მექანიზაციარუბრიკებიფერმერი ფერმერს

მცირე მექანიზაცია ფერმერული მეურნეობებისთვის

 მიწის პრივატიზაციის შედეგად ქვეყანაში შეიქმნა მემცენარეობისა და მეცხოველეობის ფერმერული მეურნეობები, რომელთა მიწის ნაკვეთების უდიდესი ნაწილი 0 5-1 5 ჰა-მდე მერყეობს.
სავარგულების უმეტესობა განლაგებულია ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე, ფერდობებზე და მათი ნიადაგობრივი საფარიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვანდ  განსხვავებულია. მოუწყობელია ნაკვეთებთან მისასვლელი გზებიც, ბევრგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აგრეგატების მიტანა შეუძლებელია.

რთულ რელიეფურ პირობებში მნიშვნელოვნად იზრდება საწვავის ხარჯი, რადგან ერთი ნაკვეთიდან მეორეზე გადასვლის დროს, სატრაქტორო აგრეგატების ტექნოლოგიური მომსახურება რთულდება. მძლავრი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაშიც კი, ასეთი ნაკვეთების დამუშავებისას ძალიან მაღალია უქმი სვლების რაოდენობა და საკონტროლო გავლაზე მოცდენები.

 აღნიშნულ პირობებში მემცენარეობის პროდუქციის წარმოებისთვის მიზანშეწონილია გაზრდილი გამავლობისა და წევა-ჩაჭიდების მქონე მცირე სიმძლავრის, გაბარიტისა და კარგი მანევრული თვისებების მქონე ტრაქტორების, მოტობლოკების, სპეციალური კომბინირებული და უნივერსალური მანქანების გამოყენება.

ამჟამად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ფირმები სერიულად უშვებენ სპეციალურად მცირეკონტურიანი ნაკვეთებისთვის და სათბურებისთვის განკუთვნილ სტანდარტულ და ტანდემურ მცირე გაბარიტისა და სიმძლავრის მქონე ტრაქტორებს, მოტობლოკებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანებს.

ენერეგეტიკული საშუალებები

მცირე ფერმერულ მეურნეობებში გამოყენებულ სასოფლო სამეურნეო აგრეგატებს უნდა ჰქონდეს მცირე გაბარიტი, წევა-ჩაჭიდების მაღალი ხარისხი, უნდა იყოს უნივერსალური, მოძრაობაში მდგრადი და გააჩნდეს კარგი მანევრირებისა და ფერდობთან ადაპტაციის უნარი. პირველ სურათზე წარმოდგენილია შეწყვილებულთვლებიანი გაზრდილი გამავლობისა და წევა-ჩაჭიდების მქონე მოტობლოკი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაკეზე, ასევე ფერდობზე საშუალო და ნაკლებად ენერგოტევადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას აგროტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად (ნიადაგის მცირე სიღრმეზე გაფხვიერება, სასუქების შეტანა…

მასალა ვრცლად იხილეთ აქ _  თანდართულ PDF ბმულზე: