მოცვი – როგორ მოვიყვანოთ მარტივად?
მოცვის კულტურის მიმართულებით ინტერესი მსოფლიო მასშტაბით დღითი დღე მატულობს და ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. მართალია, ეს კულტურა მასობრივი გაშენების თვალსაზრისით ძველი არ არის, მაგრამ რამდენიმე წელში ფერმერებმა საექსპორტო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდეს.
წლეულს 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 916 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით (45%) გაიზარდა.
მოცვის სასარგებლო თვისები
აშშ-ში მოცვი მეორე ადგილზეა მარწყვის შემდეგ, როგორც ყველაზე პოპულარული კენკრა. USDA-ს ანალიზების მიხედვით, მოცვი შეიცავს ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე სხვა 40-ზე მეტი ხილი და ბოსტნეული. იგი მდიდარია C ვიტამინით და თითო საშუალო ჭიქა მხოლოდ 83 კალორიას შეიცავს. ამასთან, სავსეა ფიტოქიმიკატებით, რომლებიც ხელს უწყობენ მხედველობას, აუმჯობესებენ მეხსიერებას, ხელს უწყობენ ჯანმრთელ იმუნურ სისტემას და ბოლოს, კარგია საშარდე გზების ჯანმრთელობისთვის.
მოიყვანე ორგანულად
ყველა ზემოთ ჩამოთვლილს შეძლებთ მეტი სარგებლიანობა შესძინოთ თუ მოცვს ორგანული წესით მოიყვანთ. ამასთან, ცნობილია, რომ ექსპორტისას ორგანული წესით წარმოებული, სერტიფიცირებული პროდუქტის ფასი პოზიტიურად იცვლება.
მოცვი ადვილად იზრდება
მოცვი ადვილად იზრდება და შედარებით თავისუფალია მავნებლებისგან. სჭირდება მზე და კარგი სადრენაჟო სისტემა, მჟავე ნიადაგი – pH – 4.0 – 5.0 (მაგალითად, სამეგრელოს რეგიონი). ნიადაგის დამჟავებისთვის ბევრი ფერმერი იყენებს ხის ჩიფსებს, დამპალ ნახერხეს, ფიჭვის წიწვებს, ფოთლების მულჩს. გარდა მჟავიანობის გაზრდისა, მსგავსი მულჩირება ხელს უწყობს მოცვის ფესვების ტენიანობასა და სიგრილეს. ნიადაგის pH ასევე შეიძლება ნიადაგში გოგირდისა და ტორფის დამატებითაც შეიცვალოს.
ნერგები შიშველი ფესვთა სისტემით გაზაფხულზე უნდა გადაირგას, კონტეინერებში გაზრდილი ნერგი კი – წლის ნებისმიერ დროს.
მეურნეობაში მინიმუმ ორი განსხვავებული ჯიშის მოყვანა უკეთესი დამტვერვისა და მოსავლიანობისთვისაა რეკომენდირებული.
ერთი ბუჩქი მცენარე დარგვიდან მე 2–3 წელს იძლევა მოსავალს, 2 წლის ბუჩქიდან ფერმერი მიიღებს საშუალოდ 1-2კგ–მოსავალს.
სრული მოსავლიანობისათვის კი საჭიროა 6–8 წელი. სადაც ერთი ძირი ბუჩქი დაახლოებით გვაძლევს 4–6 კგ მოსავალს, ერთ ჰა–ზე ირგვება 3300–მდე ნერგი.
ლურჯი მოცვის ყველა ჯიში სხვადასხვა დროს იძლევა ნაყოფს, ამიტომაც ფერმერი ამ დროს ხელშეკრულებით აიყვანს დროებით მკრეფავებს. ერთი მკრეფავი დღეში 70–80კგ.მოცვი გაზაფხულზე უნდა გაანოყიეროთ, მას შემდეგ რაც კვირტები დაბერვას დაიწყებს და მეორედ, როდესაც ნაყოფი ფორმირებას იწყებს.
მორწყვა
დარგვისას (1-2 დღე) 3-4 ლიტრი ძირზე; შემდეგ კლიმატის მიხედვით დაახლოებით კვირაში ერთხელ, ყვავილობამდე 2.5-2.7 ლიტრი, ყვავილობისას 3.5, შემდეგ 3.0-3.5 ლიტრი კვირაში ერთხელ.
უფრო ვრცლად, მოცვის კულტურის მოყვანის სქემები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ლურჯი მოცვი