხილეთ აქ: https://bit.ly/4cVDKzL