მცდარი დარგობრივი ინფორმაცია ფერმერს დიდი რისკის წინაშე აყენებს
ფერმერებისთვის, მცირე თუ საშუალო მეურნეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს სწორად მიწოდებულ ინფორმაციას? რა სირთულეებს აწყდებიან ფერმერები დარგობრივი ინფორმაციის მიღების მხრივ, როგორ არის უზრუნველყოფილი ფერმერი თანამედროვე, კონკრეტულად მის საჭიროებებზე მორგებული ინფორმაციით?
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე დღეს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია საფერავი ტვ-ს ერთობლივი გადაცემის „მედია ფერმერებისთვის“ სტუმარია პოპულარული ვებ გაზეთ „აგროკავკასიის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი მალხაზ ხაზარბეგიშვილი. გადაცემას ავტორია ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.