აგროსიახლეებიმებაღეობა

მთვარის კალენდარი: 2 სექტემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

2 სექტემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. სავსემთვარეობა თევზების ნიშანშია.

ასეთი დღეები ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისთვის განაწყობს. ადამიანებში ძლიერდება სენტიმენტური გრძნობები, ემოციურობა, მგრძნობიარობა, ინტუიცია.

ეს შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კარგი დღეა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა. შეიძლება სესხის აღება.

თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

ეს ღვთაებრივი სიყვარულის დროა.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების გაკეთება, სიფრთხილე და თითოეული ნაბიჯის გონივრულად გადადგმა, ურთიერთობები ახლობლებთან თუ კოლეგებთან, ახალი იდეების წარდგენა (დღის პირველ ნახევარში), ოჯახური კავშირების გამტკიცება, კარიერისა და ბიზნესის საკითხებზე მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, ზედმეტი და სხვისი პრობლემების თავიდან არიდება.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის ხარჯვა უმნიშვნელო და წვრილმან მოვლენებზე.

თმის შეჭრა, შეღებვა: არცთუ საუკეთესო დროა თმის შეჭრისა და შეღებვისთვის, სჯობს, თავი შეიკავოთ თმის დაბანისგანაც კი.

ასევე არახელსაყრელია ფრჩხილების გაკეთება – შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მებაღეობა: სავსემთვარეობის დღეს ბაღში მუშაობა არარეკომენდებულია.

წყარო: sputnik-georgia.com