დარგებიმებაღეობამემცენარეობა

მსხვილ­ყვა­ვი­ლა ჟას­მი­ნი – (Jasminum grandiflorum)

ჟას­მი­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი, მა­რადმ­წვა­ნე ბუჩ­ქია, ზე­თი­სებრ­თა Oleaceae-ს ოჯ­ახ­იდ­ან. ჟას­მი­ნის გვარ­ში ორ­ას­ამ­დე სა­ხე­ობ­აა გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის, რო­გორც ეთ­ერ­ზე­თო­ვა­ნმა, უფ­რო მე­ტი გავრ­ცე­ლე­ბა ტრო­პი­კუ­ლი წარ­მო­ებ­ის მსხვილ­ყვა­ვი­ლა ჟას­მინ­მა ჰპო­ვა. ის წარ­მო­ად­გენს 1,5-2 მეტ­­­რამ­დე სი­მაღ­ლის მა­რადმ­წვა­ნე, სფე­რუ­ლი ფორ­მის ბუჩქს, მუ­ქი მწვა­ნე ფოთ­ლე­ბით. ყვა­ვი­ლე­ბი შეკ­რე­ბი­ლია ნა­ხევ­რად ქოლ­გი­სე­ბუ­რად, ყვა­ვი­ლობს ივ­ნი­სი­დან გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე.

მსხვილ­ყვა­ვი­ლა ჟას­მი­ნის ყვა­ვი­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ეთ­ერ­ზე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­სი­ამ­ოვ­ნო, ნა­ზი სურ­ნე­ლე­ბით, რის გა­მოც მას ფარ­თოდ იყ­ენ­ებ­ენ უმ­აღ­ლე­სი სა­პარ­ფი­უმ­ერ­იო ნა­წარ­მის – სუ­ნა­მო­ებ­ის, ოდ­ეკ­ოლ­ონ­ებ­ის და­სამ­ზა­დებ­ლად. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ჟას­მი­ნის ყვა­ვი­ლებს ჩა­ი­სა და თამ­ბა­ქოს არ­ომ­ატ­იზ­აც­ი­ის­ათ­ვი­საც იყ­ენ­ებ­ენ. მისაღებია რევ­მა­ტიზ­მი­სა და სხვა და­ავ­ად­ებ­ა­თა სამ­კურ­ნა­ლოდ, ეთ­ერ­ზეთს კი თვა­ლი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლის დროსაც მიმართავენ.

მსხვილ­ყვა­ვი­ლა ჟას­მი­ნის სამ­რეწ­ვე­ლო კულ­ტუ­რა გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია საფ­რან­გეთ­ში, იტ­ალ­ი­ა­ში, ალ­ჟირ­ში,  ჩვენ­ში ის პირ­ვე­ლად შე­მო­იტ­ან­ეს 1937 წელს. ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პლან­ტა­ცია იყო ხორ­შის ეთ­ერ­ზე­თო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის მე­ურ­ნე­ობ­ა­ში (სე­ნა­კის რა­ი­ონ­ში), რო­მე­ლიც მთე­ლი ქვეყ­ნი­სათ­ვის ჟას­მი­ნის ეთ­ერ­ზე­თის ერ­თა­დერ­თი მიმ­წო­დე­ბე­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ის­ათ­ვის, მას ჩვენ­ში არ აწ­არ­მო­ებ­ენ.

ჟას­მი­ნი ყინ­ვე­ბის მი­მართ საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­არ­ეა: ყვა­ვი­ლე­ბი ზი­ან­დე­ბა – 20-140 ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში და გა­ზაფ­ხულ­ზე იძ­ლე­ვა ამ­ონ­აყ­არს, რო­მე­ლიც იმ­ა­ვე წელს უხ­ვად ყვა­ვი­ლობს. ჟას­მი­ნის ამ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გა­მო, იგი გა­ავრ­ცე­ლეს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ე­ვე სო­ხუ­მის ეთ­ერ­ზე­ოვ­ან მცე­ნა­რე­თა საც­დელ სად­გურ­ში. ის კარ­გად ვი­თარ­დე­ბა მსუ­ბუ­ქი მე­ქა­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის, წყლის კარ­გად გამ­ტარ, საკ­ვე­ბი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ით მდი­დარ, სუსტ მჟა­ვე ან ნე­იტ­რა­ლუ­რი რე­აქ­ცი­ის ნო­ყი­ერ ნი­ად­აგ­ებ­ზე.

ჩვენ­ში მსხვილყვავილა ჟას­მი­ნის ვე­გე­ტაცი­უ­რი ხერ­ხით გამ­რავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რად­გა­ნაც მკაც­რი ზამ­თა­რი ვერ იძ­ლე­ვა თეს­ლის მომ­წი­ფე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და კარ­გავს აღ­მო­ცე­ნე­ბის უნ­არს. ჟას­მი­ნის გამ­რავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მყნო­ბით, გა­დაწ­ვე­ნით და კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ებ­ით.

 

სა­უკ­ეთ­ე­სო დროდ კალ­მე­ბის და­სა­ფეს­ვი­ან­ებ­ლად ით­ვლე­ბა ივ­ლის-აგ­ვის­ტო, რო­დე­საც ნა­ზარ­დი ყლორ­ტი საკ­მა­ოდ მომ­წი­ფე­ბუ­ლია და მდი­და­რია სა­მა­რა­გო ნივ­თი­ერ­ებ­ით. კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ე­ბა წარ­მო­ებს კვალ­სათ­ბუ­რებ­ში, რო­მე­ლიც გე­რა­ნის კალ­მე­ბის და­სა­ფეს­ვი­ან­ებ­ე­ლი კვალ­სათ­ბუ­რე­ბის ან­ალ­ოგ­ი­ურ­ად ეწ­ყო­ბა. და­სა­ფეს­ვი­ან­ებ­ლად აიჭ­რე­ბა რო­გორც მოყ­ვა­ვი­ლე, ისე მწვა­ნე, ლა­ღი ზრდის ყვა­ვი­ლის არ­მქო­ნე ყლორ­ტე­ბი ჯან­სა­ღი, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უხ­ვად მოყ­ვა­ვი­ლე ბუჩ­ქე­ბი­დან.

კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა ჟას­მი­ნის კალ­მე­ბის სა­შე­მოდ­გო­მო აჭ­რა, რომ­ლე­ბიც სათ­ბურ­ში კო­ნე­ბად შეკ­რუ­ლე­ბი უნ­და გა­მო­აზ­ამ­თრონ და გა­ზაფ­ხულ­ზე კი და­სა­ფეს­ვი­ან­ებ­ლად დარ­გან. ეს მე­თო­დი უფ­რო იაფ­ია და პლან­ტა­ცი­ა­ში ყვა­ვი­ლის მო­სავ­ლი­ან­ობ­ას არ შე­ამ­ცი­რებს.

ჟას­მი­ნი ყინ­ვე­ბის მი­მართ მგრძნო­ბი­არ­ეა, ამ­იტ­ომ პლან­ტა­ცი­ის გა­სა­შე­ნებ­ლად უნ­და შე­ირ­ჩეს ყინ­ვი­სა­გან და­ცუ­ლი, მზი­ა­ნი, თბი­ლი ნაკ­ვე­თი, სამ­ხრე­თი­სა და სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თის ექს­პო­ზი­ცი­ის 100-მდე და­ქა­ნე­ბუ­ლი ფერ­დო­ბი, ქა­რე­ბი­სა­გან საკ­მა­ოდ და­ცუ­ლი.

ნი­ად­აგ­ის ძი­რი­თა­დი და­მუ­შა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში, პლან­ტა­ცი­ის გა­შე­ნე­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე, 45-55 სმ სიღრ­მე­ზე, საპ­ლან­ტა­ჟო გუთ­ნით. და­მუ­შა­ვე­ბის წინ შეგ­ვაქვს ფოს­ფო­რი­ა­ნი სა­სუ­ქი 300-350 კგ რა­ოდ­ენ­ობ­ით ერთ ჰექ­ტარ­ზე სუფ­თა ელ­ემ­ენ­ტზე გა­დაყ­ვა­ნით.

ჟას­მი­ნის ჩა­სარ­გავ ორ­მო­ებს ვი­ღებთ 20-22 სმ სიღრ­მით და 25-27 სმ სი­გა­ნით, სა­დაც დარ­გვამ­დე შეგ­ვაქვს 1,5-2 კგ გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად აირ­ე­ვა მი­წას­თან და შემ­დეგ ორ­მოს ცენ­ტრში ირ­გვე­ბა წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნერ­გი.

პლან­ტა­ცი­ის მოვ­ლა იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ არ უნ­და და­უშ­ვან ნი­ად­აგ­ის ქერ­ქის წარ­მოქ­მნა და სა­რე­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რის­თვი­საც ნი­ად­ა­გი პე­რი­ოდ­ულ­ად უნ­და გა­აფ­ხვი­ერ­ონ, ხო­ლო ზაფ­ხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ის­ე­თი ღო­ნის­ძი­ებ­ე­ბი უნ­და ჩა­ტარ­დეს, რაც მცე­ნა­რე­თა ზრდას შე­ან­ელ­ებს და ხელს შე­უწ­ყობს ნა­ზარ­დის მომ­წი­ფე­ბას. ამ მიზ­ნით, მწკრივ­თა­შო­რი­სე­ბის გაფ­ხვი­ერ­ე­ბა უნ­და შეწ­ყვი­ტონ და სი­დე­რა­ტე­ბი და­თე­სონ. ყინ­ვე­ბის დაწ­ყე­ბის წინ, მშრალ ამ­ინ­დში, მცე­ნა­რე­თა ყინ­ვი­სა­გან და­სა­ცა­ვად, მწკრი­ვებ­ში სპე­ცი­ალ­უ­რი გუთ­ნით, მცე­ნა­რე­ებს მი­წა უნ­და მი­აყ­არ­ონ და მი­ატ­კეპ­ნონ.

გა­ზაფ­ხულ­ზე, 20 მარ­ტი­დან, მცე­ნა­რეს შე­მოყ­რი­ლი მი­წა უნ­და შე­მო­აც­ალ­ონ, მწკრივ­თა­შო­რი­სებ­ში უნ­და გა­შა­ლონ, გა­აფ­ხვი­ერ­ონ ნი­ად­ა­გი და ჩა­ატ­არ­ონ მცე­ნა­რე­თა გას­ხვლა-ფორ­მი­რე­ბა. 1 ჰა-ზე შე­იტ­ან­ონ 120 კგ ფოს­ფო­რი­ა­ნი და კა­ლი­უმ­ი­ა­ნი სა­სუ­ქი. მოყ­ინუ­ლი ნა­წი­ლე­ბი უნ­და მო­იჭ­რას ისე, რომ 3-4 სმ ქვე­მოთ მო­უყ­ინ­ა­ვი ნა­წი­ლე­ბიც გაყ­ვეს.

აზ­ოტ­ი­ა­ნი სა­სუ­ქი 2-ჯერ უნ­და შე­იტ­ან­ონ: ვე­გე­ტა­ცი­ის დაწ­ყე­ბის წინ და ყვა­ვი­ლო­ბის დაწ­ყე­ბის დროს, 120 კგ, ხო­ლო 3 წლი­ან­ზე უხ­ნეს პლან­ტა­ცი­ა­ში 150 კგ დო­ზის ნა­ხე­ვა­რი თი­თო­ე­ულ ჯერ­ზე. 6-7 წლამ­დე მო­სავ­ლი­ან­ო­ბა იზრ­დე­ბა, შემ­დეგ კი კლე­ბუ­ლობს. გა­ნო­ყი­ერ­ებ­ის თვალ­საზ­რი­სით, ყო­ველ მე­ო­რე წელს უნ­და შე­იტ­ან­ონ 40 ტო­ნა ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქი.

მე­სა­მე წლი­დან ჟას­მი­ნის პლან­ტა­ცია კარ­გად ყვა­ვი­ლობს და მო­სავ­ლი­ან­ო­ბა იზრ­დე­ბა 7-8 წლის ხნო­ვა­ნე­ბამ­დე, ხო­ლო შემ­დეგ მო­სავ­ლი­ან­ო­ბა თან­და­თან მერ­ყე­ობს კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

საკ­რე­ფად შე­მო­სუ­ლად ით­ვლე­ბა ყვე­ლა გაშ­ლი­ლი ყვა­ვი­ლი. კრე­ფენ დი­ლით, ცვა­რის გაშ­რო­ბის­თა­ნა­ვე და უმ­ჯო­ბე­სია მოკ­რე­ფა დამ­თავრ­დეს, სა­ნამ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა დად­გე­ბო­დეს, რად­გა­ნაც დღის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში მოკ­რე­ფი­ლი ყვა­ვი­ლი ეთ­ერ­ოვ­ა­ნი ზე­თის ნაკ­ლებ გა­მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა. კრე­ფა უნ­და და­იწ­ყონ ნა­მის შეშ­რო­ბის შემ­დეგ, დი­ლის სა­ათ­ებ­ში. კრე­ფის დაგ­ვი­ან­ებ­ის­ას ყვა­ვილ­ში ეთ­ერ­ოვ­ა­ნი ზე­თი მცირ­დე­ბა. ერთ მუ­შას შე­უძ­ლია მოკ­რი­ფოს 3-4 კგ ყვა­ვი­ლი. მოკ­რე­ფი­ლი ყვა­ვი­ლი და­უყ­ონ­ებ­ლივ უნ­და გა­იგ­ზავ­ნოს გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ყვა­ვი­ლის მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს 3-6 ტო­ნამ­დე.

რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი