მცენარეული სასუქი – ჭინჭრის ნაყენი
მცენარეული სასუქი – ჭინჭრის ნაყენი ამაღლებს მცენარეების იმუნიტეტს, ამდიდრებს ნიადაგს აზოტით და ამცირებს მასში „ცუდი“ ბაქტერიების რაოდენობას. საუკეთესო სასუქია თითქმის ყველა ბოსტნეულისთვის (პარკოსანი და ბოლქვიანი ბოსტნეულის გარდა).
დამზადების წესი
მზადდება გაზაფხულზე და ზაფხულში.
მოვთიბოთ ჭინჭარი ყვავილობის დასაწყისში, დავაქუცმაცოთ და ჩავყაროთ ჩრდილში მოთავსებულ ჭურჭელში (ხის, თიხის, პლასტმასის, ემალირებული).
შეფარდება
1 კგ. ჭინჭარი + 10 ლიტ. დამდგარი, მზეზე გამთბარი წყალი. (დუღილის პერიოდში ჭინჭრის მასა ამოდის ზევით, ამიტომ ყოველდღე 2-ჯერ უნდა მოვურიოთ). დუღილი დამთავრდება 10 -15 დღის შემდეგ (ნიშანი – ხსნარის გამუქება და ქაფის დაწმენდა).
გამოყენება
ფესვიდან კვება: ერთი ლიტრი ჭინჭრის ნაყენი (ამოვიღოთ უშუალოდ გამოყენების წინ) + 10 ლიტრი წყალი. (დავასხათ მცენარეების ძირებში).
ფოთლიდან კვება: ერთი ლიტრი ჭინჭრის ნაყენი (ამოვიღოთ უშუალოდ გამოყენების წინ) + 20 ლიტრი წყალი (შევასხუროთ ფოთლებზე).
P. S. დამზადების პროცესში ჭინჭარს დუღილის პერიოდში ცუდი სუნი აქვს, ამიტომ ნაყენი სახლიდან (მეზობლის სახლიდანაც) მოშორებით დაამზადეთ.
ნუკრი მემარნიშვილი