აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

მრავალწლიანი პარკასონი ბალახები _ იონჯა

პარკოსნების ყველა სახეობა მაღალი ყუათიანობისა და კარგი მონელებადობის გამო საკვებ ბალახებს შორის პირველ ადგილზე დგას. პარკოსნებიდან უპირატესი გამოყენებით ხასიათდება ლურჯი ანუ სათესი იონჯა (Medicago sa­ti­va L.). სათანადო ტენისა და ტემპერატურის პირობებში გათიბვიდან 40-45 დღეში მისი ახალი ყლორტები ყვავილობას აღწევს და კვლავ გასათიბი ხდება.

მრავალწლოვანი ბალახების თესვა წარმოებს შემდეგ ვადებში: აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ ზონაში 20 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე, ურწყავ ზონაში — 10 მარტიდან პირველ აპრილამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობის სარწყავ ზონაში — 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, ურწყავში — 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე.

იონჯა 22222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222

კოკრობის ფაზაში აღებული ლურჯი იონჯას თივა 20% პროტეინს და 50 საკვებ ერთეულს შეიცავს. იგი კულტურაში შეტანილია 200 წლის წინათ. თივის საშუალო მოსავლიანობა 15-20 ტ/ჰა-მდე მერყეობს. კარგი მოვლისა და მაღალი აგროტექნოლოგიის პირობებში იონჯა ბალახნარში 25 წლამდე ძლებს. ჩვეულებრივ იონჯა სავეგეტაციო პერიოდში 2-3 ნათიბს იძლევა, სარწყავ პირობებში 5-7-ჯერ ითიბება. მას აქვს ღრმად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელიც ნიადაგში 8-10 მ სიღრმეს აღწევს. ყინვაგამძლეა. ბალახნარევებში ითესება როგორც სათიბად, ასევე საძოვრად გამოყენებისათვის.

იონჯას როგორც თივა, ასევე მწვანე ბალახი მაღალყუათიანია. ყვავილობის ფაზაში 100 კგ ბალახი შეიცავს 21,3 საკვებ ერთეულს და 4 კგ მონელებად პროტეინს, ხოლო თივაში შესაბამისად-50,2 და 13,7. იონჯას სუფთად თესვისათვის საჭიროა 18-20 კგ/ჰა, ხოლო ნარევში მარცვლოვნებთან თესვისას — 10-12 კგ/ჰა თესლი. მობნევით თესვისას თესვის ნორმა დიდდება 10-15%-ით.

იონჯა ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მოითხოვს სასტარტო რაოდენობის აზოტს, რათა დააგროვოს მწვანე მასა. აზოტის გამოყენება აუცილებელია ახალგაზრდა აღმონაცენის გამოსაკვებად და ყოველი შემდგომი გათიბვის თუ არა ყოველი მეორე განათიბის შემდეგ. აზოტის ნორმა საშუალოდ სავეგეტაციო პერიოდში უდრის 60 კგ/ჰა (მოქმედი ნივთიერების ანგარიშით). სამაგიეროდ, იონჯას დიდი მოთხოვნა აქვს ფოსფორისა და კალიუმისადმი. 1 ტონა თივის მისაღებად მცენარე ითვისებს 6 კგ P2O5 და 17-20 კგ K2O. საუკეთესო შედეგს იძლევა ორგანული სასუქის შეტანა წინამორბედი კულტურის ქვეშ ფოსფორისა და კალიუმის ფონზე (ნაკელი 20 ტ + P-2-3 ც/ჰა და 1ც. K).

სიცოცხლის მომდევნო წლებში ნათესის მოვლა იწყება ადრე გაზაფხულიდან, როცა ნათესებში შეაქვთ სასუქები და NPK დაიფარცხება. ყოველი გათიბვის შემდეგ ნიადაგი უნდა მოირწყას, რათა ნიადაგში სრული წყალტევადობის 75-80% ტენი დავიცვათ, რაც უზრუნველყოფს მცენარის ენერგიულ აქვიტიანობას. იონჯას ნათესიდან მწვანე მასის მიღება შესაძლებელია აპრილის ბოლოს — მაისის პირველ რიცხვებში, ხოლო შემდეგში ყოველი 25-30 დღის ინტერვალით.

იონჯის მწვანე მასის საშუალო მოსავალი შეადგენს 30-30 ტ/ჰა, ხოლო მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის დაცვით მისი მოსავალი 50 ტონასაც აღწევს. სარგებლობის პირველ-მეორე წელს იონჯას ნათესი უნდა გაითიბოს, ხოლო შემდგომ წლებში დასაშვებია ძოვებაც. მსხვილფეხა პირუტყვის ძოვება შეიძლება მცირე ხნის განმავლობაში, თანდათანობით. ძოვების ჯერადობა სავეგეტაციო პერიოდში შეადგენს 7-8-ს. იონჯას ნათესი მწვანე მასის მაქსიმალურ მოსავალს იძლევა მე-3-მე-4 წელს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართელო“