დარგებივეტერინარიამეცხოველეობა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი/ ნაბარევი, ციება დასიცხვა, ტკიპარა

პიროპლაზმოზი (pizoplasmosis) არის სეზონური (საძოვრის პერიოდი) ჩვეულებრივ სპორადულად, უფრო იშვიათად, ენზოოტურად (კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ტკიპების რაოდენობა  ყოველწლიურად მკვეთრად იცვლება),  მწვავედ მიმდინარე დაავადებაა, რომელიც ვლინდება მუდმივი ტიპის ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით , წითელი შარდის გამოყოფით. ეკონომიკური დანაკარგი ენზოლიის  პერიოდში წარმოიშვება დაავადებული ცხოველების დახოცვისა და ლაქტაციის პერიოდში რძის პროდუქტიულობის დაქვეითების შეჯამებით.

პეროპლაზმოზი მწვავე ფორმით  მიმდინარე მძიმე დაავადებაა, რომლის აღმძვრელია  piroplazma  bigenimum,  მისი მკურნალობის დაწყება  აუცილებელია დროულად, პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლენისთანავე.

რა უნდა ვიცოდეთ პიროპლაზმოზის შესახებ: დაავადების გადამტანია ერთმასპინძლიანი ტკიპა  bophuhis Calcaratis   (პიპოპლაზმებს გადასცემს ლიმფობის ფაზაში) უფრო იშვიათად,  ორმასპინძლიანი Phipicephalus bursa (იმაგოს ფაზაში და სამმასპინძლიანი Hacmphyasulis pumstara  (იმაგოს ფაზაში) გამომწვევი არსებობის ხანგრძლივობა მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ორგანიზმში  6-12 თვეა, თუმცა ზოგჯერ -12-16 კვირა. დაავადება გავრცელებულია დედამიწის ყველა კონტინენტის, უპირატესად სამხრეთ ზონაში, სადაც გვხვდება გადამტანი ტკიპები. მიმდინარეობს  ორი ან სამი ენზოოდური აფეთქების სახით (გაზაფხულზე ზაფხულში და შემოდგომაზე), სპორადული შემთხვევები შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. დაავადება იწვევს:

  1.  ღრმა ცვლილებები ერითროციტებში (ერითროციტები იშლება);
  2. ვითარდება ანოქსემია  (სიხლში ჟანგბადის ნაკლებობა);
  3. იწყება ცხოველების ინტოქსიკაცია;
  4. ირღვევა თერმორეგულაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა;
  5. ცხოველს ეწყება სტრესი, უნვითარდება კუნთების კანკალი, გულებისა და პარკუჭების ადონია;
  6. შეიძლება განვითარდეს კუნთების პარეზი.
 კლინიკური სიმპტომები:
  1. ცხოველს უქვეითდება მადა, დათრგუნულია;
  2. ლორწოვანი გარსები ყვითელია;
  3. ავადმყოფი ცხოველები ჯოგს ჩამორჩა, ხშირად წვანან;
  4. რძის გამომკვეთრად მცირედბა;
  5. სუნთქვა გახშირებულია;
  6. სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42°C -მდე;
  7. მე-2-3 დღეს უვლინდებათ ლორწოვანი გარსის სიყვითლე;
  8. ვითარდება  ყაბზობა და ფაღარათი;
  9. შარდის გამოყოფა ხშირდება;
  10. მძიმე შემთხვევაში შარდი იძენს სისხლნარევშეფერილობას, ინკუბაციური პერიოდი 8-15 დღეა ავადმყოფ ცხოველს თუ მალე არ აღმოუჩნდება დახმარება, იგი დაიღუპება 5 ან 7 დღეში.
           მკურნალობა:
  1. ცხოველებს უნიშნავენ სრულ მოსვენებას;
  2. საკვებად აძლევენ კარგი ხარსისხისთივას. ადვილად მოინელებენ წვნიანს . საკმაო ოდენობის წყალს, წვრილად დაჭრილ ძირებს ან ფოთლებს, კომბოსტოს, რძეს;
  3. რეკომენდირებულია სამკურნალოდ გამოვიყენოთ, პრეპარატი პიროტექსი B-12, პიროტაქსი პლიუსი, დოზირება: პრეპარატი იხსნება 12, 5-15მლ საინფექციო ხსნარში (ვღებულობთ 7 % ხსნარს), და კეთდება 1მლ.20 კგ ცოცხლა წონაზე კუნთში – დოზა 3,5 მგ. მოქმედი ნივთიერება, 1 კგ. ცოცხალ წონაზე. შეიძლება გამოვიყენოთ პიროდუქსი_საინფექციო (1მლ.15კგ ც. წ.-ზე კუნთში) დაგვიანებულ შემთხვევაში პიროდუქსის ინფექცია სასურველია გავიმეოროთ 24 საათში;
  4. ვნიშნავთ სიმპტომატურ საშუალებებს: საჭმლის გადამმუშავებელი ორგანოების მოწესრიგებისთვის გლაუბერის მარილს (400, 600 გრ. 8ლ. წყალში) ან სხვა საშუალებებს;
  5. გულსისხლძარღვთა და ნერვიული სისტემისათვის _ კოფეინი, ვიტამინები მიკროელემენტები, ნახშირწყლები და სხვა) მკურნალობის დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პირველ რიგში  ცოხნის აღდგენას, საჭმლის მომნელებელი სისტემის სწრაფ გაუმჯობესებას, შემედგ მეწველი საქონლის წველადობას. ეს შეიძლება მიაღწიოთ პრეპარატების ,,დასის’’ ,,ოლიგოფოსის“ და ,,ლაივ-ისაკიი’’-ს გამოყენებით ინსტრუქციის მიხედვით.
პროფილაქტიკა

დაავადების აფეთქების დასაწყისში ცხოველებს ეძლევათ პიროდუქსი B-12, პიროდუქსი პლიუსი, თხევადი პიროდუქსი ტრიპანოსტოპი ან სხვა საშუალებები, რომლებსაც უნარი აქვთ ორგანიზმი დაიცვას დაავადებისგან 2-3 კვირის განმავლობაში. მეურნეობაში უნდა ჩატარდეს  ბრძოლა ტკიპებთან. უმთავრესად აგროტექნიკური და მელიორაციული ღონისძიებებით ტკიპების D–plunis Calaratusგაციებისა და ბიოტოპების მოსპობის გზით.

საქართველოში დაავადების პირველი აფეთქება იწყება აპრილ-მაისში, მეორე _ ივლისში, მესამე _ აგვისტოს ბოლოდან ნოემბრამდე.

დიფერენცირება:

პიროპლაზმოზის დიფერენცირება აუცილებელია ქილებისაგან და ლეპტოსპიროზიისგან.

ჯილეხის (ცამბრიდული წყლული) სისხლი მუქი ფერისაა, არ დედდება. ცხოველს აქვს ქოშინი იგი დათრგუნილია ძლიერი ციებ-ცხელების გამო ქიმიოპრეპარატები არაეფეტქტიანია, ცხოველი სწრაფად კვდება.

დეპტოსპიროზისა და პიროპლაზმოზის საერთო ნიშანიპემოგლობინურია. ლეპტოსპროზმის  დროს სიყვითლე მკვეთრად არის გამოხატული. მკურნალობის შემდეგ სიყვითლე კვლავ აღინიშნება.

ნორმალური ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი შარდი.

ყველაზე კარგი დაცვა დაავადებისგან არის პროფილაქტიკა.

მიხეილ ჭიჭაყუა, 

ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი,

„აგროექსპერტთა ასოციაცია“