ნაცარი, გამოყენების წესი და სასარგებლო თვისებები
ნაცარი მიიღება მცენარეული მასალის სხვადასხვა ორგანული ნივთიერებების ბოლომდე დაწვის შედეგად, შეიცავს მაკრო და მიკროელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, ბორი, სპილენძი), განსაკუთრებით მაღალია კალიუმისა და კალციუმის შემცველობა.
ფოთლოვანი ხის ნაცარი დაახლოებით შეიცავს: 3% ფოსფორს, 10% კალიუმს და 30% კალციუმს, საუკეთესოა მინდვრის კულტურების ნაცარი.
მშრალი ნაცარი ნიადაგში შეიტანეთ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე (200 გრ/1მ²).
ფესვიდან კვება: 200 გრ. ნაცარი + 10 ლ. წყალი, გააჩერეთ 7-8 დღე და დაუსხით მცენარეებს ძირებში, (0.5 ლიტრი 1 მცენარეზე).
ფოთლიდან კვება: 500 გრ. ნაცარი + 5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 30 წუთი, გაგრილების შემდეგ დაუმატეთ 50 გრ. „სარეცხის საპონი“, გაფილტრეთ და შეასხურეთ მცენარეებს.
კალციუმის მაღალი შემცველობის გამო, ახალ ნაცარს იყენებენ ნიადაგის მჟავიანობის დასაწევადაც. არ შეიძლება ნაცრის სასუქად გამოყენება ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებში.
ნაცარი გამოიყენება (რიგთაშორისებში მობნევით) მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგაც (მაგ.: ხახვის ბუზის და კომბოსტოს ბუზის მატლების წინააღმდეგ).
ნუკრი მემარნიშვილი, სმმ დოქოტორი, პროფესორი