აგროსიახლეები

მთაწმინდის პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

ჩაის ფესტივალი 2005 წლიდან იმართება, რომლის მიზანი ქართული ჩაის პოპულარიზაცია და ჩაის მწარმოებლების მხარდაჭერაა.
წლევანდელ ჩაის ფესტივალს,  რომელიც თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის ეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სტუმრობდა. 

როგორც ბატონმა სოლომონმა ჟურნალისტებს უთხრა სახელმწიფო ქართული ჩაის მწარმოებლების ხელშესაწყობად არაერთ პროგრამას ახორციელებს და ისინი მომავალშიც გაგრძელდება. 

ჩაის ფესტივალი 3333333333333333333333

„ჩაის ფესტივალი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩაის მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა ექსპორტის წახალისება და ახალი ბაზრების მოძიებაა; ამ მიმართულებაში სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული. ქართული ჩაის ხელშესაწყობად სახელმწიფო ჩაის რეაბლიტაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია უკვე რეაბილიტირებულია; ამასთან ერთად, შესაბამისი ტექნიკითაც ვეხმარებით ფერმერებს”, -აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ჩაის ფესტივალი

ქართული ჩაის ფესტივალში, რომელიც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ქართული ჩაის და თაფლის 20-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის თქმით, ქართული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს მას ბაზრის 25% უკავია.

ჩაის ფეტივალი 333333333333333333333

„ქართული ჩაი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ძალიან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანია; ხარისხით არცერთ უცხოურ ჩაის არ ჩამოუვარდება, ზოგ შემთხვევაში, სჯობს კიდეც. ქართულ ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა ამ მიმართულებით უდავოა; რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა დარგის განვითარებას“, – განაცხადა თენგიზ სვანიძემ.

ქართული ჩაის მწარმოებლები მსგავსი სახის ღონისძიებებს მიესალმებიან. მათი თქმით, ფესტივალი საშუალებას აძლევთ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნკინაცია დაამყარონ და ახალი პროდუქცია გააცნონ.